x
მეტი
  • 07.11.2024
  • სტატია:138108
  • ვიდეო:351967
  • სურათი:511845
მამაკაცებმა დაასახელეს ქალების ყველაზე მიმზიდველი თვისებები
image

მამაკაცების უმეტესობა ცხოვრების პარტნიორის არჩევისას პირველ რიგში ყურადღებას აქცევს გარეგნულ მიმზიდველობას. ამ დასკვნამდე გამოკითხვის შედეგების საფუძველზე მივიდნენ კვების კომპანია Viridian-ის ექსპერტები, წერს Daily Star.


გამოკითხვის თანახმად, მამაკაცების 50 პროცენტმა ქალის სილამაზე დაასახელა, როგორც პოტენციური პარტნიორის ყველაზე ღირებული თვისება სერიოზული ურთიერთობისთვის. მეორე ყველაზე პოპულარული პასუხი იყო უნარი გაგაცინოს: მამაკაცების 41 პროცენტი აფასებს კარგი იუმორის გრძნობას. თითქმის იგივე რაოდენობა (40 პროცენტი) მზადაა შეიყვაროს ქალი მისი სიკეთისთვის.


ქალის კიდევ ერთი მიმზიდველი თვისება ითვლება, მზაობა რთულ სიტუაციაში პარტნიორს მხარში ამოუდგეს. ეს ვარიანტი აირჩია გამოკითხულ მამაკაცთა 35 პროცენტმა. ამდენივე პროცენტი მიიჩნევს, რომ შეიძლება თავი დაკარგონ ქალის სურნელისგან.



წინა კვლევამ აჩვენა, რომ ქალებს ყველაზე მეტად არ მოსწონთ უსაქმურები და ზარმაცები. ასევე იუმორის გრძნობის არმქონე მამაკაცებიც არ იზიდავთ.



მიღებული მონაცემების მიხედვით, გამოკითხული ქალების 51 პროცენტმა განაცხადა, რომ მამრობაკის ჩვევა- დივანზე უსაქმოდ წოლა, ფაქტიურად კლავს მათ ლიბიდოს. არც მიმზიდველი გარეგნობა და არც კარგი იუმორის გრძნობა არ უწყობს ხელს სიტუაციის გამოსწორებას. გამოკითხული ქალების ნახევარზე მეტმა სექსში შესაძლო პრობლემების კიდევ ერთ ფაქტორად უსუფთაობა დაასახელა.


იუმორის გრძნობის ნაკლებობა ასევე პოპულარული პასუხი იყო: გამოკითხულთა 37 პროცენტმა აღიარა, რომ არასოდეს დაწვება იმ მამაკაცთან, რომელსაც არ შეუძლია ხუმრობა და თავადაც არ ესმის იუმორი.

0
237
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
237
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0