სხვა კეტრინ ზეტა-ჯონსმა მაიკლ დუგლასს 80 წლის იუბილე შიშველი ფოტოთი მიულოცა(ფოტო) 1 ოქტომბერი, 10:34
მსახიობი და მისი მეუღლე ერთი და იგივე თვეში და რიცხვში დაიბადნენ, თუმცა 25 წლის შემდეგ.
ჰოლივუდის ვარსკვლავმა მაიკლ დუგლასმა ცოტა ხნის წინ 80 წლის იუბილე აღნიშნა და მისმა მეუღლემ კეთრინ ზეტა-ჯონსმა, რომელთანაც ის 23 წელია დაქორწინებულია, უჩვეულო საჩუქრით გააოცა. წყვილი ორწლიანი ურთიერთობის შემდეგ 2000 წელს დაქორწინდა. მათ აქვთ ხანგრძლივი და მყარი ურთიერთობების ისტორია. დღის გმირისთვის საჩუქრის არჩევისას, კეტრინმა ოდნავ იუმორით აღიარა, რომ მთელი ამ წლების განმავლობაში მან მაიკლს უკვე აჩუქა ყველაფერი, რაც შესაძლებელი იყო: ფუფუნების საგნებიდან დაწყებული მისთვის საყვარელი წვრილმანებით დამთავრებული. ამიტომ, ამჯერად მსახიობმა გადაწყვიტა შემოფარგლულიყო „მოტივაციური ფოტოთი“. მან ასევე აღნიშნა სოციალურ ქსელში, რომ მათ სახლში აღარ იქნება "გოლფის ბურთები". მოგეხსენებათ, რომ 25 სექტემბერს არა მხოლოდ მაიკლ დუგლასის, არამედ თავად კეთრინის დაბადების დღეა, რომელიც მეუღლეზე 25 წლით უმცროსია. 55 წლის იუბილეზე მან სოციალურ ქსელებში დაწერა, რომ არ გაუკვირდება, თუ მაიკლის მხრიდან საჩუქარი მათი საერთო ჰობიდან იქნებოდა- მაგალითად, გოლფის ჯოხი. როგორი სიურპრიზი მოუმზადა მაიკლმა კეტრინს, საიდუმლო რჩება, მაგრამ თუ ვიმსჯელებთ წყვილის სათამაშო განწყობით, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ის არანაკლებ ორიგინალური იყო. მაიკლ კირკ დუგლასი — ორი ოსკარისა და სამი ოქროს გლობუსის მფლობელი ამერიკელი მსახიობი და პროდიუსერია. პირველად ოსკარი აიღო 1975 წელს როგორც პროდიუსერმა ფილმისთვის „ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა“, ხოლო მეორედ ამერიკის კინოაკადემიის მთავარი ჯილდო მიენიჭა როგორც მსახიობს, ფილმში შესრულებული როლისთვის „უოლ-სტრიტი“. იგი ცნობილი მსახიობის კირკ დუგლასის შვილია. ჰყავს სამი ძმა. რაც შეეხება კატრინ ზეტა ჯონსს-ვალიელი თეატრის, ტელევიზიისა და კინოს მსახიობია. კარიერა დაიწყო ადრეულ ასაკში. მიღებული აქვს ოსკარი, BAFTA-სა და ტონის ჯილდოები.სახელი გაითქვა ფილმებით "ჩიკაგო", "ლეგენდა ზორო" და სხვა. 158 3-ს მოსწონს
|