x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
ვენახში, მანქანაში ახალგაზრდა მამაკაცის გვამი იპოვნეს – დაწყებულია გამოძიება

image


დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ქედში 16 სექტემბერს 38 წლის მამაკაცი გარდაცვლილი ნახეს. მას ადგილობრივები რამდენიმე საათის განმავლობაში ეძებდნენ, მეორე დღეს კი ის ვენახში, საკუთარ ავტომანქანაში გარდაცვლილს მიაგნეს. ადგილობრივების განმარტებით, 14 სექტემბერს ის მეგობრებთან ერთად ერთ–ერთი მათგანის ვენახში რთველში იმყოფებოდა, სადაც ღამით სვამდნენ.


“რთველის მეორე დღეს რომ მოიკითხეს, არსად ჩანდა. ახლობლები ეძებდნენ, ყველგან ნახეს მაგრამ არსად იყო. როგორც ჩანს ვენახში არც უძებნიათ. შემდეგ ვიღაცას უთქვამს, მანქანა ვენახში ამდენი ხანი რატომ გიდგათო, წავიდნენ და მანქანაში მჯდარი გარდაცვლილი იყო. მძიმე წონის ბიჭი იყო და ვარაუდობენ, რომ გულმა უმტყუნა. როგორც ამბობენ, რთველის შემდეგ იქეიფეს, ღამით რომ დაშლილან, ყველა თავის მანქანით წავიდა. როგორც ჩანს ისიც მანქანაში ჩაჯდა მაგრამ ვეღარ შეძლო. ალბათ დანარჩენები წავიდნენ და ვერ შენიშნეს რომ ის ჩამორჩა. მეორე დღიდან რომ აღარ გამოჩნდა, მერე დაიწყეს ძებნა. გამოიძახეს 112 და მიზეზის დასადგენად გურჯაანის ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს. ერთი ღამის განმავლობაში ექსპერტიზა უტარდებოდა. ოჯახი არ ჰქონდა, დედაც გარდაცვლილი ჰყავს, მოხუც მამასთან ერთად ცხოვრობდა", – ამბობენ სოფელ ქვემო ქედის მაცხოვრებლები.


შსს–ს პრესსამსახურში ამბობენ, რომ მომხდარზე მოკვლევა დაიწყო. საქმეს დედოფლისწყაროს პოლიციის სამმართელოს არხილოსკალოს განყოფილება აწარმოებს.

0
300
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
300
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0