x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
რამდენს უხდიდა რევაზ ჩელებაძეს "ცეხავიკი" ბიძა ყოველ გატანილ გოლზე?
image

2 ოქტომბერს, ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელის, პენალტების დიდოსტატის რევაზ ჩელებაძის დაბადების დღეა, მას 69 წელი შეუსრულდა.


ქვემოთ გთავაზობთ ფრაგმენტს რევაზ ჩელებაძის ინტერვიუდან, სადაც შეიტყობთ რამდენს უხდიდა ბიძა ფორვარდს ყოველ გატანილ გოლზე.ლეგენდები ამის შესახებ მისი კარიერის დასაწყისშივე დადიოდა.


"1974 წელს ჩხარ­ტიშ­ვი­ლი ბა­თუ­მის "დი­ნა­მოს" მწვრთნე­ლად და­ნიშ­ნეს. წა­მიყ­ვა­ნა და პირ­ვე­ლი­ვე სე­ზონ­ში 21 გო­ლი შე­ვაგ­დე, აქე­დან 19 - მე­ო­რე წრე­ში. ესეც ვა­ლე­რი­ა­ნის დამ­სა­ხუ­რე­ბა იყო. მის გვერ­დით ჩა­მოვ­ყა­ლიბ­დი, თა­მა­ში მას­წავ­ლა, გამ­ხ­ს­ნა, თავ­და­ჯე­რე­ბა შემ­ძი­ნა და იმე­დი ჩა­მი­სა­ხა. ბი­ჭი­კო კი ჩემ­ზე გა­და­ყო­ლი­ლი იყო. ამ ადა­მი­ა­ნე­ბის სი­კე­თეს რა და­მა­ვიწყებს?!



- ეს ის ბი­ძაა, ყვე­ლა გოლ­ზე 100 მა­ნეთს რომ გიხ­დი­დათ?

- არა, ის მე­ო­რე ბი­ძაა, ზია ჩე­ლე­ბა­ძე. კო­მუ­ნის­ტურ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ერთ-ერ­თი პირ­ვე­ლი კერ­ძო სპონ­სო­რი მყავ­და - ბა­თუმ­ში გა­ტა­ნი­ლი გო­ლის­თ­ვის 10 მა­ნეთს მაძ­ლევ­და, თბი­ლი­სის "დი­ნა­მო­ში" - 100 მა­ნეთს, საბ­ჭო­თა კავ­ში­რის ნაკ­რებ­ში კი - 500-ს. ეს მა­შინ უზარ­მა­ზა­რი ფუ­ლი იყო. ახ­ლა რა­ღაა და­სა­მა­ლი - "ცე­ხა­ვი­კი" იყო და დიდ ფულს შო­უ­ლობ­და.


- წე­ლი­წად­ში ერ­თი მან­ქა­ნის ფუ­ლი გა­მოგ­დი­ო­დათ?

- (იცი­ნის) იმ­დე­ნიც ვერ გამ­ქონ­და, რომ გა­მე­კოტ­რე­ბი­ნა. ყვე­ლა­ზე მე­ტი 1980 წელს გა­და­მი­ხა­და. და­უ­ვიწყა­რი წე­ლი იყო - სსრ კავ­ში­რის ნაკ­რებ­თან ერ­თად ოლიმ­პი­ა­დის ბრინ­ჯაო მო­ვი­გე და "მა­რა­კა­ნა­ზე" საბ­ჭო­თა გუნ­დ­მა ბრა­ზი­ლი­ას 2:1 რომ მო­უ­გო, სას­ტარ­ტო­ში ვი­ყა­ვი და 70 წუ­თი ვი­თა­მა­შე.


ბეს­კოვს ვუთხა­რი, კის­რის მყე­სი და­მე­ჭი­მა-მეთ­ქი, თუმ­ცა მენ­დო­ბო­და, შვი­ლი­ვით ვუყ­ვარ­დი და მა­ინც მა­თა­მა­შა. ბო­ლომ­დეც ვიქ­ნე­ბო­დი მო­ე­დან­ზე, მაგ­რამ ჟუ­ნი­ო­რი წა­ვაქ­ციე და ხე­ლი რომ გა­ვუ­წო­დე მო­სა­ბო­დი­შებ­ლად, იუზ­რ­დე­ლა. ისე გავ­მ­წარ­დი, მზად ვი­ყა­ვი, მო­მეკ­ლა. ამან მა­ყუ­რე­ბე­ლი გა­ა­გი­ჟა და ბეს­კოვ­მა ვი­თა­რე­ბის გან­სა­მუხ­ტავად შემ­ც­ვა­ლა...


მე­რე მთხოვ­და, "სპარ­ტაკ­ში" წა­მო­დი, შენ­ნა­ი­რი ფეხ­ბურ­თე­ლი მჭირ­დე­ბაო, მაგ­რამ მა­შინ­დე­ლი "დი­ნა­მო" "სპარ­ტაკ­ზე" ნაკ­ლე­ბი გუნ­დი არ იყო, ამი­ტო­მაც არ წა­ვე­დი. ისე, ხალხს რომ არ ვყვა­რე­ბო­დი, კი დავ­ფიქ­რ­დე­ბო­დი, მაგ­რამ ეს "დი­ნა­მო­სა" და სა­ქარ­თ­ვე­ლოს ღა­ლა­ტი იქ­ნე­ბო­და. სტა­დი­ო­ნი "ჩელე-ჩელეს" რომ და­ი­გუ­გუ­ნებ­და, ჩემ­ზე ბედ­ნი­ე­რი კა­ცი არ იყო. ტრი­ბუ­ნა­ზე 80 ათა­სამ­დე მა­ყუ­რე­ბე­ლი რომ იკ­რი­ბე­ბო­და, ისეთ სიყ­ვა­რულს გა­მოს­ცემ­დ­ნენ, თა­მა­ში მარ­ტო ამის­თ­ვის ღირ­და.


არ ვტრა­ბა­ხობ - უამ­რა­ვი დი­დი ფეხ­ბურ­თე­ლი გვყო­ლია, მაგ­რამ გულ­შე­მატ­კი­ვა­რი მე რომ მე­ფე­რე­ბო­და, ასე ბევრს არ ანე­ბივ­რებ­და... ეეეჰ, რა "დი­ნა­მო" გვყავ­და."


ამავე თემაზე იხილეთ :

"ერთი დარტყმით გათიშა დებოშიორი" - უცნობი ისტორია რევაზ ჩელებაძეზე


"თუმცა მეკარე ამ შემთხვევაშიც დაიჩაგრა, სხვა კუთხეში გადახტა" - საინტერესო ისტორია რევაზ ჩელებაძეზე

0
848
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
848
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0