x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
„მივცეთ ხმა “ნაცმოძს”, დაე გაიხსენონ ახალგაზრდებმა, ვინც პატარები იყვნენ და არ ახსოვთ“ - ნინო ნადირაძე
image

.

კლინიკა ვივამედის დირექტორი ნინო ნადირაძე სოციალურ ქსელში მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებზე მიხეილ სააკაშვილის მხარდაჭერაზე საუბრობს და ამბობს, რომ დაე ახალგაზრდებმა, ვისაც ასაკის გამო მიშას სისასტიკე არ ახსოვს, გაიხსენონ, რეალურად რა შეუძლია ნაციონალურ მოძრაობას და რა იმალება მათი დაპირებების მიღმა.

.


“მივცეთ ხმა “ნაცმოძს”, დაე გაიხსენონ ახალგაზრდებმა, რომლებიც მაშინ პატარები იყვნენ და არ ახსოვთ, ჩვენ კიდევ გავიმეოროთ, გამეორება ხომ ცოდნის დედაა”- წერს ნინო ნადირაძე სოციალურ ქსელში და პოსტს თან ურთავს არქივის ვიდეოს, რომელშიც მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ დახვრიტონ ყველა ის პატიმარი, ვინც ციხეში ბუნტს შეეცდება.

.

მიუხედავად იმისა, რომ ბრალდებული ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკვე დიდი ხანია სწორედ ნინო ნადირაძის კლინიკაში იხდის სასჯელს და მასთან ხშირი საქმიანი შეხება აქვს, ნინო ნადირაძე–კუზანოვა საჯაროდ მაინც არ ერიდება მის გაკრიტიკებას და ყოველთვის ღიად უსვამს ხაზს საკუთარ უარყოფით დამოკიდებულებას მიხეილ სააკაშვილისა და მისი სასტიკი რეჟიმის მიმართ.

.

გასულ წლებში ნინო ნადირაძე ასევე ძალიან თამამ განცხადებებს აკეთებდა სასამართლო სხდომებზეც, სადაც ის სააკაშვილის ჯანმრთელობის სიმულაციური გაუარესების შესახებ საუბრობდა.

.

შეგახსენებთ, ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 2021 წლის 1 ოქტომბერს თვითმმართველობის არჩევნების მიმდინარეობის დროს საქართველოში დააკავეს. იქ საზღვრის გადმოკვეთას რძის პროდუქტების კონტეინერით შეეცადა და უკრაინიდან სამშობლოში შემოიპარა, რასაც მისი დაკავება მოჰყვა. პატიმრობის განმავლობაში მან ციხეზე მეტ ხანს სწორედ ვივამედის კლინიკაში დაჰყო. მან ხელოვნურად, საკვების მიღების შეწყვეტით გაიუარესა ჯანმრთელობის მდგომარეობა, რათა პატიმრობისთვის თავი დაეღწია, თუმცა იგი ამ დრომდე არ გაუთავისუფლებიათ. უნდა ითქვას ისიც, რომ ბოლო ხანს მან წონაში საგრძნობლად მოიმატა და ძალებიც აღიდგინა. ეს ყველაფერი კი სწორედ კლინიკა ვივამედის დახმარებით და იქ მომუშავე მედიკოსების დახმარებით შეძლო. არადა მისი მხარე მუდმივად აპელირებდა იმაზე, რომ ვივამედში არ იყო შესაბამისი პიობები სააკაშვილის გადასარჩენად. რაც ასევე ცრუ აღმოჩნდა.

