x
მეტი
  • 24.11.2024
  • სტატია:138449
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512072
მეცნიერებმა პირველად შეძლეს 1-ელი ტიპის დიაბეტის განკურნება
მეცნიერებმა პირველად შეძლეს 1-ელი ტიპის დიაბეტის განკურნება. ეს არის აუტოიმუნური დაავადება, რომელიც კუჭქვეშა ჯირკვალს ინსულინის გამომუშავებაში ხელს უშლის. 25 წლის ქალმა ტიანძინიდან, ჩინეთიდან, დაავადებისგან თავის დაღწევა შეძლო მისივე ორგანიზმიდან ამოღებული რეპროგრამირებული ღეროვანი უჯრედების გადანერგვით. იგი გახდა პირველი ადამიანი, რომელსაც ამ ინოვაციური მეთოდით უმკურნალეს.



image



ექიმებმა განაცხადეს, რომ ქალმა დაიწყო ინსულინის გამომუშავება ექსპერიმენტული თერაპიის დაწყებიდან სამ თვეზე ნაკლებ დროში. უკვე ერთი წლის შემდეგ „ჭამდა ყველაფერს, რაც სურდა, განსაკუთრებით ცხელ საჭმელს“.



„ახლა შემიძლია ვჭამო შაქარი“ - ქალი, რომელმაც 1-ელი ტიპის დიაბეტი დაამარცხა.



მიღებული შედეგი ექსპერტებში სიხარულს და გაოცებას იწვევს.



„მათ სრულად განკურნეს პაციენტი, რომელსაც ადრე დიდი რაოდენობის ინსულინი სჭირდებოდა“ - ჯეიმს შაპირო, ტრანსპლანტოლოგი-ქირურგი და მკვლევარი კანადის ალბერტას უნივერსიტეტიდან.




image



ოპერაცია 2023 წლის ივნისში ჩატარდა და ნახევარ საათზე ნაკლებ ხანს გაგრძელდა. ექიმებმა პაციენტის მუცლის კუნთებში გადანერგეს დაახლოებით 1, 5 მილიონი კუნძულოვანი უჯრედების ეკვივალენტი, რაც ინოვაციური მეთოდია.



ჩვეულებრივ, ასეთი უჯრედებს ღვიძლში ნერგავენ. თუმცა მუცლის ღრუში მათი განთავსებით შეძლეს მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის გამოყენება უჯრედების მონიტორინგისა და საჭიროების შემთხვევაში მათი ამოღებისთვის. მეცნიერებმა აღნიშნეს, რომ ამ მეთოდის ეფექტურობა თაგვებზე და პრიმატებზე ჩატარებულ ექსპერიმენტებში დადასტურებული იყო.



image



ოპერაციიდან დაახლოებით 3 თვის შემდეგ, ქალის ორგანიზმმა დაიწყო იმდენი ინსულინის გამომუშავება, რომ ეცხოვრა ყოველგვარი დანამატის გარეშე, და მან შეინარჩუნა ინსულინის გამომუშავების ეს დონე 1 წელზე მეტი ხნის განმავლობაში. მას შემდეგ ქალმა შეწყვიტა სახიფათო რყევების განცდა და სისხლში გლუკოზის დონის ვარდნა. ახლა ის რჩება სამიზნე დიაპაზონში დღის 98%.




ასევე დაგაინტერესებთ:

შაქრის დეტოქსიკაცია - როგორ გავწმინდოთ ორგანიზმი შაქრისგან მხოლოდ 7 დღეში

აშშ-ში არტერიული წნევის ახალი ნორმები დაადგინეს! აი, რამდენზე მაღალი არ უნდა იყოს

ხახვი სისხლში შაქრის დონეს შესანიშნავად ამცირებს! ამ რეცეპტის დახმარებით წლებია თავს კარგად ვგრძნობ

დასახელდა სასმელი, რომელიც ებრძვის სიმსუქნეს, კარიესს და დიაბეტს

დაიმსხვრა მითი, რომ დღეში 10 000 ნაბიჯის გავლა აუცილებელია


0
144
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
144