კინო როლის გამო გაღებული მსხვერპლი - რა რისკზე წავიდნენ ისინი? 14 ოქტომბერი, 10:38 ყველა ჩვენგანი ცვლილებებისა და კატაკლიზმების ეპოქაში ცხოვრობს. კინემატოგრაფიას ხომ საუკუნეების წინ ჩაეყარა საფუძველი. სანამ ტელევიზია პოპულარული გახდებოდა, ადამიანები უახლესი კინოფილმების საყურებლად კინოთეატრებში იყრიდნენ თავს. იაფფასიანი ამბების ჩვენებით დაწყებული, კინემატოგრაფია, დიდ კომერციულ ინდუსტრიად და თავისუფალი დროის გასატარებელ საუკეთესო საშუალებად იქცა. თუმცა, დროის ცვლილებასთან ერთად დაიხვეწა ყველაფერი ამ დარგში და უფრო სასიამოვნო საყურებელი გახდა თავისი ეფექტებით, ფერებითა და ჟანრობრივი განხრით. მეც და მათ შორის ალბათ ყველა თქვენგანს გექნებათ თქვენი ფავორიტი ფილმი, რომლის მრავალჯერ ყურება არაჩვეულებრივ სიამოვნებას განიჭებთ.
ფილმებსა და საერთოდ კინემატოგრაფიას თანამედროვე ეპოქაში ძალიან დიდი ადგილი უჭირავს ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებაში. საზოგადოების ინტერესს იწვევს მსოფლიო კინომწარმოებლების ყველა ახალი წამოწყება, ახალი ფილმები, თავად ამ ფილმების შემქმნელებისა თუ მათში მონაწილე გმირების ისტორიები როგორც ფილმში, ასევე ფილმს გარეთ. ამის გამოა, რომ თანამედროვე კინოინდუსტრია მუდმივი "დაკვირვების" ქვეშაა, შესანიშნავი ნიჭის წყალობით კი მსახიობები თუ შოუ-ბიზნესის სხვა წარმომადგენლები, სამუდამოდ რჩებიან მაყურებლის გულში. წელიწადში მილიონობით ფილმს იღებენ და ბევრი მათგანი ხდება უკვდავი და დამსახურებული მაყურებელთა გადაწყვეტილებით, ვინაიდან უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინეს მათ გრძნობებზე ამა თუ იმ მსახიობებმა, რადგან მათ გაარღვიეს მაყურებლის გულებში ყველა მწვერვალი და მოიპოვეს უკვდავი გენიის სტატუსი, რის გამოც გიჩნდებათ სურვილი უსასრულოდ უყუროთ საყვარელ სცენებს. ვტკბებით კინო მოყვარულები- ძლიერი, საყვარელი და უბრალოდ სასიამოვნო სანახავი ფილმებით, ამ დროს კი წარმოდგენა არ გვაქვს, მსახიობებმა რამდენი დრო, ენერგია და შრომა ჩადეს თითოეული ეპიზოდის გადაღებისას. მათი საოცარი ნიჭი და გრიმის დახმარება კი ხშირად იძლევა წარმოუდგენელ შედეგს და ხშირად გვიჭირს წარმოდგენა, თუ რომელი მსახიობი შეიძლება ასრულებდეს იმ კონკრეტულ როლს. ვიცით, რომ წონის კარდინალური მატება ან კლება, ძალიან რთული პროცესია. მაგრამ, როდესაც ეს პროცესი პროფესიის ნაწილია, მსხვერპლის გაღება აუცილებელია. მსახიობებს ამის კეთება ხშირად უწევთ გარკვეული როლების გამო. ხშირად უწევთ წონის კლება ან მომატება, როდესაც ეს როლს სჭირდება. როლის გამო გაღებული მსხვერპლი - რა რისკზე წავიდნენ ისინი?1. საშა ბორტიჩი. რუსი მსახიობი საშა ბორტიჩი სულ რაღაც 23 წლისაა, მაგრამ მან მოასწრო ბევრ საინტერესო ფილმში მონაწილეობა, მაგ: როგორებიცაა «Духless 2», «ვიკინგი» და ა.