5
232
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
232
  
8 ოქტომბერი, 20:44
მე ხო არ მითქვამს ხმის მიცემაზე თქვენს მისამართით,უბრალოდ ვთქვი. ჩემი აზრი დავაფიქსირე,ერს სიყვარული და ურთიერთგაგება აკლია. ჩემი საქმე არ არის,ვისაც გინდათ ხმა იმას მიეცით,ვერ ვიტან ადამიანების აზრების ფრომირებას. ამას მაინს მივაღწევ რო ამ ქვეყანაში აზრის გამო ადამიანებს აღარ სჯიდნენ. მართლა წაკითხულის გააზრების პრობლემააა,თორე ამას არ დამიწერდი. თუმცა,ერთმანეთს უნდა ვასწავლოთ და განვითარდეთ,სხვა შემთხვევაში,ქართველებს მაგარი დაგვენძრევა,თუ არ გვაქვს უკვე. შეიძლება მე შევცდი ან თქვენ,რა მნიშვნელი აქვს,სიმართლე უნდა დაფასდეს
8 ოქტომბერი, 0:20
სად ნახე რო ან ნაცების ხმის მიცემაზე რამეს ვამბობ ან არჩევნებზე ან რამე ეგეთზე? თუ ვერ იგებტ წაკითხულიდან აზრს მიტხარით და უფრო მარტივი ენით აგიხსნით.
7 ოქტომბერი, 17:00
ისტორიიდან გავიხსენოთ,ილია სიმართლეს იძახდა მაშინდელ საქართველოზე,ადამიანებზე და თავადებზე,თუმცა უამრავი ბრალდება წაუყენეს და ათასი იარლიყი მიაკრეს,მერე მოკლეს. რა თქმა უნდა ამ კუზანოვაა თუ ნადრაძე,არ ვადარებ ილიას,თუმცა საქართველოს დამოკიდებულებას ვამბობ სიმართლეზე. ამ ქვეყანაში სიმართლე სძულთ,ოღონ ვინმემ სიმართლე არ თქვას და ერთ ადგილას შეეტენებიან. სიმართლე კი ერთია,არცერთი პარტია არ იმსახურებს ხალხის მხარდაჭერას,არც უნდა განიხილებოდეს ხმის მიცემის ამბავი და თუ განიხილავ,ნაცებს ხმა არ უნდა მისცეს ჭკუადმყოფელმა ადამიანმა. უნდა მიხვიდე არჩევნებზე,გაიარო რეგისტრაცია და გადახიო ბიულეტინი,ასე უნდა მოიქცეს ყველა და მერე გამოჩნდება რა ჩემს ფეხებს იზავენ. თუმცა ამ ქვეყანაში ბევრი გაუნათლებელი ადამიანი არის,ზოგმა წერა არ იცის და კითხვა,მიათრევენ და მაინც გააკეთებინებენ არჩევანს. ამიტომაც საჭიროა ეს ქვეყანა ამობრუნდეს,ან ვირი მოკვდეს ან პატრონი ან კიდევ ჩოჩორი. რო ამბობენ ომი იქნებაო,ეგ არ იქნება,რადგან ადამიანებს ომი არ სურთ და მტერი კი შიგნით გვყავს. თქვენი აზრით,გამწარებულ ადამიანს იარაღ რო მისცემ ხელში,რას იზავს,რუსს გაეკიდება თუ ამ კუზანოვას დარ გაზულუქებულებს დაერევა? ამ კითხვაზე დაფიქრდეს ყველა,რადგან ადამიანებების მოთმინება უკვე იწურება,მერე მართლა გამიშვი-დამაკავე ატყდება
7 ოქტომბერი, 16:51
რეალურად,ამათ იმდენი ფული აქვთ რო მაინც დაალაგებენ ნაცებთანაც და ქოცებთანაც,მართლა იმ ახალგაზრდების ნაწილმა იკითხოს. ამ ქვეყნის პრობლემა ეგ არის,როცა ადამიანი სიმართლეს ამბობს,ეგრევე რაღაცის მოფიქრებას იწყებენ და აბრალებენ უარგუმენტოდ რაღაცას,როცა უნდა დაფიქრდეს და სიმართლეს თვალი გაუსწოროს. ჰიტლერი ტირანი იყო,თუმცა რიგ შემთხვევებში სიმართლეს ამბობდა,როგორც სტალინი ან სხვა სისხლში ხელებ გასვრილი ტირანი. უბრალოდ,წაკითხულიდან აზრი გამოტანა უნდა ვისწავლოთ და შევეშვათ ბრალდებებს. საერთოდ არ მომწონს ეს ქალი,არც მისი ოჯახის მიმართ მაქვს პატივისცემა,აქ სიმართლეს ამბობს.
7 ოქტომბერი, 12:39
რაო გეშინია რაღაცეებს ამოგიქექავენ და კანონის წინაშე პასუხს გაგებინებენ?
პ.ს. ნაცების დედაც უბრალოდ ამ პარაზიტებმა ვისაც კანონი აქვს დარღვეული პასუხი უნდა აგონ!
0 1 5