სხვა რატომ მოეთხოვება აშშ-ში პოლიციელს გაჩერებული მანქანის უკანა ფარზე ხელის დადება?? 22 სექტემბერი, 15:14
მართლა, რატომ აკეთებენ ამას?
პოლიციაში სამსახური საშიში და რთულია. მათ სიცოცხლეს საფრთხე ყველგან ელოდება და ისინი, ვინც გზებზე წესრიგს აკონტროლებენ, გამონაკლისი არ არიან. ამერიკულ პოლიციას აქვს წესი, რომლის მიხედვითაც მათ მოეთხოვებათ გაჩერებულ მანქანას ხელით შეეხონ, ჩვეულებრივ, უკანა მაშუქების ფარებს. ეს ტრადიცია სათავეს იღებს იმ დროიდან, როდესაც გზები ჯერ კიდევ არ იყო აღჭურვილი ვიდეორეგისტრატორებით და კამერებით. ამერიკის შეერთებულ შტატებში მოქალაქეებს აქვთ ცეცხლსასროლი იარაღის ტარების უფლება, ამერიკის მთავრობის ამ გადაწყვეტილებით საგზაო პატრულების მუშაობის დროს რისკი გაზრდილია. ბოლოს და ბოლოს, რა იცი ვინ მართავს გაჩერებულ მანქანას? ის შეიძლება იყოს დამნაშავე, შეიარაღებული და ძალზე საშიში. სწორედ ამ მიზეზით პოლიციის წესდებაში ნათქვამია, რომ სანამ მძღოლის ფანჯარას მიუახლოვდებიან, პოლიციელებმა ხელი უნდა დაადოს იარაღის შალითას და შეეხოს უკანა ფარს, რათა მასზე თითის ანაბეჭდები დარჩეს. თუ სიტუაცია მოულოდნელი სცენარით წარიმართება, გამოძიებისთვის უკვე არსებობს მტკიცებულება, რომ მანქანა როდესაც გაჩერდა, პატრულის ოფიცერი ცოცხალი იყო. პოლიცილებს შეუძლიათ შეეხონ არა მხოლოდ უკანა ფარებს, არამედ მანქანის ნებისმიერ სხვა ნაწილს, სათვალთვალო კამერების შემდეგ(თავად პოლიციელებიც კამერებით არიან აღჭურვილები, რომლის ტრანსლირებაც უწყვეტ რეჟიმში მიდის)ამის აუცილებლობა გაქრა, მაგრამ ამერიკელი პოლიციელები მაინც აკეთებენ ამას, როგორც ისტორიული ტრადიცია 217 2-ს მოსწონს
|