x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512068
არ დაუშვათ ეს შეცდომა: რით არ უნდა გაწმინდოთ სმარტფონის ეკრანი
სმარტფონის ეკრანი შეიძლება დაბინძურდეს მრავალი ფაქტორის გამო. ძირითადად, არავინ ფიქრობს, როგორ გაწმინდოს სწორად სმარტფონის ეკრანი და იღებს ნებისმიერ ქსოვილის, რომელიც ხელში ხვდება.



ყველაზე ხშირად, ტელეფონის ეკრანი იწმინდება სველი სალფეთქით, ქსოვილით ან ანტისეპტიკით, თუმცა არსებობს აკრძალული საშუალებები, რომლითაც სმარტფონი არ უნდა გაწმინდოთ.



რით არ შეიძლება სმარტფონის ეკრანის გაწმენდა?

image



სპირტი

ეს სითხე კარგად ასუფთავებს ეკრანს, მაგრამ შლის ტელეფონის დამცავ ფენას, ამიტომ ეკრანი უფრო მგრძნობიარე ხდება დაზიანების მიმართ. ანტისეპტიკი და სველი სალფეთქი, რომელიც შეიცავს სპირტს, ტელეფონის საწმენდად არ უნდა გამოიყენოთ.



მინის საწმენდი სითხე


ეს საშუალება განკუთვნილია მინის და არა ეკრანის საწმენდად. სითხე ნელ-ნელა აზიანებს ეკრანის ზედაპირს, ამიტომ არასოდეს გამოიყენოთ ტელეფონის ეკრანის საწმენდად.



ძმარი

ამ იაფფასიანი მეთოდით ბევრი რამის გაწმენდა შეგიძლიათ, მაგრამ ეკრანის ძმრით გაწმენდა არ შეიძლება, რადგან მის დამცავ ფენას შლის. საინტერესოა, რომ ამ საშუალების წასასმელად ყველაზე ცუდი ვარიანტია ჯინსი და ქაღალდი. ეკრანზე ნაკაწრებს გამოიწვევს.



რით გავწმინდოთ სმარტფონის ეკრანი?

image



უმჯობესია ეკრანი გაწმინდოთ გამოხდილი წყლით ან სპეციალური სპრეით, რომელიც ელექტრონული გაჯეტების საწმენდად არის განკუთვნილი. ეს სითხეები უსაფრთხოა და ეკრანს არ აზიანებს. წასასმელად გამოიყენეთ სალფეთქი მონიტორისთვის, მიკროფიბრის ჩვარი. ძნელად მისადგომ ადგილებში ყურის ჩხირები შეგიძლიათ გამოიყენოთ.



ასევე დაგაინტერესებთ:

თქვენ გისმენენ! - 7 ნიშანი, რომ თქვენი ტელეფონი გატეხეს და უსმენენ

შეძლებთ სოდით სმარტფონის სილიკონის ქეისის გაწმენდას? ექსპერიმენტის შედეგები

14 რამ, რომლებიც თქვენს კომპიუტერს ანადგურებენ

8 რამ, რაც შეტყობინებაში არ უნდა დაწეროთ

გენიალური დიზაინის 22 მაგალითი, რომლისთვისაც მადლობის გადახდას ისურვებთ


0
82
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
82