x
მეტი
  • 21.12.2024
  • სტატია:138962
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512511
„800 მფრინავი თეფში წელიწადში“: აშშ-ს კონგრესი პენტაგონს კატეგორიულად მოსთხოვს გაერკვიონ რა ხდება
imageაშშ-ის კონგრესი მოსმენებზე მოსთხოვს პენტაგონს ამო-ს ფრენების შეჩერებას


უახლოეს კვირებში აშშ-ს კონგრესში ამოუცნობ მფრინავ ობიექტებზე(ამო) სენსაციური მოსმენებია მოსალოდნელი. პირველი ასეთი მოსმენა 2022 წელს გაიმართა. The Wall Street Journal იხსენებს, რომ მანამდე „ძნელი იყო ამ თემის წამოწევა, რათა გიჟად არ ჩაეთვალეთ" მაგრამ ახლა საზოგადოების ცნობიერებაში გარდამტეხი მომენტი დადგა: ახლა ამერიკელთა 34% სავსებით შესაძლებლად მიიჩნევს, რომ ამო რეალურად საფრენი აპარატებია, რომლებსაც აკონტროლებენ „არამიწიერი სიცოცხლის ფორმები“. ოცი წლის წინ ამერიკელების მხოლოდ 20% იყო ვისაც ეს სჯეროდა.


მიმდინარე მოსმენების დანიშვნის მიზეზი გახდა შეშფოთებული მოქალაქეების ზეწოლა, რომლებმაც ამ ზაფხულს უბრალოდ შეაწუხეს კონგრესმენები ( განსაკუთრებით ზედა პალატის წევრები- სენატორები) მათ ირგვლივ გაურკვეველი ობიექტების არსებობის შესახებ საგანგაშო ცნობებით.


ხალხის თხოვნით, პარლამენტარებმა საბოლოოდ გადაწყვიტეს გაერკვნენ, ვინ დაფრინავს ამ მფრინავი თეფშებით - ჯაშუშები რუსეთიდან და ჩინეთიდან თუ უცხოპლანეტელები.



მოსმენაზე დაიბარეს პენტაგონის "ანომალიური სიტუაციების მოგვარების"სპეციალური განყოფილების წარმომადგენლები, რომლებსაც "მფრინავი თეფშებზე მონადირენი" უწოდეს.


ამჯერად, ზოგიერთი სენატორი საბრძოლო განწყობაზეა: კედელზე მიაყენონ სამხედროები და აიძულონ, თქვან მთელი სიმართლე. ეს იდეა ეკუთვნის კონგრესმენს - ნიუ-იორკელ სენატორს კირსტენ ჯილიბრანდს.


დემოკრატიული პარტიის ეს ზოგადად მშვიდი და გონივრული წარმომადგენელი ეხმაურება ეჭვს, რომელიც დიდი ხანია არსებობს ამერიკის მასობრივ ცნობიერებაში. აი, მათაც კი, ვისაც არ უნახავს მფრინავი თეფშები (ასეთი ძალიან ცოტაა შეერთებულ შტატებში დარჩენილი), ეჭვი ეპარებათ, რომ ამო-ს თვითმხილველებს (და ეს ხშირად მათი ნათესავები ან მეგობრები არიან) არაფერი ეჩვენებათ. უბრალოდ, ესენი არიან ჩვეულებრივი მიწიერი სამხედროები, რომლებიც უშვებენ საშიშ აპარატებს და მალავენ ყველაფერს მოქალაქეებისგან - ეს არის მთელი სიმართლე.


„უბრალოდ მინდა ვიცოდე – საიდან გაჩნდა 800-ზე მეტი ამო, რომელიც ჩვენმა მოქალაქეებმა ნახეს გასული წლის განმავლობაში? – განაცხადა სენატორმა ჯილიბრანდმა CBS-თან ინტერვიუში. – ჩვენი მიზანია ამ მოსმენებით უბრალოდ იმის გარკვევა, თუ რა დაფრინავს იქ: თვითმფრინავები, დრონები, საჰაერო ბუშტები? გახსოვთ, როცა ჩინელებმა ჯაშუშური ბუშტი გამოგვიგზავნეს? პრობლემა ის არის, რომ ჩვენი პილოტებიც ხედავენ ამ ეგრეთ წოდებულ მფრინავ თეფშებს და ეშინიათ, რომ არ დაეჯახონ. ეს არის ეროვნული უსაფრთხოების საკითხი, ეს არის ჩვენი საჰაერო უზენაესობის საკითხი. ვინც არ უნდა უშვებდეს ამ ამო-ებს - ჩვენი ოპონენტები რუსეთიდან თუ ჩინეთიდან, შეშლილი მეცნიერები თუ ნამდვილი უცხოპლანეტელები - ეს ობიექტები უნდა ჩამოვაგდოთ! ისინი გვითვალთვალებენ!"


მაგრამ აქ ჩნდება კითხვა: ზოგიერთი ამო ისეთი დიდია, რომ, როგორც ჩანს, მათ შეუძლიათ საკუთარი თავის დაცვა. რამდენიმე დღის წინ, თვითმხილველებმა გადაიღეს "უზარმაზარი ამო მოციმციმე შუქებით", რომელიც დაფრინავდა აშშ-ს საჰაერო ძალების ბაზასთან მალმსტრომში. ამ ადგილებში ამო-ები ადრეც საეჭვო სიხშირით ჩნდებოდნენ. მოწმეები ამბობენ, რომ ეს ობიექტი საერთოდ არ ჰგავდა ილონ მასკის Starlink-ის თანამგზავრებს. ბრიტანული გაზეთი Daily Mail იუწყება, რომ ერთ-ერთ თვითმხილველს იმდენად მოეწონა ცაში ამ უზარმაზარი, გრძელი ობიექტის ხილვა, რომ ტირილი დაიწყო.


სენატორი გილიბრანდი ირწმუნება, რომ ახლა მისი მოთმინების ფიალა აივსო და ამჯერად ის აუცილებლად გაუმკლავდება პენტაგონის "ანომალიური სიტუაციების მოგვარების" ოფისს (ე.წ. "თეფშზე მონადირეთა ჯგუფი"). საჭიროების შემთხვევაში ის ამ სამხედროებს ყველა ჩვენებას გამოამზეურებს.

0
192
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
192
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0