x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"ეს ყველაზე მეტად არ აწყობთ "ქოცებს" - რას წერს ინგა გრიგოლია

image


ჟურნალისტი ინგა გრიგოლია საქართველოს პრეზიდენტის მიერ ათონელის რეზიდენციაში გამართულ ბრიფინგზე მამუკა ხაზარაძისა და გიორგი გახარიას გაერთიანებისკენ გაკეთებულ მოწოდებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და სალომე ზურაბიშვილს აღნიშნულ ინიციატივას უწონებს. გრიგოლიას თქმით, წინასაარჩევნოდ სწორედ ამ ორი პოლიტიკური ჯგუფის დაზავება "არ აწყობთ ქოცებს":


"ჩემი აზრით, ძალიან სწორი შეთავაზება გააკეთა სალომე ზურაბიშვილმა. ძალიან რთული, მაგრამ აუცილებელი და არჩევნებში ხელისუფლების დასამარცხებლად, უმნიშვნელივანესი იქნებოდა ხაზარაძის და გახარიას დაზავება, რაც ყველაზე მეტად არ აწყობთ ქოცებს. გარეთა თვალით ასე ვხედავ. დანარჩენს კი გავიგებთ უახლოეს დღებში, რამდენადაც გაერთიანებების ვადა იწურება."-ვკითხულოთ ტელეწამყვანის პოსტში.


შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ათონელის რეზიდენციაში გამართულ ბრიფინგზე ორ ოპოზიციურ ჯგუფს - კოალიცია, " ძლიერი საქართველოს ლიდერს", მამუკა ხაზარაძესა და პარტია "გახარია - საქართველოსთვის" ლიდერს, გიორგი გახარიას გაერთიანებისკენ მოუწოდა, ის ასევე მიესალმა მამუკა ხაზარაძის მიერ გამოთქმულ მზადყოფნას და ასევე თქვა, რომ გაერთიანებაზე მზაობა გიორგი გახარიას მხრიდანაც არსებობს.


სალომე ზურაბიშვილმა, როგორც გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, ის მზად არის მოლაპარაკების პროცესს ხელი შეუწყოს, როგორც ნეიტრალურმა მხარემ და ოპოზიციური პარტიის ორივე ლიდერი მოსალაპარაკებლად 17 სექტემბერს ორბელიანების სასახლეში მიიწვია.


პარტია "გახარია - საქართველოსთვის" აღმასრულებელი მდივნის, ბერდია სიჭინავას თქმით, მისი პოლიტიკური გუნდი იღებს სალომე ზურაბიშვილის შეთავაზებას და 17 სექტემბერს, 15:00 საათზე, ორბელიანების სასახლეში დაგეგმილ შეხვედრაზე მივლენ.





0
168
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
168