x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138401
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512068
"სტალინის ოქრო": რამდენი "დრაგმეტალი" დატოვა ლიდერმა ხაზინაში სიკვდილის შემდეგ

image


ტყუილად არ უწოდეს მას ქვეყნის მთავარი არქიტექტორი და ხაზინადარი, და ამაში დარწმუნება საკმაოდ ადვილია. 1917 წელს თებერვლის რევოლუცია მოხდა და რუსეთის იმპერიამ არსებობა შეწყვიტა. მეფე დროებითმა მთავრობამ შეცვალა, თუმცა როგორც ისტორიამ აჩვენა მან ქვეყნის მართვა ვერ შეძლო. არ იყო სიცხადე, სწრაფი და მკაფიო მოქმედებები, ამიტომ ქვეყანაში მალევე ახალმა - ოქტომბრის რევოლუციამ იფეთქა. ხელისუფლებაში ვლადიმერ ილიჩ ლენინის მეთაურობით ბოლშევიკები მოვიდნენ. რა მემკვიდრეობა ერგოთ მათ?


image


პირველმა მსოფლიო ომმა გადაღლილი და დემორალიზებული მოსახლეობა ლიმონივით გამოწურა, რამაც უკიდურესად დაბალი სამრეწველო ბაზის შექმნა გამოიწვია, რაც გამოიხატებოდა ეროვნული მასშტაბით შიმშილის საფრთხით და გაძარცული ხაზინით: ნიკოლოზ II-ის შემდეგ დარჩა 1000 ტონა ოქრო, დროებითი მთავრობის შემდეგ კი - 500 ტონა. დანარჩენი საზღვარგარეთ გაიტანეს.


image


ალექსანდრე კერენსკი

ურთულესი სამოქალაქო ომის შემდეგ ქვეყანამ თანდათან აღდგენა დაიწყო. ზოგიერთი საჭირო აღჭურვილობის, პროდუქციისა და სხვა ნივთების შეძენა ძირითადად საზღვარგარეთ ხდებოდა. იქ სწრაფად მიხვდნენ რაც ხდებოდა, ამიტომ ფასებიც ყველაფერზე მკვეთრად გაზარდეს. მაგალითად, 60 ორთქლმავალი ინგლისიდან და შვედეთიდან 120 ტონა ოქროდ იქნა შეძენილი. თანხა კოსმოსური იყო, თუმცა სხვა გზა არ იყო, სხვა ხარჯების გათვალისწინებითაც ოქროს მარაგი სწრაფად "დნებოდა". 1931 წელს ხელისუფლებამ შექმნა საკავშირო ასოციაცია სსრკ-ს ტერიტორიაზე უცხოელებთან ვაჭრობისთვის ("ტორგსინი"). თითოეულ ასეთ სავაჭრო ობიექტში შესაძლებელი იყო ოქროს, ვერცხლის ან ანტიკვარული ნივთების გაცვლა და მათ ნაცვლად სამომხმარებლო საქონლის მიღება. ეს გახლდათ მაღაზია მდიდრებისთვის, სადაც დელიკატესების, ძვირადღირებული უცხოური ალკოჰოლური სასმელებისა და ცხოვრების სხვა "სიამოვნებების" შეძენა ხდებოდა. ეს იყო მხოლოდ დროებითი ზომები, ხაზინის სწრაფად შევსების მიზნით, რამაც მართლაც ეფექტურად იმუშავა - პირველ წელს მან მოგების სახით 22 ტონა ოქრო მიიღო, ხოლო 1933 წელს - უკვე 45 ტონა ძვირფასი ლითონი.


image


ამხანაგ სტალინს მშვენივრად ესმოდა, რომ ფართომასშტაბიანი ინდუსტრიალიზაცია უზარმაზარ ფულს მოითხოვდა. პრაქტიკულმა და შორსმჭვრეტელმა ლიდერმა გააუქმა ყველანაირი აკრძალვა და ოქროს უფასო მოპოვება დაუშვა, მალე სსრკ-ში ოქროს მომპოვებელთა რაოდენობამ 120-ს მიაღწია.


image


გარკვეული პერიოდის შემდეგ, ძვირფასი ლითონის წარმოებამ წელიწადში 320 000 ტონას მიაღწია.ინდუსტრიალიზაციისთვის - ხე-ტყიდან, მარცვლეულიდან, ბეწვეულიდან და სხვა რესურსების გაყიდვიდან შემოსული ფულიც გამოიყენებოდა, მაგრამ ოქრომ მაინც ყველაზე დიდი როლი ითამაშა საბჭოთა ინდუსტრიის განვითარებასა და მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებაში. სხვათა შორის, 1941 წელს ხაზინაში 2800 ტონა ძვირფასი ლითონი იყო. გამარჯვების შემდეგ სტალინმა მოახერხა ქვეყნის აღდგენა, ათობით საწარმოს აშენება, კიდევ უფრო მეტი სამუშაო ადგილის შექმნა და კვების ბარათების გაუქმება. ბუნებრივია, ამის შედეგად ხაზინა სერიოზულად შემცირდა, თუმცა როგორც კი სიტუაცია ცოტათი გაუმჯობესდა, იოსებ ბესარიონის ძე ჯუღაშვილმა კვლავ დაიწყო "ყულაბის შევსება", მისი გარდაცვალების დროს ხაზინაში 2 500 ტონა ოქრო ფიქსირდებოდა.








0
142
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
142