შ. თუმცა მაყურებლის შოკი ფილმით «Я худею» (მე ვხდები) გამოიწვია, სადაც ის ზედმეტი კილოგრამებით მონაწილეობდა. მსახიობმა როლისთვის არამარტო მოიმატა 20 კგ, არამედ ძალიან მალევე შეძლო მისი დაკლება. "მთელი ბავშვობა პუტკუნა ვიყავი და ვებრძოდი ჭარბ წონას. ამიტომ, ეს ჩემთვის რთული და პირველი არ იყო" -ამბობს მსახიობი. 2. რენე ზელვეგერი. იმისათვის, რომ ნამდვილად დამსგავსებოდა თავის გმირს -ბრიჯიტ ჯონსს, რენეს მოუწია 14 კგ-ით მომატება, რისთვისაც ხშირად და ბევრს იკვებებოდა, განსაკუთრებით კი მის რაციონს სწრაფი კვების პროდუქტები შეადგენდა. 3. შარლიზ ტერონი. შარლიზ ტერონსაც მოუწია გარკვეული წონის მატება, რათა ფილმში „მონსტრი“ სერიული მკვლელის როლი უფრო ავთენტურად ეთამაშა. 15 ზედმეტი კილოგრამი, ყალბი კბილები, გაპარსული წარბები და მაკიაჟი - ეს არის მისი მანიაკის იმიჯის კომპონენტები. მსახიობის ძალისხმევა არ იყო უშედეგო - გაღებულმა მსხვერპლმა მას ოსკარი მოუტანა. 4. ნატალი პორტმანი. ისედაც გამხდარ ნატალის კიდევ 9 კგ-ის დაკლება მოუწია. ამისათვის, 5-8 საათი სპორტულ დარბაზებში იყო და თითქმის არაფერს ჭამდა. ფილმში "შავი გედი", ის იდეალური უნდა ყოფილიყო და ასეც იყო, მან როლისთვის ოსკარი აიღო. ასევე, მილა კუნისსაც მოუწია წონაში დაკლება, რადგან ისიც ერთ-ერთი გედის როლს ასრულებდა და ორივე ჰაეროვანი და ლამაზი უნდა ყოფილიყო აუცილებლად. "რეალურად, ჩვენ ვიყავით ძვალზე გადაკრული კანი, მაგრამ ეკრანზე ჰაეროვნად და ლამაზად გამოვიყურებოდით" - ამბობს მილა. 5. ჯესიკა ჩესტეინი. 1960-იანი წლების ულამაზესი დიასახლისის როლის შესასრულებლად მსახიობ ჯესიკა ჩესტეინს მოუწია ცოტა ხნით განზე გაეწია სიგამხდრე. მართალია, ამაში იყო სირთულეები: ის ვეგანია, შესაბამისად, მას არ შეეძლო წონაში მოსამატებლად დაყრდნობოდა ბურგერებს და სხვა მავნე ნივთიერებებს, მაგრამ გამოსავალი მაინც იპოვა: „სოიოს ნაყინის ყუთები ვიყიდე, მიკროტალღურ ღუმელში გავაცხელე და დავლიე“ - ყვება მსახიობი. ეს მეთოდი მსახიობს დუნდულებისა და ბიუსტის გაზრდაში, თუმცა ვიწრო წელის შენარჩუნებაში, ძალიან დაეხმარა. 6. ჯარედ ლეტო. ცნობილი მომღერალი და მსახიობი ჯარედ ლეტო ყოველთვის ძალიან სერიოზულად ეკიდება თავის როლებს და ყოველთვის თავის მაქსიმუმს აკეთებს ამისთვის. მან დიეტა პირველად დაიცვა, როდესაც ემზადებოდა ფილმისთვის "Requiem for a Dream". ნარკომანის როლის შესასრულებლად მან არა მხოლოდ გაიცნო რეალური ადამიანები, რომლებიც ნარკომანები იყვნენ, არამედ დაიკლო 13 კგ და ეს არ იყო მსახიობის ბოლო