x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"მიმიფურთხებია ასეთი სამართლისთვის” - რას წერს სანდრო ბრეგაძე

image


"ქართული მარშის" ლიდერი, სანდრო ბრეგაძე "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიერ გორში, წინასაარჩევნო რეგიონალური ტურნეს ფარგლებში გაკეთებულ სკანდალურ განცხადებას ეხმაურება და აცხადებს რომ ქართველ ერს საბოდიშო არავისთან არაფერი აქვს:


"ქართველ ერს საბოდიშო არაფერი გაუკეთებია – თუ საკუთარი მიწა-წყლის დაცვისთვის ბოდიშები უნდა ვიხადოთ, მაშინ მიმიფურთხებია ასეთი სამართლისთვის – წესით და რიგით ბოდიში საქართველოს და ქართველებს უნდა მოგვიხადონ !!!


— ჩვენ არც ოსისთვის და აფხაზისთვის პირველებს არაფერი დაგვიშავებია . ზედმეტი სიტყვა არ გვითქვამს მანამდე, სანამ რუსების დავალებით მათ ტყვია არ ესროლეს ქართველებს და ქართულ სახელმწიფოს!!!



— ვის მოვუხადო ბოდიში ⁉️ იმათ ვინც ლენინის წითელი დროშით და რუსებისგან მიცემული “ კალაშნიკოვით “ ქართველებს ხოცავდა ⁉️ იმათ მოვუხადო ბოდიში ვინც მძინარე ძმები მინდიაშვილები დააპატიმრა და ცოცხლად დაწვა ⁉️ თუ იმათ ვინც გაგრაში ქართველთა თავებით ფეხბურთი ითამაშა, ხოლო სოხუმში საკუთარ ეზოში ხვრეტდა მშვიდობიან მოსახლეობას ⁉️ თუ იმ ცხოველ – ველურ სეპარატისტებს მოვუხადო ბოდიში, რომლებიც ფეხმძიმე ქალებს მუცელში ესროდნენ და გოგოებს აუპატიურებდნენ ⁉️ თუ იმ მტრებს მოვუბოდიშოთ, რომლებიც ახალგაზრდა ქართულ სახელმწიფოს ანადგურებდნენ და ქართველი ერის გენოციდს ახორციელებდნენ ⁉️⁉️⁉️


— ხომ არ მივყვეთ და მურვან ყრუს, ჯალალედინს, შაჰ აბასს, აღა მაჰმად ხანსაც მოვუხადოთ ბოდიში და მადლობა შევწიროთ 100 000 ქართველისთვის თავის მოჭრის, თბილისის გადაწვის, სიონის ტაძრისთვის გუმბათის ახდის, მონასტრების გადაბუგვის – ბერების და მონაზვნების მკვლელობის და ქართველთა არნახული მასობრივი გენოციდის გამო
⁉️⁉️⁉️


— ბოდიში მოგვიხადონ ჩვენ – ქ ა რ თ ვ ე ლ ე ბ ს — ქართველმა თუ ვინმეს ოდესმე თოფი ესროლა – ეს გმირი ქართველი კანონიერებას, საერთაშორისო სამართალს, საკუთარ ერს და მსოფლიოსგან აღიარებულ სახელმწიფოს იცავდა იმ ველური-სეპარატისტებისგან, რომლებიც სხვისი მიწა-წყლის დაპყრობას ახორციელებდნენ, დღემდე არ აღიარებენ საერთაშორისო სამართალს, გაეროს გადაწყვეტილებებს, რომელთა დამოუკიდებლობას თვით რუსეთიც კი არ ცნობდა ‼️‼️‼️



— ვიმეორებ — ქართველებს არავისთან საბოდიშო არ აქვთ – თუ სიმართლე სადმე არსებობს, მაშინ პირიქით სეპარატისტებმა უნდა მოუხადონ ბოდიში ქართველ ერს და შენდობა თხოვონ მას ‼️‼️‼️


— P . S . ხელისუფლებას ვურჩევდი ნუ დადის იმ კაცის ჭკუაზე რომელიც თავისივე თანამებრძოლმა ჯაბამაც კი ამხილა — “ 1991 წელს სამაჩაბლოს გმირებს -მინდიაშვილებს თბილისში ერთ-ერთ რესტორანში დამაძინებელს უყრიან ჭიქაში და შემდეგ მათ ცხინვალთან ოსები ხეზე მიბმულებს წვავენ… გოგა ხაინდრავა მიდის, უღებს სურათებს, ( ოსებმა, როგორ მიუშვეს?!) აგზავნის საზღვარგარეთ თითქოს ქართველებმა ოსები ცოცხლად დაწვეს”””..ჯაბა იოსელიანი _”სამი განზომილება” გვ.360…”- წერს სანდრო ბრეგაძე.


შეგახსენებთ, რომ 14 სექტემბერს, წინასაარჩევნო რეგიონალური ტურნეს ფარგლებში, ბიძინა ივანიშვილი გორის მოსახლეობის წინაშე სიტყვით წარსდგა, სადაც განაცხადა რომ "უნდა გამოვძებნოთ საკუთარ თავში ძალა ბოდიშის მოსახდელად, რადგან მოღალატე "ნაციონალურმა მოძრაობამ" 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ჩვენი ოსი დები და ძმები".


"ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის ამ სიტყვებს გორში პროტესტი მოჰყვა. ივანიშვილის განცხადების გასაპროტესტებლად, გორში მოქალაქეები შეიკრიბნენ. 15 სექტემბერს რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის გმირების მემორიალთან მათ აქცია იმ განცხადების საპასუხოდ გამართეს, რომელიც "ქართული ოცნების" ლიდერმა 14 სექტემბერს გორში, წინასაარჩევნო შეხვედრისას გააკეთა.


"რუსული პროპაგანდა აღარ მუშაობს, ჩვენ გვახსოვს ჩვენი ქვეყნის ისტორია", - ეს იყო აქციის მონაწილეების მთავარი გზავნილი. დემონსტრანტებმა სიმბოლურად, ქართველი გმირების ხსოვნის პატივსაცემად, ცოცხალი ჯაჭვი შემოავლეს იმ ინსტალაციას, რომელზეც მათი სახელებია ამოტვიფრული.







0
444
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
444