სხვა ვიდეო: დამაგრეველი ქარიშხალი "ჰელენი" ამერიკაში 1 ოქტომბერი, 16:22 დამანგრეველმა ქარიშხალმა მოიცვა ამერიკის რამდენიმე შტატი, რომელსაც უკვე "ისტორიული მასშტაბის კატასტროფა" უწოდეს. სტიქიის შედეგად მიყენებულმა ზარალმა შეიძლება ას მილიარდ დოლარს მიაღწიოს. ქარიშხალმა "ჰელენმა" შეერთებული შტატების სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროს დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე 90 ადამიანი დაიღუპა და ფართო ნგრევა გამოიწვია. ყველაზე მეტად დაზარალდნენ ჩრდილოეთ და სამხრეთ კაროლინა, ჯორჯია და ფლორიდა, იუწყება Reuters. სტიქიამ გამოიწვია ფართომასშტაბიანი წყალდიდობა და გაანადგურა ინფრასტრუქტურა, მათ შორის გზები და ხიდები. დაზიანებული ანძების გამო ასობით ადამიანი დარჩა ოჯახებთან დაკავშირების გარეშე და დაკარგულად ითვლებიან. ექსპერტების და სადაზღვევო კომპანიების შეფასებით, ზარალი შეიძლება მერყეობდეს 15 მილიარდი დოლარიდან 100 მილიარდ დოლარამდე, რადგან წყალმომარაგება, კომუნიკაციები და მნიშვნელოვანი სატრანსპორტო მარშრუტები ძლიერ დაზიანებულია. ჩრდილოეთ კაროლინაში, ბანკომბის ოლქში, შერიფმა კვენტინ მილერმა განაცხადა, რომ 30 ადამიანი დაიღუპა. შტატის გუბერნატორმა როი კუპერმა ვითარებას "ისტორიული მასშტაბის კატასტროფა" უწოდა. კუპერმა აღნიშნა, რომ 19 სხვა შტატიდან ჩავიდნენ ჩრდილოეთ კაროლინაში სამძებრო-სამაშველო სამუშაოებში დასახმარებლად. აშშ-ის ენერგეტიკის დეპარტამენტის მონაცემებით, კვირას, 29 სექტემბრის მდგომარეობით, სამხრეთში დაახლოებით 2, 7 მილიონი მომხმარებელი დარჩა ელექტროენერგიის გარეშე, რაც 40%-ით ნაკლებია, ვიდრე პარასკევს. სამხრეთ კაროლინაში დაიღუპა 25 ადამიანი, ჯორჯიის შტატში - 17, ხოლო ფლორიდაში - 11. ხელისუფლება შიშობს, რომ მსხვერპლი შეიძლება გაიზარდოს. Associated Press-ის ცნობით, ქარიშხალი "ჰელენი" ქარის სიჩქარით 225 კილომეტრი საათში დაიწყო ხუთშაბათს ფლორიდაში. იქიდან ის სწრაფად გადავიდა ჯორჯიის შტატში, სადაც გუბერნატორმა მისი ეფექტი ბომბის აფეთქებას შეადარა. "ჰელენი' არის მე-4 კატეგორიის ქარიშხალი, ყველაზე ძლიერი ქარიშხალი. აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა შვიდ შტატში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და მათ ფედერალურ დახმარებას დაჰპირდა. უახლოეს მომავალში ბაიდენი დაზარალებული რეგიონების მონახულებას გეგმავს. ვიცე-პრეზიდენტი და დემოკრატიული საპრეზიდენტო კანდიდატმა კამალა ჰარისსმა ორშაბათს ნევადაში მოგზაურობა შეწყვიტა ქარიშხლის გამო. 80 შეფასება არ არის
|