პოლიტიკა ჩინელ ჩინოვნიკს 58 საყვარელი ჰყავდა 20 სექტემბერი, 18:12
ჩინელ ჩინოვნიკს რამდენიმე ათეული საყვარელი ჰყავდა. ისინი ყველა მისი ქვეშევრდომები აღმოჩნდნენ. ზოგი შიშის გამო იწვა მასთან, ზოგიც პრივილეგიის გამო.
ჩინელი ოფიციალური პირი კერძო ღამის კლუბების ხშირი სტუმარი იყო და ასევე მინიმუმ 58 საყვარელი ჰყავდა, რომლებიც მისი ქვეშემრდომები იყვნენ, წერს South China Morning Post. 52 წლის ჩჟუნგ იანგი გუბერნატორად მუშაობდა, მაგრამ კორუფციის ბრალდებით დააკავეს. მან ქრთამის სახით დაახლოებით 60 მილიონი იუანი (8, 5 მილიონი დოლარი) ჩაიჯიბა. ჩჟუნ იანგი დაიბადა 1972 წელს და გაიზარდა ჩვეულებრივ ოჯახში. 22 წლის ასაკში იგი გახდა ჩინეთის კომუნისტურ პარტიის წევრი, კარიერული წინსვლით იგი გახდა გუბერნატორი და ციანანის პრეფექტურის(გუიჯოუს პროვინცია)პარტკომის მდივნის მოადგილე. ეფექტური გარეგნობის გამო მას მეტსახელად "ლამაზი გუბერნატორი" შეარქვეს. ქალმა სახელი გაითქვა იმით, რომ დააარსა ხილისა და სასოფლო-სამეურნეო ასოციაციის, რომელიც მიზნად ისახავდა ფერმერების დახმარებას და ასევე საკუთარი სახსრებით ეხმარებოდა გაჭირვებულ ხანდაზმულებს. თუმცა, იანვარში Guizhou Radio and Television-ის გადაღებულმა დოკუმენტურმა ფილმმა გამოავლინა მისი კარიერის შემაშფოთებელი ასპექტები. მოხსენებებში ნათქვამია, რომ ჩჟუნგი იღებდა ქრთამს და იყენებდა თავის თანამდებობას იმისთვის, რომ ფავორიტ კომპანიებს მიეღოთ მომგებიანი კონტრაქტები სამთავრობო ინვესტიციების საფარქვეშ. ძალაუფლებისა და გამდიდრების სურვილთან ერთად, ჩჟუნგმა გააჩაღა ურთიერთობა ქვეშევრდომებთან, რომლებთან ერთადაც ატარებდა დროს ზეგანაკვეთური მუშაობის და მივლინებების დროს, რომელსაც თავად ადგენდა მათთან გართობის მიზნით. გამოძიების დროს გაირკვა, რომ მას 58 საყვარელი ჰყავდა, რომლებსაც ასევე ეკავათ თანამდებობები მთავრობაში. მამაკაცებს მასთან სექსი ჰქონდათ ფულის და პრივილეგიების ან შიშის გამო. აპრილში, გუიჯოუს პროვინციის მთავრობამ დაიწყო გამოძიება მის ქმედებებზე, რის შედეგადაც იგი კორუფციისთვის გაასამართლეს. გარდა 13 წლიანი პატიმრობისა, ქალს დაეკისრა ერთი მილიონი იუანი ჯარიმის გადახდა. 161 2-ს მოსწონს
|