შესანახი პროდუქტები დამზადებულია სსრ კავშირში – "ტუშონკა", "სგუშონკა" და ა. შ. პროდუქტები, რომელსაც საბჭოთა ხალხი მოიხმარდა 23 სექტემბერი, 8:35 გასული საუკუნის 70-80-იან წლებში დაბადებულთა უმრავლესობას, ალბათ, ახსოვს, სსრ კავშირში პოპულარული პროდუქტები... და არა მარტო ახსოვს, – გემოც არ დავიწყებიათ. რა თქმა უნდა, ზოგიერთის შეძენა დღესაც შეიძლება. მაგრამ, გემო ისეთი არა აქვს, როგორც ადრე ჰქონდა. ამის მიზეზი კი, ის არის, რომ დროთა განმავლობაში, რეცეპტები შეიცვალა. გარდა ამისა, მზა პროდუქტების შემადგენლობაში, უფრო მეტი საკვები დანამატებია, ვიდრე ადრე იყო. მაგრამ მთავარი, ალბათ მაინც ასაკია. ბავშვობაში განცდილი მოვლენები, გონებაში უდრო მძაფრად ილექება და ეს საგემოვნო თვისებებსაც ეხება... «ტუშონკა» – მოშუშული ხორცის კონსერვი ქილებში ხორცის მოშუშვის რეცეპტი 1804 წ. ფრანგმა ნიკოლა ფრანსუა აპერმა მოიგონა, ხოლო რუსეთში XIX საუკუნის ბოლოს გამოჩნდა. საბჭოთა კავშირში ის საკულტო პროდუქტად 20-30-იან წლებში იქცა და ქვეყნის არსებობის მანძილზე, მისი მწარმოებელი ქარხნები სრული დატვირთვით მუშაობდნენ – და ტუშონკა ჩვეულებრივი კერძი იყო ოჯახისა და სასადილოს სუფრებზე. ძეხვი... ძეხვიც ერთგვარი «გემრიელობა» იყო საბჭოთა კავშირში. აბა უგემური რომ ყოფილიყო, ამდენი ხალხი რიგში ხომ არ ჩადგებოდა? გამაგრილებელი სასმელი «ტარხუნა» საბჭოთა კავშირში, ადგილობრივი წარმოების გამაგრილებელ სასმელზე რიგები არასოდეს იყო. ხალხი სასმელების განყოფილებაში მაშინ გროვდებოდა, როდესაც დახლებზე ლიცენზირებული პეპსი-კოლა ჩნდებოდა. ნაყინი პლომბირი ვაფლის ჭიქიანი ნაყინი, ყოველგვარი შეფუთვის გარეშე იყიდებოდა. ზემოდან მხოლოდ ქაღალდი ჰქონდა «დაკრული», რომელზეც ფასი, «გოსტ»–ი და კიდევ რაღაცეები ეწერა. ყველი... ...არც ყველი იყო ბევრი და მის დახლებსაც ბევრჯერ «უნახავთ» რიგში დგომით დაღლილი ადამიანების სახეები. «მამალო» ბავშვების საყვარელი ტკბილეული ქარხნული წესით მზადდებოდა და ცალობით იყიდებოდა. საღეჭი რეზინი საღეჭი რეზინი საბჭოების ქვეყანაში უფრო ძვირი ღირდა, ვიდრე პური (1 პური - 30 კაპიკი, ხოლო 1 შეკვრა კევი (5 ფირფიტა) – 50 კაპიკი), ამიტომ დაღეჭილ კევს არ აგდებდნენ. მას წყალში დებდნენ, რომ მეორე დღეს ისევ გამოეყენებინათ. «კილკა ტომატში» და «შპროტი» «კილკა» საბჭოთა კავშირის ნამდვილი სიმბოლო იყო. მარგარეტ ტეტჩერს კონსერვი იმდენად მოეწონა, რომ სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, მას თვითონაც მიირთმევდა და თავის საყვარელ კატასაც აჭმევდა. ამ კონსერვს სსრ კავშირში