გამოცდილება როლისთვის მსხვერპლის გასაღებად. მან 30 კგ მოიმატა ჯონ ლენონის მკვლელის როლის შესრულებისას ფილმში "თავი 27" და ძალიან გაუჭირდა ჩვეულ ფორმას დაბრუნებოდა, რისთვისაც წელიწადი იწვალა. შემდეგი მსვერპლი როლისთვის გაიღო ფილმში "დალასის შემსყიდველთა კლუბი", სადაც ნარკმანი ტრანსექსუალის როლი უნდა შეესრულებინა. "გასაუბრებაზე მან ჩემთან ფლირტიც კი დაიწყო, მხოლოდ 3-5 წუთი მჭირდებოდა მოერგო ეს როლი, რომ გამეგო ღირდა თუ არა მისი როლზე დამტკიცება და ის 25 წუთი არ გაჩერდა. ბოლოს ვთქვი, ღმერთო, გიჟია ეს ბიჭი" - იხსენებს ფილმის რეჟისორი. 7. მეთიუ მაკკონაჰი. "დალასის შემსყიდველთა კლუბში" ჯარედ ლეტოსთან ერთად მეთიუ მაკკონაჰიც თამაშობდა. ძნელია ფილმში სიმპათიური დონჟუანის ამოცნობა, რადგან როლისთვის მან 21 კგ დაიკლო. 8. ტომ ჰენქსი. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მაგალითია ტომ ჰენკსი, რომელმაც ლეგენდარული ფილმისთვის "Cast Away" 25 კგ დაიკლო. მსახიობის თქმით, იმისთვის, რომ ავიაკატასტროფის შემდეგ უკაცრიელ კუნძულზე სიცოცხლისთვის მებრძოლი კაცის როლი შეესრულებინა, 4 თვის მკაცრი დიეტის ატანა მოუწია. „ძალიან მტანჯველი იყო. მე ვოცნებობდი რაიმე სახის წამალზე, რომლის მიღების შემდეგ საჭირო კილოგრამებს წამში დავიკლებდი ”- ამბობდა ჰენკსი. 9. რობერტ დე ნირო. დე ნირომ ფილმში "ცოფიანი ხარი" 27 კგ მოიმატა იმისათვის, რომ განესახიერებინა პენსიაზე გასული მოკრივის როლი. აი, ეს არის მიღწევა. 10. კრისტიან ბეილი. კრისტიან ბეილმა სამართლიანად დაიმსახურა აბსოლუტური ტრანსფორმაციების ჩემპიონის ტიტული: კინოკარიერის განმავლობაში მან 5-ზე მეტჯერ დაიკლო და მოიმატა წონაში! მსახიობმა 1999 წელს გაიმკვრივა კუნთები და იდეალური სხეული დაიყენა ფილმისთვის "ამერიკული ფსიქოფატი", ხოლო ხუთი წლის შემდეგ დაემშვიდობა ფორმას და 28 კგ დაიკლო ანორექსიული მუშის როლისთვის ფილმში "მემანქანე". კრისტიანმა თქვა, რომ ამისთვის მან რადიკალურად შეცვალა დიეტა: მსახიობი დღეში ერთ ვაშლს, ერთ ტუნას და ფინჯან ყავას მიირთმევდა. 2005 წელს ბეტმენის როლი გახდა კუნთებისა და ნაცნობი ფორმის დაბრუნების მიზეზი. ხუთი წლის შემდეგ კი მისი სხეული ისევ იცვლება: მინუს 20 კილო - და ბეილმა ნიჭიერად ითამაშა ნარკომანის როლი ფილმში "მებრძოლი", რის შემდეგაც მან ოსკარი მიიღო. და ეს ყველაფერი როდია. ბეილმა ისევ დაიყენა იდეალური სხეული და კუნთი როლისთვის ფილმში "ბნელი რაინდი". მას შემდეგ კი ისევ აკრიფა წონა ფილმისთვის "აფიორა ამერიკულად". მსახიობს არცერთი როლისთვის ტრანსფორმაცია არ გაჭირვებია, აბსოლუტურად მარტივად და წარმატებით ართმევდა თავს დავალებებს. ალბათ ეს მისი ძლიერი მხარეა. 115 3-ს მოსწონს
|