საზოგადოება "შვილო, ისე ნუ გაიუბედურებ თავს ბაბუაშენის ხსოვნა შეურაცხყო"- ვის მიმართავს ნინო ჯანგირაშვილი 2024, 15 სექტემბერი, 14:48 ჟურნალისტი და ტელეკომპანია "კავკასიის" დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი ჟიული შარტავას შვილიშვილის, ლიკა შარტავას "ქართული ოცნების" საარჩევნო სიაში მოხვედრას "ფეისბუქის" პირად გვერდზე ეხმაურება და ეროვნული გმირის შთამამოვალს საჯაროდ მიმართავს:"პირველად ვნახე ის გოგო, ქოცების ოცეულის წარდგენაზე რომ გამოიყვანეს, ჟიული შარტავას შვილიშვილიაო. ხოდა, შვილო, ვინც ხარ, ისე ნუ გაიუბედურებ თავს პარლამენტში მოხვედრის გამო, რომ ბაბუაშენის ხსოვნა შეურაცხყო. ეგ ნაძირალა კაცი მალე ბაბუაშენის სახელით ბოდიშის მოხდას მოგთხოვს რუსებისთვის იმის გამო, რომ სამშობლო უყვარდა და რუსებს და სეპარატისტებს შეაკვდა.კი, ბაბუაშენის გმირობისთვის ბოდიშის მოხდასაც მოგთხოვს ეგ არაადამიანი. მაგას მუხრუჭი აღარ გააჩნია. ნაცრისფერ ზონაში ვერავინ დაიმალებით, ყველა ხელისგულზე ხართ. ყველას პასუხისმგებლობა პერსონალურია. დიახ, ყველას სათითაოდ დაგიმახსოვრებთ საქართველო, ვინც არ გაემიჯნებით ამ მოღალატე კაცს."- წერს ნინო ჯანგირაშვილი სოციალურ ქსელში.შეგახსენებთ, რომ "ქართულმა ოცნებამ" 10 სექტემბერს საპარლამენტო არჩევნებისთვის პროპორციული სიის პირველი ოცეული წარადგინა. სიის სათავეში პარტიის დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილია, ხოლო მის შემადგენლობაში მოქმედი დეპუტატები, ოფიციალური პირები, ასევე ოლიმპიური ჩემპიონები და ახალი სახეები არიან, მათ შორის გახლავთ ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას შვილიშვილი ლიკა შარტავაც.650 შეფასება არ არის |