x
მეტი
  • 27.09.2024
  • სტატია:137283
  • ვიდეო:351965
  • სურათი:511286
ვეტერანი მფრინავის რუსლან გვარაძის მიმართვა ღარიბაშვილს

image
ღია წერილი საქართველოს პრემიერ-მინისტრს-ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს ასლი:კონსერვატიული მოძრაობის ლიდერებს
ბატონო ირაკლი! გთხოვთ ერთხელდა სამუდამოდ გაარკვიოთ.ადამიანად ჩამაგდოთ და მომცეთ ობიექტური პასუხი.
მე თქვენ მრავალჯერ მოგმართეთ წერილობით, როგორც წინამორბედ კოლეგებს ისევე თქვენ, ჩემს პრობლემასთან დაკავშირებით.საქმე ეხება სახალხო დამცველის მიერ N4-05/5857 24.05.2019 პრემიერ მინისტრის სახელზე გაგზავნილ წინადადებას-2013 წლის 1 მარტის N 45 დადგენილებაში ცვლილების შეტანას.რასაც, ეკონომიკის და ჯანმრთელობის სამინისტროს მაღალჩინოსანი ჩინოვნიკების მხრიდან არასერიოზული პასუხების და ცინიზმის გარდა.ხშირ შემთხვევაში კი ეკონომიკის სამინისტროსგან არავითარი რეაგირება არ მოყოლია-რასაც საქმისადმი ცივი და დაუდევარი დამოკიდებულება უფრო ქვია და ვფიქრობ, რომ ასეთი ადამიანების მხრიდან ''აშენებულ'' ქვეყანას დიდი დღე არ უწერია.
აღარაფერს აღარ ვამბობ, პარლამენტის ადამიანის უფლებების კომიტეტისგან და ჩვენი ''მეგობარი''ევროკავშირის და ა.შ.შ.-ს ელჩების სახელზე გაგზავნილ წერილებზე და ბოლოს საკონსტიტუციო სასამართლო, რომელსაც დღემდე არ განუხილია საკონსტიტუციო სარჩელი N1645-იქამდე კი წინახელისუფლების დროს დამიბლოკეს ევროპული სასამართლო.
ბატონო ირაკლი! სანამ კონკრეტულ საკითხზე გადავიდოდე, ერთი რამ მაინტერესებს. თუ სახელმწიფო არაფრად არ აგდებს სახალხო დამცველის წინადადებას.მაშინ, რაღა საჭიროა სახალხო დამცველი და მისი აპრატი?რისთვის იხარჯება ბიუჯეტიდან ამხელა თანხები მის შესანახად, როცა ქვეყანაში ამდენი ოჯახი შიმშილობს?მათ შორის ჩემიც.
ახლა კი საქმეზე გადავიდეთ.ამავე დროს-წერილში პარალელურად ხაზი გაუსვი-ქვეყნებთან ურთიერთობის აღდგენის საკითხს და ტურიზმის, კურორტების და ეკონომიკის განვითარების თემას საქართველოში.რაშიც თავის მხრივ პატარა წვლილი შეიტანა, ჩემი ხელმძღვანელობით გამოცემულმა გაზეთმა''ავიამაცნე"მ-ცნობადი ინტელიგენციის წარმომადგენლების:კულტურის მუშაკების, სპორტსმენების, საზოგადო მოღვაწეების, ორგანიზაციების და მრავალი რიგითი პატრიოტი ადამიანების დახმარებით, რაც მათვე დამიდასტურეს ოფიციალურად ხელმოწერებით.[იხ.რეკომენდაციის წერილი]
ამასთან დაკავშირებით.მე თქვენ გიგზავნით-გაზეთიდან ამოღებულ რამოდენიმე მასალას, რასაც დარწმუნებული ვარ თქვენ გაეცნობით და გააკეთებდით შესაბამის დასკვნას.
როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია-2021/წლის 04 სექტემბერს-თქვენ გააკეთეთ განცხადება იმედის ტელევიზიით -კურორტ წყალტუბოს განვითარებასთან დაკავშირებით. რაც მართლა სასიამოვნოა და მისასალმებელია და დარწმუნებული ვარ ეს მართლაც სწორი და ჭკვიანური ნაბიჯი შედეგსაც გამოიწვევს რაც დამატებით გამოიწვევს ''კოპიტნარის'' აეროპორტის დატვირთვასაც.
