x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
„მერი პოპინსმა“ ინტიმურ კავშირზე უარის თქმის გამო, საყვარელს სასქესო ასოში დანა ჩაარტყა და მათეთრებელი შეასხა
image

სასექსის საგრაფოში(დიდი ბრიტანეთი)მუსიკის მასწავლებელს ციხე მიუსაჯეს იმის გამო, რომ საყვარელს სახეში მათეთრებელი შეასხა და სასქესო ორგანოში დაჭრა. ამის შესახებ ინფორმაციას საგრაფოს პოლიციის ვებგვერდი ავრცელებს.


სასამართლომ 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა 38 წლის მარლენა მეჩინსკა-სიიბასის(Marlena Meczynska-Shiibashi) ქალაქ ჰასტინგსიდან. ქალი კერძო მასწავლებლად მუშაობდა და საკუთარ თავს "ფორტეპიანოს მერი პოპინსს" უწოდებდა.


2023 წლის 3 მარტის საღამოს მეჩინსკა-სიიბასი საყვარელთან ერთად სახლში იმყოფებოდა. ქალმა სთხოვა სექსი, მაგრამ მამაკაცი ძალიან დაღლილი იყო და ცდილობდა დაეძინა. მორიგი უარის შემდეგ, მიჩინსკა-სიიბასიმ მძინარე კაცს სახეში მათეთრებელი შეასხა, შემდეგ კი დანა მოიმარჯვა და გენიტალიებში დაარტყა.



როცა პოლიცია მივიდა, დაზარალებული იატაკზე ეგდო და სისხლისგან იცლებოდა. ქალი კი მის დახმარებას არც ცდილობდა. მან გადააბიჯა დაზარალებულს, გაემართა სამართალდამცავებისკენ და ასეთი რამ უთხრა: „მე მას არამარტო ფეხებშუა დავარტყი დანა, არამედ თვალებში მათეთრებელიც შევასხი“.


მამაკაცი სასწრაფოდ საავდმყოფოში გადაიყვანეს .ექიმებმა მისი გადარჩენა შეძლეს.


მიეჩინსკა-სიბასი ამა წლის თებერვალში დამნაშავედ ცნეს, 18 სექტემბერს კი სასამართლომ შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. იგი ითვლებოდა "საშიშ დამნაშავედ, რომელსაც შეუძლია მომავალში სერიოზული სისასტიკის ჩადენა".


მას შეეძლება განაცხადი შეიტანოს პირობით გათავისუფლებაზე სასჯელის ორი მესამედის მოხდის შემდეგ და ციხიდან გათავისუფლების შემდეგ ოთხი წლის განმავლობაში იქნება მეთვალყურეობის ქვეშ.

0
123
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
123
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0