x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ქაოსი სიკვდილმისჯილის კამერაში:მთავარმა მოწმემ ჩვენება გადათქვა სასიკვდილო ინექციამდე რამდენიმე საათით ადრე
image

სამხრეთ კაროლინაში მამაკაცის სიკვდილით დასჯა ქაოსში გადაიზარდა მას შემდეგ, რაც მთავარმა მოწმემ ფიცის ქვეშ განაცხადა, რომ მან მოიტყუა.


ფრედი ოუენსი 1997 წელს გრინვილის მაღაზიის გამყიდველის, ირინე გრეივსის მკვლელობის გამო, სასიკვდილო ინექციით უნდა მოეკლათ.


ოთხშაბათს მისმა ადვოკატებმა შეიტანეს მოპასუხე სტივენ გოლდენისგან, სადაც ნათქვამია, რომ ოუენსი მაღაზიაში არ იმყოფებოდა გრეივსის მოკვლის დროს.




გოლდენი, რომელიც იმ დროს 19 წლის იყო, ამბობს, რომ ბრალი წაუყენა ოუენსს, რადგან კოკაინის კაიფის ზეგავლენის ქვეშ იყო და პოლიციის მხრიდან ზეწოლას განიცდიდა.


„ვფიქრობდი, ნამდვილი მსროლელი ან მის თანამზრახველებს შეიძლება მოვეკალი, თუ პოლიციაში ჩავუშვებდი. მე დღესაც მეშინია მათი. მაგრამ ფრედი იქ არ იყო."







მიუხედავად გოლდენის პრეტენზიებისა, სამხრეთ კაროლინას უზენაესმა სასამართლომ უარი თქვა საქმის გადახედვაზე, რათა შეეჩერებინა ოუენსის სიკვდილით დასჯა ინექციით.

image

მოსამართლეებმა ხუთშაბათს გადაწყვიტეს, რომ გოლდენის საპროცესო არ იყო საკმარისი იმისათვის, რომ ციხის ჩინოვნიკებს ოუენსის სიკვდილით დასჯა შეეჩერებინათ.


ადვოკატმა ჯერალდ "ბო" კინგმა თქვა: "სამხრეთ კაროლინა ადამიანის სიკვდილით დასჯის ზღვარზეა მისული, დანაშაულისთვის, რომელიც არ ჩაუდენია. ჩვენ გავაგრძელებთ მისტერ ოუენსის დაცვას“.

image



გოლდენმა ჩვენება მისცა ოუენსის სასამართლო პროცესზე, პროკურორები დაჰპირდნენ, რომ მის სასარგებლოდ განიხილავდნენ მტკიცებულებებს, მაგრამ ოუენსს მაინც სიკვდილით დასჯა ან სამუდამო პატიმრობა ემუქრებოდა.


მას საბოლოოდ მიესაჯა 28 წლით თავისუფლების აღკვეთა განზრახ მკვლელობაში ბრალის აღიარების შემდეგ.


„ახლა ვამბობ, რადგან ვიცი, რომ ფრედის სიკვდილით დასჯის თარიღი 20 სექტემბერი იყო და არ მინდა, რომ ფრედი დასაჯონ იმის გამო, რაც მან არ გააკეთა.ამან ძალიან დამამძიმა გონება და მინდა სუფთა სინდისი მქონდეს"-დასძინა გოლდენმა




თუმცა პროკურორები აცხადებენ, რომ არსებობს რამდენიმე სხვა მოწმე, რომელებიც ამბობენ, ოუენსი იყო ის, ვინც ჩახმახს თითი გამოჰკრა.


ოუენსის მეგობრები ამბობდნენ, რომ ის მათთან ტრაბახობდა გრეივსის მოკვლით. მისმა ყოფილმა შეყვარებულმაც ჩვენებაში დაადასტურა, რომ მან მასთან პირად საუბარში მკვლელობა აღიარა.

0
249
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
249
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0