სხვა 15 უნიკალური ფოტოსურათი, რომლებიც დაგიმტკიცებთ, რომ რაღაც ახლის და საინტერესოს დანახვა ყველგან შეიძლება 17 სექტემბერი, 17:30 სამყაროში ყოველთვის არის ადგილი მოულოდნელობისა და ახალი პერსპექტივისთვის. ამ სტატიაში წარმოგიდგენთ 15 უნიკალურ ფოტოს იმ ადამიანებისგან, რომლებსაც გაუმართლათ და აღბეჭდეს მომენტები, რომლებიც გაიძულებთ შეხედოთ თქვენს გარშემო არსებულ სამყაროს ახლებურად. ეს ფოტოები არა მხოლოდ აღქმის ჰორიზონტს აფართოებს, არამედ შთაგვაგონებს, რომ ყოველდღიურ ცხოვრებაშიც რაღაც ახალს ვიპოვით:
1. “ძალიან დეტალური ანაბეჭდი ჩემს ფეხზე, რომელიც ხელით დავიტოვე ძილის დროს" 2. "ჩემი ბულგარული წიწაკა სავსე იყო სხვა წიწაკებითა და ყლორტებით." 3. “ჩემს კატას ცალი თვალი აქვს ძახილის ნიშნის მსგავსი" 4. “გაზქურა დავშალე" 5. “ჩამოცვენილი ფოთლები გამჭვირვალე გახდა შადრევანში" 5. “შავი პომიდორი ჩვენი ქალაქის პარკში" 6. “ასე გამოიყურება Ananas Noire-ს ჯიშის პომიდორი შიგნიდან" 7. “პარკინგი გერმანიაში სპეციალურად ქალებისთვის. ამ რეგიონში კანონით, მიწისქვეშა პარკინგის ადგილების 10% უნდა იყოს დაცული ქალებისთვის. ბრანდენბურგის რეგიონში ეს მაჩვენებელი 30%-ია. ეს ადგილები უფრო ახლოსაა გასასვლელებთან, უკეთაა განათებული და აქვს უკეთესი ხილვადობა CCTV-სთვის, რათა ქალებმა თავი დაცულად იგრძნონ. " 8. “ბანანის ჯეკპოტი ვიყიდე" 9. "ჩემი მცენარის ფესვები, რომლებიც მე ხელახლა დავრგე მას შემდეგ, რაც ჩემმა კატამ ის ჩამოაგდო." 10. “პირველად ვნახე მრგვალი კვერცხი" 11. "მარილის კრისტალი ჩემს პიცაზე" 12. „ნიანგების ფერმას ვესტუმრე და ერთ-ერთმა თანამშრომელმა მითხრა, რომ ეს მდედრი ნიანგი 33 წლის იყო. მას სხვა ნიანგი დაესხა თავს. მისი ზედა ყბის უმეტესი ნაწილი დაგლეჯილი იყო. ნიანგს უვლიან და აძლევენ ანტიბიოტიკებს. მას ასევე შეუძლია ისევ მყარი საკვების ჭამა “ 13. "მთელი თავსატეხი შედგება ჩვეულებრივი ნაწილებისგან, გარდა ერთი ვარსკვლავის ფორმის ნაწილისა." 14. ეს სცენა ჩემს ეზოში დავინახე. გველმა, რომელიც მთელი ზაფხული ჩემს ბაღში დასრიალებდა, ოქროს თევზი დაიჭირა ჩემი პატარა ტბორიდან. მე ამ ხელსაწყოს საშუალებით ვცდილობდი ოქროს თევზი გადამერჩინა, მაგრამ შემდეგ გველი აუზში შევიდა და კლდეებს შორის დამალვა სცადა. საბოლოოდ თევზი თვითონ გაუვარდა და წყალში დავაბრუნე" 15. „ მამაჩემს საავადმყოფოში მისცეს მედალი სიმსივნეზე გამარჯვებისთვის. მედალზე კორეული წარწერა წერია, რომ მისი კიბოს მკურნალობა დასრულდა. ეს იყო პროსტატის კიბო. მას აღარ სჭირდება ყოველწლიური შემოწმება. მე არ მიკითხავს, მედალი მოოქროვილი იყო თუ არა “ 149 1-ს მოსწონს
|