x
მეტი
  • 21.11.2024
  • სტატია:138399
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512064
უცნობი ცივილიზაცია ათობით ათასი წლის წინ და ქალაქი, რომელიც ასობით ტომს აერთიანებდა

რამდენი ცივილიზაცია არსებობდა ჩვენამდე? – მხოლოდ ვარაუდი შეიძლება. მასალები, რითაც უძველესი ქალაქები შენდებოდა, რაც არ უნდა გამძლე ყოფილიყო, სერიოზული კატაკლიზმების, ეროზიის და ათობით, ან შეიძლება, ასობით ათასი წლის შემდეგ, ჩვენამდე მაინც ვერ მოაღწევდა...


image


ამასთან, ევროპულმა ამპარტავნობა, აზიის, ამერიკის და აფრიკის მკვიდრ მოსახლეობასთან მიმართებაში, მნიშვნელოვანი როლი ითამაშა, მეცნიერული ცნებების ჩამოყალიბებაში, რომლითაც ჩვენ დღეს ვცხოვრობთ. ზეპირსიტყვიერება და ლეგენდები, როგორც ზღაპრები, ან ფანტაზიები აღიქმება, რომელსაც რეალობასთან არაფერი აქვთ საერთო... ამასობაში კი, ათობით ფოლკლორისტი, ეთნოგრაფი და მითოლოგი ირწმუნება, რომ ნამდვილი ატლანტიდა, ოდესღაც, სწორედ აფრიკაში იყო.

მისი მდებარეობა, ცნობილი არ არის. მაგრამ ამტკიცებენ, რომ ათობით, ან შეიძლება, ასობით ათასი წლის წინ, ეს აფრიკული სამყაროს ცენტრი იყო – მისი კულტურული, სავაჭრო და რელიგიური დედაქალაქი. ტბის ცენტრში აშენებული, უზარმაზარი დასახლება, ასობით ნაგებობას მოიცავდა. ქალაქს ტერასები ჰქონდა, რომლითაც გადაადგილება, სხვადასხვა უბნებს შორის შეიძლებოდა. ის პირობითად, რაიონებად იყო დაყოფილი, სადაც მეთუნეები და მქსოველები, მკურნალები და შამანები, მეთევზეები და მონადირეები, მცენარეების შემგროვებლები და ქვებზე და ხეზე მუშაობის ოსტატები ცხოვრობდნენ.

იქ კონტინენტის რეგიონიდან, ამა თუ იმ ტომის წარმომადგენლები ჩამოდიოდნენ. ერთნი იმისთვის, რომ ქალაქის ცენტრალურ მოედანზე ევაჭრათ, სხვები კი, ქალაქში საცხოვრებელი ფართის მოძებნას და იქ დასახლებას ცდილობდნენ. სხვადასხვა შეფასებით, ქალაქში, 600–მდე შენობა იყო, რომელშიც ცხოვრება, 200–მდე კაცს შეეძლო. ყველა ტომს საკუთარი შენობა ჰქონდა. მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ ის მრავალრიცხოვანი იყო, მაშინ მას რამდენიმე შენობას აძლევდნენ. მაგრამ, ნუ იფიქრებთ, რომ ეს ყველაფერი უფასო იყო... სახლის სანაცვლოდ, ტომს ხელობის შესასწავლად, ახალგაზრდა მამაკაცები და გოგონები უნდა გამოეყო, რომ მათ შემდგომში, ქალაქის განვითარებაში წვლილი შეტანით და მისი სტაბილური ფუნქციონირება უზრუნველყოთ.

ბევრი მკვლევარი, რომელმაც უძველესი აფრიკული მითები შეისწავლა, დარწმუნებულია, რომ ჯუნგლებში, მიწისქვეშ, გრანდიოზული შენობების ნანგრევებია. ჰიპოთეზაც კი არსებობს, კაცობრიობის წარმოუდგენლად განვითარებული მოწინავე ცივილიზაციის შესახებ, რომელიც აფრიკაში იყო. სერიოზული კატაკლიზმების, ან ომის გამო, ქალაქების და მისი მოსახლეობის განადგურება მოხდა. გადარჩენილები კი, ქვის ხანაში აღმოჩნდნენ და დღემდე, ცივილიზაციისგან მოშორებით, ავტონომიურ დასახლებებში აგრძელებენ ცხოვრებას და წინაპართა ცოდნას, მითების და ლეგენდების სახით, თაობიდან – თაობას გადასცემენ...

ახლო მომავალში, ფრანგი და იტალიელი მეცნიერები აპირებენ აფრიკის ჯუნგლების სკანირებას და სავსებით შესაძლებელია, რომ მალე, ადგილობრივი მითები ჰიპოთეზად გადაიქცეს, რომელიც აფრიკის კონტინენტის ისტორიის გადაწერის საფუძველი გახდება.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ლინგვისტების აზრით, აფრიკული ენების 90% ერთი ფესვიდან მოდის. იქნებ, სწორედ ეს იყო, იმ დასახლების მცხოვრებთა ენა?..


image

არხის სხვა სიახლეები:


* პალაუში 1, 2 მილიონი წლის სარკოფაგი აღმოაჩინეს

* ალიკვალი ბაბუაა – ალენ დელონის შვილიშვილი, რომელიც ცნობილი გვარის ტარებაზე უარს ამბობს

* დასავლეთის ზეწოლის მიუხედავად, სტალინი ჰიტლერს არ აღიზიანებდა...

* მცენარე, რომელიც ებრძვის დეპრესიას, შიზოფრენიასა და ალცჰაიმერის დაავადებას



0
455
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
455
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0