სხვა როგორ მოვიშოროთ ტკიპები სახლიდან 1 დღეში: ეფექტური მეთოდები 25 სექტემბერი, 22:03 ტკიპების სახლიდან მოშორება მარტივი საქმე არ არის. თუმცა თუ იცით რამდენიმე ეფექტური მეთოდი, ამის გაკეთება შესაძლებელია. მთავარია, დროულად იმოქმედოთ, სანამ ძალიან გამრავლდებიან.
ექსპერტები ამბობენ, რომ პირველ რიგში, ნივთები ძალიან ცხელ წყალში უნდა გარეცხოთ. ტანსაცმელი, პირსახოცი, თეთრეული გარეცხეთ, რადგან ტკიპები ცხელ ტემპერატურაზე კვდება. როგორ მოვიშოროთ ტკიპები სახლიდან? სპეციალურ საყოფაცხოვრებო მაღაზიებში შეგიძლიათ იპოვოთ ბევრი სხვადასხვა ქიმიკატი, რომელიც მათში შემავალი კომპონენტების წყალობით ტკიპებს წამლავს. თუ ხალხური საშუალების მომზადების და გამოყენების დრო არ გაქვთ, სპეციალური სპრეი გამოიყენეთ და უკვე ერთ დღეში ტკიპების კვალიც გაქრება. თუმცა ამ ქიმიკატების გამოყენების შემდეგ სახლში სველი წმენდა 24 საათის განმავლობაში არ უნდა განახორციელოთ. ხალხური საშუალებები გამოგადგებათ საწყის ეტაპზე, როცა ტკიპები ბინაში ახალი გამოჩენილია. ყველაზე მეტად აფრთხობს აბზინდას სუნი, ამიტომ აბზინდის ნაყენით შეგიძლიათ დაამუშაოთ ყველა ზედაპირი, იატაკი, საწოლი ან ლეიბი. რბილი ავეჯი შეგიძლიათ დაამუშაოთ სკიპიდარის (10 მლ), ნავთის (15 მლ), მწვანე საპნის (30 მლ) და წყლის (100 მლ) ხსნარით. ასევე ეფექტურია 100 მლ სკიპიდარის, 100 მლ ეთილის სპირტის და 5 გრამი ქაფურის ნარევი. თუ გაქვთ ორთქლის აპარატი, დივანი ან ლეიბი ცხელი ორთქლით დაამუშავეთ. ცხელი ორთქლი ტკიპებს მოკლავს. ძირითადი პროცედურის შემდეგ მთელი სახლი ძმრით დაამუშავეთ. ძმრით გაწმინდეთ იატაკი, ფანჯრის რაფები და პლინტუსები. ეს რჩევები ყველაზე ეფექტურია და აუცილებლად დაგეხმარებათ ამ მავნებლებისგან თავის დაღწევაში. ასევე დაგაინტერესებთ: 5 ხელმისაწვდომი და ეკოლოგიური მეთოდი ტარაკნებთან საბრძოლველად 10 არომატი, რომელიც ჩვენ მოგვწონს, კოღო კი ვერ იტანს კარადაში, მაცივარში და სააბაზანოში ნახშირის ნატეხს ვინახავ: ხრიკი ახლობლებმა დააფასეს რატომ უნდა ჩაყაროთ წაბლი სარეცხ მანქანაში: გერმანელი დიასახლისების ხრიკი რჩევები, როგორ გავწმინდოთ ბატარეა შიგნიდან და მოვაცილოთ ჟანგი ლითონს რატომ უნდა შეინახოთ ფოლგის ბურთი ჭურჭლის სარეცხ მანქანაში? რატომ უნდა შეინახოთ გაზეთის ბურთები მაცივარში? 9 ხრიკი ოჯახის ბიუჯეტის დასაზოგად არ ვიცოდი, რატომ დებდა ბებია საპონს ბალიშის ქვეშ. ახლა მეც ასე ვაკეთებ 89 1-ს მოსწონს |