2003 წელს-აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით-კურორტ წყალტუბოში ინტერვიუ ჩამოვართვი-უკრაინის ელჩს საქართველოში-ბატონ სტეპან ვოლკოვეცკის, რომელიც მკურნალობას გადიოდა კურორტზე.აღნიშნული მასალა გამოქვეყნდა-ამავე წელს გამოცემულ გაზეთ ''ავიამაცნე''-ში.რომელის ნომერი სპეციალურად მიუძღვენით-სანქტ-პეტერბურგის 300 წლისთავის იუბილეს.პარალელურად ჩვენი გაზეთის მეშვეობით-საქართველოს ინტელიგენციის წარმომადგენლებმაც-მიულოცეს რუს კოლეგებს იუბილე და შეეხნენ წყალტუბოს თემასაც.
ესენი იყვნენ-ძალოვანი სტუქრურების, საბიბლიოთეკო სისტემის, კულტურისა და სპორტის მუშაკების, საავიაციო სტუქტურების და ა.შ ხელმძღვანელები და წარმომადგენლები, რასაც მოყვა მათ მხრიდანაც გამოხმაურება.[იხ.მასალა]
2004-2005 წლებში კი მივავლინე ჟურნალისტები უკრაინაში-დონეცკის შახტიორების-ქვანახშირ ''ანტრაციტი''ს უდიდესი მომპოვებელი საწარმოს პროფესიული კავშირების მოადგილესთან-ბატონ ლეონიდ ''ევგენიევიჩ'' დავიდოვთან და უზბეკეთში-''ჩკალოვის'' სახელობის ტაშკენტის საავიაციო წარმოების [''ТАПО и Ч'' ქარხნების პროფესიული კავშირების უფროსთან-ბატონ მუხამედ-კარიმ ''რასულოვიჩ''ატადჯანოვთან-კურორტ წყალტუბოში მათი თანამშრომლების დასვენების თემასთან დაკავშირებით-საიდანაც წამოვიღეთ საგაზეთო მასალები და გამოვაქვეყნეთ.[იხ.მასალა].
აღნიშნულ საწარმოებში დასაქმებული იყო პირველში 450 000-მეორეში კი 150 000 ზე მეტი ადამიანი.სამწუხაროდ ეს ქარხნები ამჟამად უკვე დაშლილია.სამაგიეროდ მწყობრშია სხვა წარმოებები და ჩვენი ინფორმაციით ქარხნის პროფესიული კავშირები მუშაობენ ისეთივე პრინციპით, როგორც საბჭოთა კავშირის დროს.
პარალელურად ინტერვიუ ჩამოვართვით:უზბეკეთის კულტურის მინისტრის მოადგილეს, ასევე ცნობილი ანსამბლის ''ЯЛЛА''-ს სამხატვრო ხელმძღვანელს და ასევე ცნობილი სიმღერის ''УЧКУДУК'' სიმღერის შემსრულებელს-ბატონ ფარუხ ''კარიმოვიჩ'' ზაკიროვს, რომელმაც აღნიშნა, რომ უზბეკეთის კულტურის სამინისტრო უახლოეს დროს-უზბეკეთის კულტურის და დამოუკიდებლობის დღეებში, რომელსაც 1 სექტემბერს აღნიშნავენ, მიიწვევდა ცნობილ მოჭადრაკეებს-ქალბატონებს:ნონა გაფრინდაშვილს და ნანა ალექსანდრიას.[იხ.მასალა]
აღსანიშნავია, ის ფაქტი, რომ 2004 წლის 1 სექტემბერს რადიო ''ფორტუნა''ს მეშვეობით მიულოცეთ-საქართველოში მყოფ ყველა უზბეკეთის მოქალაქეს-უზბეკეთის დღის დამოუკიდებლობა და მიუძღვენით სიმღერა-იგივე უზბეკეთის კულტურის მინისტრის მოადგილის-ფარუხ ''კარიმოვიჩ'' ზაკიროვის შესრულებით-იმავე ცნობილი ანსამბლი ''ЯЛЛА''-ს სოლისტის და ასევე ყველასთვის ცნობილი სიმღერით- ''УЧКУДУК''-რაც გააჟღერა კურორტ წყალტუბოს, სამკურნალო დაწესებულებების-შიდა საინფორმაციო[რადიო]საშუალებებმა.[ ნახეთ რადიო ''ფორტუნას'' არხივი]
ასევე, გამოქვეყნებული და გადაგზავნილი მაქვს გაზეთის ეგზემპლიარები ქართულ ღვინოებთან ერთად, რასაც აღნიშნული ჩინოვნიკები თავსი ფეხით დახვდნენ თვითმფრინავებს-დონეცკის და ტაშკენტის აეროპორტებში და რის მერეც მათ გამოხატეს დიდი აღტაცება საქართველოს მიწა წყლის მიმართ.
