x
მეტი
  • 25.11.2024
  • სტატია:138449
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512074
სიცილი ჩაანაცვლებს ფიტნესს! - იცოდით?
თუ გეზარება დაკავდე ფიტნესით, მოგიწევს ნებისმიერ რამეზე სიცილი, რადგან... სიცილი მხოლოდ პოზიტიური ემოციების გამოხატულება ან ქალის მომხიბვლელობის იარაღი არაა, ცოტა ჩვენგანმა თუ იცის და დაფიქრებულა იმაზე, რა გავლენა შეიძლება მოახდინოს მან ჯანმრთელობაზე.



image



გამოკვლევების მტკიცებულების ფონზე ის აახალგაზრდავებს ორგანიზმს, ვინაიდან სიცილი უაღრესად სასარგებლო მკურნალია. სიცილის თერაპია ამაგრებს და ამაღლებს ანტისხეულებისა და უჯრედების დონეს, რაც ანადგურებს ავთვისებიან წარმონაქმნებს. თუმცა ზომიერება უპირველეს ყოვლისა და აქაც საჭიროა, რადგან სიცილი ამავდროულად ფიზიკური დატვირთვის ტოლფასია, კერძოდ კი: ერთწუთიანი სიცილი ორმოცწუთიანი სირბილის ტოლფასია. ხუთი წუთის განმავლობაში თავშეუკავებელი ხარხარი ხსნის დეპრესიას და სასიკეთოდ მოქმედებს როგორც გულის, ასევე ფილტვების მუშაობაზე. ათ წუთიანი სიცილი წვავს იმდენ კალორიას, რამდენსაც გმატებთ ერთი ფილა შოკოლადი. ოც წუთიანი სიცილი სიცოცხლეს 24 საათით ახანგრძლივებს. სიცილის დროს ჰაერი ფილტვებიდან 100 კმ/სთ სიჩქარით ამოიტყორცნება. ამ დროს ბრონქები თავისუფლდება დაგროვილი ლორწოსგან, რაც აუმჯობესებს სუნთქვას და ამსუბუქებს ანთებით პროცესს ბრონქიტისა და ასთმის დროს. სიცილის დროს იცვლება სუნთქვის რეჟიმი- ის ხანმოკლე, წყვეტილი და შედარებით ღრმა ხდება და მიმდინარეობს ფილტვების სუპერვენტილაცია, ანუ ტვინს მეტი ჟანგბადი მიეწოდება.




image



მეცნიერები კალიფორნიიდან თვლიან, რომ სიცილი შეიძლება სირბილს გაუტოლდეს. ბოლოს და ბოლოს, ადამიანი, რომელიც ბევრს იცინის, ისეთივე ჯანმრთელია, როგორც ადამიანი დაკავებული აქტიური ცხოვრების წესით.


კვლევამ აჩვენა, რომ გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკი მათ შორის, ვინც რეგულარულად იცინის, თითქმის 40%-ით დაბალია, ვიდრე მათ შორის, ვინც ამჯობინებს ემოციების შეკავებას.


გამოდის, რომ 30 წუთიანი სიცილი ამცირებს სტრესის ჰორმონის დონეს სისხლში და ახდენს არტერიული წნევის ნორმალიზებას. იგივე ეფექტის მიღწევა შესაძლებელია რეგულარულად სირბილის შემთხვევაში.

ამიტომ, ვისაც დილით სირბილი არ შეუძლია, მეცნიერები ურჩევენ რაც შეიძლება ხშირად სიცილს!


image


0
81
4-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
81
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0