მუსიკა Pink Floyd-ის დამფუძნებელმა განაცხადა,რომ სურს რუსეთში და უკრაინაში კონცერტის გამართვა "კონფლიქტის დასრულების საპატივცემლოდ" 14 სექტემბერი, 19:29
Pink Floyd-ის დამფუძნებელმა როჯერ უოტერსმა განაცხადა, რომ მზადაა რუსეთში გამოვიდეს როცა საკონცერტო საქმიანობას განაახლებს. ამის შესახებ РИА Новости იუწყება.
„ამჟამად ტური არ მაქვს. ორი წლის განმავლობაში ვმართავდი შოუს, სახელწოდებით This Is Not a Drill. ისე, რა თქმა უნდა, დიახ“, - თქვა მუსიკოსმა. უოტერსის თქმით, რუსეთიდან შემოთავაზება მიიღო, გამართოს კონცერტი მოსკოვსა და სანკტ-პეტერბურგში, მაგრამ საკონცერტო ტურის ორგანიზება ძალიან პრობლემურია, რადგან მისი გუნდი თითქმის 170 კაცისგან შედგება, აღჭურვილობას კი 30 სატვირთო-მისაბმელი მაინც სჭირდება უოტერსმა დაამატა, რომ მას სურდა უკრაინაშიც გამოსვლა კონფლიქტის დასრულების საპატივცემულოდ. ამ დღეებში უოტერსმა განაცხადა, რომ "რიგითი უკრაინელების სიცოცხლე არ აინტერესებს აშშ-ის ხელისუფლებას და განმარტა, რომ "ამერიკის იმპერია" სხვა ქვეყნებში მხოლოდ მისი პლუტოკრატიული გაბატონებული კლასის გამდიდრებას ცდილობს." უოტერსის თქმით, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყველა ოპოზიციური პარტია გაანადგურა, გარდა ამისა, უკრაინაში დემოკრატია აღარ არის რაც მაიდანის გადატრიალება მოხდა, რომელიც აშშ-მა დააფინანსა. "ზელენსკიმ ჩანასახშივე გაანადგურა ყველა ოპოზიციური პარტია. იქ არ არის დემოკრატია 2014 წლის მაიდანის გადატრიალების შემდეგ, რომელიც დასავლეთის შთაგონებით და აშშ-ის დაფინანსებით მოხდა", - განაცხადა როჯერ უოტერსმა. ივლისში, რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ აფასებს როკ-ჯგუფ "პინკ ფლოიდის" ყოფილი ლიდერის, როჯერ უოტერსის მუშაობას და აფასებს მის გაგებას, თუ რა მიზეზით ჩატარდა უკრაინაში სპეციალური სამხედრო ოპერაცია. მან ბრიტანელი მუსიკოსი რუსი მებრძოლების წინაშე კონცერტების გასამართად მიიწვია. „პინკ ფლოიდი“ მუსიკის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული როკ-ჯგუფია. მთელ მსოფლიოში მას გაყიდული აქვს 250 მილიონზე მეტი დისკი, აქედან 74.5 მილიონი – მხოლოდ აშშ-ში. 1996 წელს ჯგუფი შეყვანილი იქნა როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში. ხოლო ალბომი The Dark Side of the Moon ერთ-ერთ ყველაზე გაყიდვადი ალბომია პოპ-მუსიკის ისტორიაში, იგი ბილბორდის ტოპ-200 ჩარტებში 1973 იდან 1988 წლამდე იმყოფებოდა, სულ 741 კვირის განმავლობაში, რაც მუსიკის ისტორიაში უნიკალურ მოვლენად ითვლება. დღეისათვის გაყიდულია მისი დაახლოებით 50 მილიონი ასლი და იგი რჩება მსოფლიო ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე გაყიდვად ალბომად.(მას მხოლოდ სამი ალბომი ასწრებს-ჯექსონის "Thriller", AC/DC ის-"Back in Black" და უიტნი ჰიუსტონის -"The Bodyguard") 86 2-ს მოსწონს
|