მე ახლაც კომუნიკაცია მაქვს ქ.ვიბორგის[ლენინგრადის ოლქი-სადაც ვსწავლობდი და ვცხოვრობდი] სასწავლებელთან და ქალაქის ხელმძღვანელობასთან გადაგზავნილი მაქვს გაზეთის ასეულობით ეგზემპლიარები და ჩვენი მილოცვა მფრინავთა ასოციაციის სახელით ქ.ვიბორგის საავიაციო სასწავლებლის 70 წლისთავის იუბილესთან დაკავშირებით, რაც გამოაქვეყნა გაზეთმა ''ВЫБОРГ''-მა [იხ.მასალა]
ასევე კავშირი გვაქვს ავიაკომპანია ''ВЫБОРГ'' თან-რომლიც სანქტ-პეტერბურგის ''პულკოვოს'' აეროპორტშია ბაზირებული-ვისთანაც შეიძლება დაინტერესება გამოინახოს მგზავრების, ტურისტების და დამსვენებლების ჩამოყვანასთან დაკავშირებით საქართველოში[იხილეთ მასალები].
ასეთი სასწავლებლები და დაწესებულებები ბევრია ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების ქალაქებში.ეს ყველა ერთად აღებული ერთს სახელმწიფოს შეადგენს.
ეს ის მცირე მასალებია, რასაც ვთვლი, რომ ჯერ-ჯერობით საკმარისია გასაცნობად.
ბატონო ირაკლი!აქ დევს პოლიტიკური:გრანდიოზული, უმტკივნეულო, გაერთიანების და შემრიგებლური მარცვალი და კურორტ წყალტუბოს აღორძინების და მაქსიმალურად დატვირთვის ერთ-ერთი სწორი გზა და თუ როგორ გამოიყენებთ-ეს უკვე თქვენზეა დამოკიდებული.
ჩემს მხრიდან კი თუ თქვენ ჩათვლით საჭიროდ, რომ რაიმეში გამოგადგებით-მიგულეთ თქვენს გვერდით-რიგით ჯარისკაცად.
P.S.ძალიან გულსატკენი და სამწუხაროა ის ფაქტი, რომ გაზეთის გამოცემა შევწყვიტე იმ დღიდან, რომელი დღიდანაც სახელმწიფომ არა კანონიერად წამართვა- კანონიერად დანიშნული ზიანის ანაზღაურების თანხა და დღემდე სადაო გამიხადა, რასაც ჩემი კუთვნილი თანხის გარკვეულ ნაწილს გაზეთის გამოცემას ვახმარდი. კიდევ ერთი, რუსეთი, აფხაზეთში სტრატეგიული დანიშნულების მქონე ობიექტს ეშერას, სადაც მიწიქვეშა ლაბორატორიებია განთავსებული და ხელოვნური მიწისძვრის გამოწვევა შეუძლიათ/ისე როგორც სპიტაკში და რაჭაში/არც ერთ შემთხვევაში არ დათმობს და ვერც დათმობს
.ძალიანაც, რომ უნდოდეს.ეს წყლის ნაყვაა.ვიცით, გვიმუშავია ქართველ ეკიპაჟებს ვერტმფრინავებით გასაიდუმლოვებული სტატუსით. ბორტზე დამონტაჟებული იყო ლაზერის სხივების მოწყობილობა.შევდიოდით ზღვაში.ვმუშაობდით წყალქვეშა ნავებზე.სამასი მეტრის სიმაღლიდან ნაპირი არ ჩანდა.თუ რა კეთდებოდა რა თქმა უნდა ეს ჩვენთვის უცნობი იყო.ეს ის ადგილია-სადაც ქართულ აფხაზური კონფლიქტის დროს-უგუნური პოლიტიკის განხორციელების შედეგად-ეშერის''ასაღებად''წასული სამასი ქართველი მეომარი, რომ დაადუღეს ლაზერის სხივებით და დღესაც მათი ძვლები, რომ ვერ უპოვიათ.
ეს ყველაფერი ძალიან კარგად იციან არა მარტო ევროკავშირის ქვეყნებმა და აშშ-მ, არამედ ყველამ მთელს მსოფლიოში.ნუ გამოვალთ წრუწუნას როლში.რომელიც სპილოს გაეჯიბრა.გაიბერა და გასკდა, ამიტომ გვინდა არ გვინდა.რუსეთთან უნდა გამოვნახოთ საერთო ენა.
პატივისცემით:შრომის ინვალიდი მი 8 ტიპის ვერტმფრენის ვეტერანი მფრინავი რუსლან გვარაძე
0
414
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
414
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0