x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
დუროვის ყოფილმა ცოლმა დაიტრაბახა, რომ მარტო დასვენებაში 1 მილიონ ევროს ხარჯავდა
image

ირინა ბოლგარი, რომელიც ამბობს, რომ პაველ დუროვის სამი შვილის დედაა, აგრძელებს მილიარდერთან თავისი თანაცხოვრების დეტალების გაზიარებას. მანამდე ქალბატონი აცხადებდა, რომ მას შეეძლო ყოველთვიურად 150 ათას ევრომდე დაეხარჯა საკუთარ თავზე და მის მემკვიდრეებზე. მას ჰქონდა სოციალური ქსელების მემქმნელის- VKontakte და Telegram -ის ანგარიშებზე წვდომა. ახლა ყოფილმა მეუღლემ ახალი შოკისმომგვრელი თანხა დაასახელა - თვეში 1 მილიონი ევრო მხოლოდ დასვენებისთვის.


- მე და ჩემს შვილებს 10 წლის განმავლობაში პირდაპირი წვდომა გვქონდა ოჯახის აქტივებზე. ზოგჯერ ჩვენი ხარჯები მხოლოდ მოგზაურობაზე შეადგენდა თითქმის 1 მილიონ ევროს თვეში, როგორც ეს იყო 2022 წლის აგვისტოში, როცა სარდინიაში შვილებთან ერთად ვისვენებდი. ჩვენი სამგზავრო და დასვენების ხარჯები, როგორც ყოველთვის, პირდაპირ დუროვმა გადაიხადა“, - წერს ირინა ბოლგარი სოციალურ ქსელებში საკუთარ გვერდზე.



შეგახსენებთ, მილიარდერი პაველ დუროვი, რომელსაც რუს "მარკ ცუკერბერგსაც" უწოდებდნენ(ფორბსის თანახმად, ის 15, 5 მილიარდი დოლარის მფლობელია)საფრანგეთის სპეცსამსახურებმა ლე ბურჟეს აეროპორტში პირადი თვითმფრინავიდან გამოსვლისას დააკავეს. 39 წლის დუროვს თან ახლდა პირადი მცველი და ქალი. დაკავება საჰაერო ტრანსპორტის ჟანდარმებმა განახორციელეს. დუროვი საფრანგეთში აზერბაიჯანიდან ჩაფრინდა.



საფრანგეთის ხელისუფლებას სურს გაარკვიოს დუროვის ურთიერთობა კრემლთან და დაკითხოს იგი უსაფრთხო TG ქსელის მეშვეობით მაკრონის მენეჯერის სავარაუდო მოსმენის გამო. ასევე გამოძიება ფოკუსირებულია "ტელეგრამზე" მოდერატორების ნაკლებობაზე, რაც, პოლიციის აზრით, კრიმინალურ მოქმედებებს უხსნის გზას.


TF1-ის ინფორმაციით, ასევე შესაძლო ბრალდებებს შორისაა: ტერორიზმი, ნარკოტიკები, თაღლითობა, ფულის გათეთრება, დანაშაულის დაფარვა, პედოფილური შინაარსი და სხვა.


პაველ დუროვმა 2021 წელს საფრანგეთის მოქალაქეობა მიიღო. ტელეგრამის ოფისი ამჟამად დუბაიშია განთავსებული. დუროვმა რუსეთი 2014 წელს დატოვა - მას მერე, რაც არ დაემორჩილა ბრძანებას, დახურულიყო ოპოზიციური ჯგუფები მისი სოციალური მედიის პლატფორმა VKontakte-ზე, რომელიც დუროვმა შემდგომში გაყიდა.

0
281
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
281
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0