საკულტო სტატუსი ჰქონდა. მაგრამ კონსერვის პოპულარობა საბჭოთა მოქალაქეებს შორის, მისი ფანტასტიკური გემოთი კი არა, დაბალი ფასით იყო გამოწვეული: 1 ქილა – 33 კაპიკი. რაც შეეხება შპროტს, ის ბევრად უფრო ძვირი ღირდა – 1 მანეთი და 80 კაპიკი. ამიტომ, ის საზეიმო სუფრებს უფრო ხშირად ამშვენებდა, ვიდრე ყოველდღიურს. ბურახი ზაფხულში ცივი ბურახი ყველაზე პოპულარული სასმელი იყო. ბევრი მას ადგილზეც სვამდა და სახლშიც მიჰქონდა ოჯახის წევრებისთვის. ამიტომ, იმ პერიოდში, ძალიან ფასობდა 3 ლიტრიანი ემალირებული ბიდონი, რომლითაც ზაფხულში ბურახი მიჰქონდათ სახლში, ხოლო ზამთარში - ხაში, ახლომდებარე სასადილოებიდან (ხაშს ღამე ხარშავდნენ, რომ დილისთვის ყოფილიყო). შესქელებული რძე* კიდევ ერთი საკულტო პროდუქტი სსრ კავშირში შესქელებული რძე იყო. ის განსაკუთრებით უყვარდათ ბავშვებს და მას პირდაპირ კოლოფიდან სვამდნენ. გარდა ამისა, შესქელებული რძით ე. წ. «გეოლოგების კაკაოსაც» აკეთებდნენ: ჭიქაში ურევდნენ 3 ჩ. კ. შესქე;ებულ რძეს და 1 ჩ. კ. კაკაოს, მდუღარე წყალს ასხამდნენ და კიდევ ურევდნენ. ხიზილალა 1 კგ. წითელი ხიზილალა 20 მანეთი ღირდა, ხოლო შავი – 40. ის ყოველთვის საბჭოთა მოქალაქის გვერდით იყო, სიხარულსა და მწუხარების ჟამს. კანფეტი «ჩიტის რძე» ეს უგემრიელესი კანფეტი სსრ კავშირში 1968 წ. გამოჩნდა. იმ წელს ქვეყნის მრეწველობის მინისტრი ვ. ზოტოვი ჩეხოსლოვაკიაში იყო ოფიციალური ვიზიტით და კანფეტი იქ დააგემოვნა. ისე მოეწონა, რომ მისი წარმოებაში ჩაშვება გადაწყვიტა, მაგრამ საავტორო რეცეპტში ფულის გადახდა არ უნდოდათ და მსგავსი კანფეტი საბჭოთა კონდიტრებმა შექმნეს. * სსრ კავშირის კვების მრეწველობის სახალხო კომისრის ანასტას მიქოიანის წყალობით, ქვეყანაში ახალი, ან სახეცვლილი პროდუქტები გაჩნდა. ის ეძებდა ხერხებს, რომ უზარმაზარი სახელმწიფო სწრაფად და გემრიელად გამოეკვება... და იპოვა კიდეც. ხოლო, ყველასთვის ცნობილი «საბჭოთა რეცეპტები», სსრ კავშირში მოგონილი, ნამდვილად არ იყო. მაგ., შესქელებული რძე, ნაყინი «ესკიმო», კონსერვები და ა. შ. – ამერიკული იყო. აქ სწორედ ამ პროდუქტებზე მოგიყვებით: შესქელებული რძე გაგრძელება >>>არხის სხვა სიახლეები:* არტეფაქტი, რომელიც ადამიანების და უცხოპლანეტელების კონტაქტის ფაქტს ადასტურებს* რა შეტყობინება მიიღო პენტაგონმა უცხოპლანეტელებისგან 1963 წელს? (აშშ-ს საჰაერო ძალების ყოფილი პოლკოვნიკის საიდუმლო)* ბრიტანეთში უცხო ცივილიზაციების ვალუტა აღმოაჩინეს* სახლში სოკო გაჩნდა და არ იცით როგორ მოაცილოთ? ეს ბუნებრივი საშუალებები დაგეხმარებათ374 2-ს მოსწონს
|