საზოგადოება „პირად საუბარს ვყვები და ამიტომ ვმალავ ვინაობას...“ - რას წერს ნანუკა ჟორჟოლიანი კესარია აბრამიძის შესახებ? 24 სექტემბერი, 14:58 . ნანუკა ჟორჟოლიანი სოცქსელში კესარია აბრამიძის შესახებ წერს. "პირად საუბარს ვყვები და ამიტომ ვმალავ ვინაობას, კესოს მეგობარმა (ტრანსგენდერმა) მომიყვა, რომ ასაკოვანი მეზობელი კაცი არასოდეს ესალმებოდა და ყოველთვის ღიად გამოხატავდა ნეგატიურ დამოკიდებულებას. გუშინ, დაკრძალვის მერე სახლში რომ დაბრუნდა, ეს კაცი დახვდა სადარბაზოში და უთხრა, “არ შეგეშინდეს, შენ თუ რამე მსგავსი დაგემუქრება, იცოდე აქ ვარ. “კესომ მართლა გაარღვია მგონი ეს ბნელი კედელი. სიკვდილითაც გაიმარჯვა ჰომოფობიაზე", - აღნიშნავს ნანუკა. . ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის მკვლელობას სოციალურ ქსელში ემოციური ტექსტით მოდელი ნეკა დოროყაშვილიც ეხმაურება. „კესო იყო ადამიანი, რომელიც მუდამ გულისხმიერებით გამოირჩეოდა, არასდროს დამავიწყდება. როცა ყველაზე რთულ მდგომარეობაში ვიყავი, მითხრა: „ნეკ შენ ხარ ყველაზე ლამაზი, არ დაიკარგო, სახეს მოუფრთხილდი, ბევრს ნუ იტირებ ნაოჭები გაგიჩნდებაო“. მისი სიტყვები ჩემთვის დიდ მნიშვნელობას ატარებდა და ყოველთვის შემახსენებს, რამდენად მნიშვნელოვანი იყო მისი მხარდაჭერა იმ დროს ჩემთვის. მადლობა, კესო, იყავი ჩემს გვერდით და იმედს მაძლევდი მაშინ, როცა ყველაზე მეტად მჭირდებოდა. გვიყვარხარ და მუდამ გიხსენიებთ შენი სიკეთითა და სიყვარულით. , ნანუკა, ყველაზე გამაგიჟებელი იყო ჩემთვის ის ფაქტი, რომ დაკრძალვამდე რამდენიმე სააათით ადრე (გამთენიას) დამესიზმრა სიზმარში, „მივფრინავ სინათლეში არ წამოხვალო?“. ეს თქვა დამემშვიდობა და აფრინდა მართალია წესი არ აუგეს მაგრამ კესომ იცოდა რომ სამოთხეში მიფრინავდა“, – წერს ნეკა დოროყაშვილი ნანუკა ჟორჟოლიანის პოსტის კომენტარებში. ცნობისთვის, კესარია აბრამიძის მკვლელობის ფაქტზე 26 წლის მამაკაცი, ბექა ჯაიანია დაკავებული. მას 16-იდან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება. გამოძიების ინფორმაციით, 18 სექტემბერს, 26 წლის კაცმა ტრანსგენდერი ქალი საკუთარ სახლში გენდერის ნიშნით განსაკუთრებული სისასტიკით მოკლა. . პროკურატურის ინფორმაციით, კესარია აბრამიძეს დანით 28 ჭრილობა აქვს მიყენებული. აბრამიძე თბილისში, დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე, საკუთარ ბინაში მოკლული იპოვეს. ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულ ბექა ჯაიანს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. 259 შეფასება არ არის
"საქართველოში ვერ დავბრუნდები, იქ მოკვლით მემუქრებიან... ერთ-ერთი, ჩემი ღვიძლი ბიძაა" - დემნა გვასალია "არ გეშინია, კინოსტუდიაში ამდენი ბო**ბი რომ არიან და შენი ქმარი იქ მუშაობს?!" - სახალისო ისტორია სესილია თაყაიშვილზე |