x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ინჟინერმა ცათამბჯენში ნახევარი საუკუნის წინ ჩადებული "დროის კაფსულა" იპოვა
image

აშშ-ში სან-ფრანცისკოს ცნობილი ცათამბჯენის რეკონსტრუქციის ხელმძღვანელმა, შენობის ქვეშ შემთხვევით იპოვა დროის კაფსულა. ამის შესახებ San Francisco Chronicle-ი წერს.


ამა წლის ივნისში ჯონ გულიკსონი ჩართული იყო ქალაქში სიმაღლით მეორე ყველაზე მაღალი შენობის, ცათამბჯენი "ტრანსამერიკა პირამიდის(Transamerica Pyramid) რეკონსტრუქციით. იგი აშენდა 1972 წელს რომლის სიმაღლე 260 მეტრია და მოგვაგონებს წაგრძელებულ პირამიდას, რამაც საზოგადოებაში კამათი გამოიწვია. ბევრმა ექსპერტი ცათამბჯენს უწოდებდა "არაადამიანური სტრუქტურას" და თვლიდა, რომ ეს დაამახინჯებდა ქალაქის იერსახეს. მიუხედავად ამისა, დროთა განმავლობაში "ტრანსამერიკა" სან-ფრანცისკოს ერთ-ერთ სიმბოლოდ იქცა.

image


გულიკსონმა მიიღო ელ.წერილი, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ შენობის ქვეშ "შეიძლება იყოს რაღაც მნიშვნელოვანი". ამის შესახებ მან გუნდის წევრებს განუცხადა და სხვა საქმეებზე გადავიდა .


„მეორე დილით კი ჩემს მაგიდაზე იდო ეს ძველი 1974 წლის გეგმა, იგი შეადგინა ფირმა "William Pereira and Associates"-მა (პირამიდის არქიტექტორები) და ეწოდეს "დროის კაფსულა", -აღნიშნა მშენებელ- ინჟინერმა.

image

აღმოჩნდა, რომ ცათამბჯენის მშენებლებმა გადაწყვიტეს შეეგროვებინათ იმ დროინდელი გაზეთების ამონარიდები, Transamerica-ს მშენებლობის მოწინააღმდეგე აქციის მონაწილეთა პლაკატები და სხვა სამახსოვრო ნივთები და მოათავსეს ისინი მრგვალ ლითონის კონტეინერში Bank Exchange bar-ის შენობის ქვეშ. იგი მდებარეობდა შენობის დასავლეთ ფრთის ქვეშ და დასრულდა 1974 წელს. "დროის კაფსულა" უნდა გახსნილიყო 50 წელიწადში, ანუ 2024 წელს.


კაფსულის მდებარეობა აღინიშნული მანიშნებელი აბრით, მაგრამ იგი მოხსნეს მრავალი წლის წინ, რადგან ბარი დაიხურა და მის ადგილას შენობა დიდი ხანია სხვა მიზნებისთვის გამოიყენებოდა. მეტიც, შენობის შიგნიდან რამდენჯერმე ჩატარდა რეკონსტრუქცია და იქაურობა გადაკეთდა, ამიტომ კაფსულის თავდაპირველი დადგმის ადგილის პოვნა ადვილი არ იყო.

imageფოტოზე:"ტრანსამერიკას" მშენებლობის პროცესი 1971 წელი



გულიკსონს გაუჩნდა მისი პოვნის იდეა და რამდენიმე კვირა გაატარა ძველი ნახაზების კვლევაში. ბოლოს სატუმბი სადგურის შენობის დათვალიერებისას ჭერთან შენიშნა ბეტონის კუბი, რომელიც კონსტრუქციული თვალსაზრისით უსარგებლო იყო. სწორედ მასში აღმოაჩინეს დროის კაფსულა.

image

”უბრალოდ წარმოუდგენელია, რომ ის გადარჩა. შენობას რამდენიმე რეკონსტრუქცია ჩაუტარდა და რამდენჯერმე გადაკეთდა ...და ამ დროს იპოვო ძველი ნახაზები, გაიარო ეს გიჟური გზა და გახსნა ეს კონტეინერი პირველად 50 წლის შემდეგ... ეს რაღაც უფრო კინოს ჰგავს“, – გააზიარა გულიკსონმა საკუთარი შთაბეჭდილებები კაფსულის გახსნის შემდეგ.

image

შიგნით მართლაც იყო 1972 წლის გაზეთების ამონარიდები, ტრანსამერიკას მშენებლობის წინააღმდეგ მომიტინგეების ფოტოები თავზე ჩამოცმული პირამიდის ფორმის ქუდებით. გარდა ამისა, იყო ბროშურა სათაურით: „მხატვრები ყინულის ლოლოს წინააღმდეგ“. ყველაზე ძვირფასი აღმოჩენა იყო ყუთი 12 წუთიანი ფილმით, რომელიც ცათამბჯენის შემქმნელებმა გააკეთეს. იგი მოგვითხრობს 70-იანი წლების სან-ფრანცისკოს ისტორიას.

0
140
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
140
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0