x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
“მაქსიმუმი გააკეთეს ჩვენს შესათრევად თავიანთ სიებში” - რა ინფორმაციას ავრცელებს შალვა ნათელაშვილი

image



"ლეობორისტული პარტიის" ლიდერი შალვა ნათელაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:


"მოგეხსენებათ, როგორც ტერიტორიის გარეშე არ შეიძლება არსებობდეს სახელმწიფო, ასევე შეუძლებელია მისი ფუნქციონირება კლასიკური პოლიტიკური პარტიის გარეშე. ერთ ერთი მთავარი მიზეზი თუ რატომ გვემხობა სახელმწიფოებრიობა ყოველ ჯერზე, ეს გახლავთ პოლტიკური პარტიების არ არსებობა.


ისინი ჩაანაცვლეს ერთ–ორკაციანმა საჯაროში დარეგისტრირებულმა საშოვრის მაძიებელმა, უიდეო ჯგუფებმა, კიდევ უარესი ბიზნეს ოლიგარქიულმა ბანდებმა, რომლებიც არჩევნების წინ შედიან ერთმანეთთან ბიზნეს—სავაჭრო—სასაქონლო ურთიერთობებში, გამოიტანენ ბაზარზე ბიუჯეტიდან მოპარული თანხის ნაწილს, გახსნიან ტელევიზიებს, ყიდულობენ და აყალბებენ არჩევნებს, შედიან ხელისუფლებაში, წინასწარ განაწილებული ოპოზიცია–პოზიციის როლებით და შემდგომ ყველაფერი იწყება თავიდან.


ერთადერთი კლასიკური პოლიტიკური პარტია, ეროვნული, სოციალისტური, ანტი–ოლიგარქიული, ლეიბორისტული პარტია—– მათ მიერ დიდი ხანია აღქმულია მოსისხლე მტრად, რადგან ჩვენ შეგვიძლია შევცვალოთ წყობა და ოლიგარქიული დიქტატურა ჩავანაცვლოთ ევროპული, ეროვნული, სახალხო სოციალიზმით. ამ შეუთავსებლობის გამოა, რომ დღესაც ჩვენს წინააღმდეგ გაერთიანებულია და კოორდინაციაში არიან——- ყოფილი ხელისუფლება“ მ. სააკაშვილი, მოქმედი ხელისუფალი, ბ.ივანიშვილი, ოლიგარქი ხაზარაძე, ივანიშვილის ქმნილება თვალთხარია გახარია და უკანასკნელი ქართველის განსახიერება გვარამია თავიაანთი მილიარდებითა და ტელევიზიებით.


მათმა დიდმა ნაწილმა ჯერ მაქსიმუმი გააკეთეს ჩვენს შესათრევად თავიანთ სიებში, უდიდესი დაპირებებით, ხოლო როდესაც ამის იმედი ამოეწურათ მოგვაქციეს სრულ სატელევიზიო, საფინანსო—სასანქციო ბლოკადაში. არ გამოგივათ.ქართველი ხალხი მაინც ჩვენ მოგვცემს ხმას და ახდება 26 ოქტომბერს თქვენი საშინელი სიზმარი. დაგამთავრებთ.თუ ასე არ მოხდა მაშინ ესენი აპირებენ დაამთავრონ საქართველო, რასაც დარწმუნებული ვარ ჩვენი გმირი ხალხი არ დაუშვებს."- ვკითხულობთ შალვა ნათელაშვილის პოსტში.






0
136
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
136