საზოგადოება „რატომ უნდა მოგინდეს, უცნობ ქალს შეუვარდე კედელზე, დასცინო და გავარდე“ – მაია ასათიანი 30 სექტემბერი, 13:36
.
ეკრანიდან გაუჩინარებული ცნობილი ქართველი ტელეწამყვანი, გადაცემა პროფილის ავტორი და წამყვანი მაია ასათიანი გადაცემის დახურვიდან 5 წლის შემდეგაც არ კარგავს აქტუალობას. როგორც ჩანს საზოგადოების განხილვის საგანი ის ისევ იმავე დოზითაა და განსაკუთრებით სოციალურ ქსელში მას კვლავაც გამადიდებელი შუშით აკვირდებიან.
.
მაია ასათიანი სოციალურ ქსელში წერს, რომ ერთ-ერთმა უცნობმა გამომწერმა საკმაოდ უსიამოვნო კომენტარი დაუტოვა, სადაც ეწერა: „ფილტრი არსად გაგძვრეს“. . მაია ასათიანმა გადაწყვიტა ურჩი გამომწერისთვის პასუხი ასევე საჯაროდ გაეცა და მას საკუთარ გვერდზე უპასუხა: . „მშვენიერი გოგოა, ალბათ არც თუ ისე უინტერესო ცხოვრებით. აგერ მოგზაურობს კიდეც. რატომ უნდა მოგინდეს რომ, შენთვის სრულიად უცნობ ქალს შეუვარდე კედელზე, დასცინო და გავარდე. ასე ამაღლებული თვითშეფასება ხომ ორ წუთში ისევ ჩამოვარდება“, – წერს მაია გამომწერის ფოტოზე... . მიუხედავად იმისა, რომ ასათიანი ტელეეკრანზე წლებია არ ჩანს, ის საკმაოდ აქტიურია ინსტაგრამსა და ფეისბუქზე. ინტენსიურად აქვეყნებს ახალ ფოტო და ვიდეო მასალას, რასაც საზოგადოების რეაქციები ახლავს თან. ის თითქმის მუდმივადაა აგრესიის და კრიტიკისა თუ განხილვის ობიექტი. 126 შეფასება არ არის
|