x
მეტი
  • 20.11.2024
  • სტატია:138343
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512019
სოფი ლორენი -საინტერესო და სკანდალური ფაქტები მისი ცხოვრებიდან
image

20 სექტემბერს დაბადებიდან 90 წელი შეუსრულდა ლეგენდარულ სოფი ლორენს, საყოველთაოდ აღიარებული როგორც იტალიური კინოს, როგორც საუკეთესო, ასევე ულამაზეს მსახიობს.



გთავაზობთ რამდენიმე საინტერესო ფაქტს მისი ცხოვრებიდან და შემოქმედებიდან:


სოფი ლორენის ნამდვილი სახელია სოფია ვილიანი შიკოლონე. იგი დაიბადა 1934 წლის 20 სექტემბერს რომში ღარიბი მშენებლისა და ლამაზი ქალის ოჯახში, რომელიც ოცნებობდა მსახიობობაზე. მაგრამ მის ნაცვლად მისმა ქალიშვილმა გაიკეთა თავბრუდამხვევი კარიერა .


image

ჩვილობაში სოფიას ლაქტოზისადმი არატოლერანტობა ჩამოუყალიბდა, რის გამოც ვერც მშობლის და ვერც ძროხის რძეს ირგებდა. ბავშვი უკიდურესად გამხდარი იყო და მისი გადარჩენა სათუოდ მიაჩნდათ. დედა სოფიას მარტო ზრდიდა, მიუხედავად იმისა, რომ მამამისის, რიკარდოს, დაბრუნების იმედს არ ჰკარგავდა. თუმცა მამისგან სოფიას მხოლოდ გვარი ერგო — შიკოლონე.

სიკვდილს გადარჩენილი გოგონა 13 წლამდე უკიდურესად გამხდარი იყო, იმდენად, რომ თანაკლასელი ბიჭები მეტსახელად „კბილის საჩიჩქნ ჯოხს“ ეძახდნენ. თუმცა ყველას გასაკვირად სოფია ორ წელიწადში შეივსო და დამშვენდა.

image



სოფი ლორენის კინოკარიერა 1950 წელს დაიწყო, როდესაც ის 16 წლის იყო, ფსევდონიმით სოფი ლორენი, რომელიც მას პროდიუსერმა კარლო პონტიმ შესთავაზა. მან ითამაშა იტალიურ ფილმებში, შემდეგ კი ცნობილი გახდა მთელ მსოფლიოში, მათ შორის ჰოლივუდში შესრულებული როლებით.

image

იგი დაქორწინებული იყო კინოპროდიუსერ კარლო პონტიზე, უმეტესად სწორედ მის ფილმებში თამაშობდა. სოფი ლორენი და კარლო პონტი ერთად ცხოვრობდნენ დაახლოებით 50 წელი, 1957 წლიდან მის გარდაცვალებამდე 2007 წელს. მათ გაიცნეს ერთმანეთი 1950-იანი წლების დასაწყისში ფილმის "ოქროს ბურიტოს" გადაღების დროს.იგი სოფიზე 22 წლით უფროსი იყო.

image

სოფია ლორენი იყო ერთ-ერთი პირველი ცნობილი ადამიანი, ვინც პოზირებდა Playboy-სთვის. მისი ფოტოსესია შედგა 1972 წელს, როდესაც ის უკვე 38 წლის იყო.

image

იტალიელი მსახიობი მოსკოვის რიგით IV საერთაშორისო ფესტივალს სტუმრობდა(1965) წელი, სადაც ფესტივალის საუკეთესო ქალ მსახიობად დასახელდა სოფი ლორენი ფილმისთვის "ქორწინება იტალიურად"(1964), ხოლო მამაკაცის საუკეთესო როლი ერგო სერგო ზაქარიაძეს ფილმისთვის "ჯარისკაცის მამა"(1964). მაშინ წითელი ხალიჩები არ არსებობდა და ფესტივალის ორი საუკეთესო მსახიობის "ფოტოსესია" ძირითად წითელ მოედანზე განხორციელდა.


" მოსკოვში დაჯილდოების ცერემონიალის შემდეგ მიღება უზარმაზარ რესტორანში გაიმართა. სოფი ცოტა მოშორებით იყო სერგოსგან, შემდეგ უცებ მივიდა მასთან და კალთაში ჩაუჯდა. სერგო ზაქარიაძე იხსენებდა, ამხელა ქალი რომ კალთაში ჩამიჯდა, კი დავიბენი, მაგრამ შემდეგ ცოტა ჭკუაზე მოვედი და მოვეფერეო... ეს მოფერება არ იყო ისეთი, თქვენ რომ წარმოგიდგენიათ, რესტორანში ახლა რა უნდა მექნაო, ხუმრობით ამბობდა... სოფი ლორენი რომ კალთაში ჩაუჯდა, იმ დროს რა ემოციებმა იფეთქა სერგო ზაქარიაძის გულში, ეს არ ვიცით, მისი საიდუმლოება იყო!....როცა კი ჰკითხავდნენ, სოფი ლორენთან შეხვედრაზე, თავიდან ცოტა თავპატიჟს დაიდებდა, მაგრამ შემდეგ გვიამბობდა. ერთხელ ორი ცნობილი პიროვნება დაასახელა, მათ კი არ ვგავარ, დავდგე და ქალებზე გელაპარაკოთო..."(გიზო ჟორდანიას მოგონებიდან)

image


1999 წელს სოფია ლორენმა მონაწილეობა მიიღო იტალიის არჩევნებში. იგი კენჭს იყრიდა მემარჯვენე პარტია "თავისუფლებისთვის" სახელით.

image

2013 წელს სოფია ლორენის განცხადებამ სკანდალი გამოიწვია, როდესაც ინტერვიუში აღიარა, რომ არ იყო ქმრის ერთგული. მან თქვა: "რატომაც არა? მაგრამ მე არასოდეს მივატოვებდი ჩემი ქმარს, რადგან მიყვარდა."

image

1970-იან წლებში სოფია ლორენი დააკავეს იტალიაში, თითქმის მილიონი დოლარის გადასახადებისგან თავის არიდების გამო. მას მიესაჯა 30 დღიანი პატიმრობა და მსხვილი ჯარიმა, მაგრამ რამდენიმე დღის შემდეგ გაათავისუფლეს საზოგადოების ზეწოლის გამო.

image

სოფია ლორენს მიღებული აქვს მრავალი ჯილდო და ნომინაცია მთელი თავისი კარიერის განმავლობაში, მათ შორის ხუთი David di Donatello Awards, ორი BAFTA -ს ჯილდო და "ოსკარი" კინოინდუსტრიაში შეტანილი წვლილისთვის.


image

0
370
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
370
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0