x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"შემდეგ გამოსვლაში ბიძინა იტყვის…” - რას წერს გია ხუხაშვილი

image


პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარესთან, ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით პოსტს ავრცელებს და წერს:


"შემდეგ გამოსვლაში ბიძინა იტყვის – ბოდიში, ბოდიშზე რომ ვსაუბრობდი მაშინ გამომრჩა და თრუსოს ხეობაც უნდა დავუბრუნოთო…"- ვკითხულობთ გია ხუხაშვილის სტატუსში.


შეგახსენებთ, რომ 14 სექტემბერს, წინასაარჩევნო რეგიონალური ტურნეს ფარგლებში, ბიძინა ივანიშვილი გორის მოსახლეობის წინაშე სიტყვით წარსდგა, სადაც განაცხადა რომ "უნდა გამოვძებნოთ საკუთარ თავში ძალა ბოდიშის მოსახდელად, რადგან მოღალატე "ნაციონალურმა მოძრაობამ" 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ჩვენი ოსი დები და ძმები".


"ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის ამ სიტყვებს გორში პროტესტი მოჰყვა. ივანიშვილის განცხადების გასაპროტესტებლად, გორში მოქალაქეები შეიკრიბნენ. 15 სექტემბერს რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის გმირების მემორიალთან მათ აქცია იმ განცხადების საპასუხოდ გამართეს, რომელიც "ქართული ოცნების" ლიდერმა 14 სექტემბერს გორში, წინასაარჩევნო შეხვედრისას გააკეთა.


"რუსული პროპაგანდა აღარ მუშაობს, ჩვენ გვახსოვს ჩვენი ქვეყნის ისტორია", - ეს იყო აქციის მონაწილეების მთავარი გზავნილი. დემონსტრანტებმა სიმბოლურად, ქართველი გმირების ხსოვნის პატივსაცემად, ცოცხალი ჯაჭვი შემოავლეს იმ ინსტალაციას, რომელზეც მათი სახელებია ამოტვიფრული.







0
211
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
211