x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"გამოდით, ერთი მინდა დაგთვალოთ" - ვის მიმართავს გია ხუროშვილი

image


ამერიკაში მცხოვრები ყოფილი მაღალჩინოსანი გია ხუროშვილი რამდენიმე დღის წინ, საკუთარ სახლში სასტიკად მოკლულ ტრანსგენდერ ქალთან, კესარი აბრამიძესთან დაკავშირებით პოსტს ავრცელებს და წერს:


"გამოდით, ერთი მინდა დაგთვალოთ, ვინც კაცობა დაიბრუნეს კესარიას მკვლელის "თანამოაზრეებმა?! არ გრცხვენიათ თქვენი ფარისევლობის?! კესარიამ წაართვა "კაცობა" და "ქართველობა" ამხელა მუტრუკს და არაკაცს? 2 წელი ამ ქალის ხარჯზე უცხოვრია, მის კალთას ყოფილა ამოფარებული, მისი ბოიფრენდი ყოფილა დაპარალელურად გეი პარადებს არბევდა?! ამიხსენით, თქვენი ლოგიკა?! თუმცა ლოგიკა სად გაქვთ ფარისევლებს?! პოტენციურ მკვლელებს და მათ ტაშისდამკვრელებს?!"- წერს გია ხუროშვილი სოციალურ ქსელში


შეგახსენებთ, რომ სასტიკად მოკლული კესარია აბრამიძე გუშინ, ვაკის სასაფლაოზე დაკრძალეს. მის სამოქალაქო პანაშვიდზე არა ერთი ცნობილი სახე იმყოფებოდა, მათ შორის იყვნენ როგორც შოუ- ბიზნესის, ასევე მედია საშუალებების წარმომადგენლებიც, სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილიც. როგორ ცნობილი გახდა, კესარია აბრამიძეს წესი არ აუგეს, რასაც საზოგადოების მხრიდან ნეგატიური დამოკიდებულება მოჰყვა.


ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ, დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ სახლში ტრანსგენდერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლეს. არსებული ინფორმაციით, მას ცივი იარაღით 28 სასიკვდილო ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. მკვლელობის ფაქტზე სამართალდამცველებმა 37 წლის ტრანსგენდერი ქალის მეგობარი მამაკაცი 26 წლის ბექა ჯაიანი დააკავეს, რომელთანაც მას რამდენიმეწლიანი ტოქსიკური ურთიერთობა აკავშირებდა. გენდერის ნიშნით განსაკუთრებული სისასტიკით დამამძიმებელ გარემოებაში, განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.








0
617
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
617