ყოველთვის სასიამოვნოა რაღაც ახლის გაგება, განსაკუთრებით კი თუ ეს ჩვენს ისტორიას ეხება. ხალხს მუდამ აინტერესებს თუ როგორი იყო ცხოვრება წლების ან თუნდაც საუკუნეების წინ. ეწ ფოტოსურათები მათი ნაწილის გაგებაში დაგეხმარებათ:
1. 1979 წელს ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი პროტესტი სავალდებულო ჰიჯაბის წინააღმდეგ თეირანში, ირანი.
საპროტესტო აქციები გაგრძელდა ექვსი დღე, 1979 წლის 8 მარტიდან 14 მარტამდე და მას ათასობით ქალი დაესწრო.
2. უსინათლო მუსლიმი მუჰამედი ატარებს თავის მეგობარს, პარალიზებულ ჯუჯა ქრისტიან სამირს. დამასკო, ოსმალეთის სირია, 1889 წელი.
3. კაცი ეძებს წიგნებს უზარმაზარ ძველ ცინცინატის მთავარ ბიბლიოთეკაში. ბიბლიოთეკა 1955 წელს დაანგრიეს
4. მოკრივე ფრედ ბრეტონელი 1920 წელს 15 წლის ასაკში და 1928 წელს 23 წლის ასაკში. კარიერაში, რომელიც 76 მატჩს მოიცავდა, მან 18 წააგო, 14 ფრედ დაასრულა და 42 მოიგო 14 ნოკაუტით. ბრეტონელმა თავი მოიკლა 1928 წლის 4 სექტემბერს.
5. სნაიპერი ენი ოკლი ხელის სარკის გამოყენებით ზურგის მხრიდან ისვრის, დაახლოებით 1899 წ.
6. სკეიტბორდისტი ცენტრალურ პარკში, 1960-იანი წლები
7. “გრინფისი" ცდილობს თავიდან აიცილოს რადიოაქტიური ნარჩენების ოკეანეში გადაყრა, 1982 წ.
8. ჩინელი ქალი, რომელსაც ბავშვობიდან ფეხის ტერფებს უხვევდნენ. ფოტო 1800-იანი წლების ბოლოს.
9. ანა სვონმა პოპულარობა მოიპოვა მისი მაღალი სიმაღლის გამო, რომელიც თითქმის 243 სმ იყო. ფოტოზე ის ჯუჯა მსახიობთან ერთადაა, რომელიც მხოლოდ 10, 9 კგ-ს იწონიდა, მასთან ერთად ხშირად გამოდიოდა ცირკში.
10. მოტოციკლეტის სასწრაფო დახმარება, 1900-იანი წლების დასაწყისი
მოტოციკლეტის სასწრაფო დახმარების მანქანას იყენებდნენ პირველი მსოფლიო ომის დროს ბრიტანელები, ფრანგები და ამერიკელები.
11. ვლადიმერ ლენინი მესამე ინსულტის შემდეგ, 1923 წელი
12. პრინცესა დიანა ეხმარებოდა მოხუც ქალს ხელჯოხის მიწოდებით, ჰონგ კონგი, 1989 წელი
13. დედოფალ ელიზაბეთის გონებრივად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე და ფარული ბიძაშვილები, ნერისა ჯეინ ირინე ბოუზ-ლიონი (1919-1986, მარცხნივ) და კეტრინ ჯულიეტა ბოუს-ლიონი (1926-2014, მარჯვნივ). ამ გოგოებიდან არცერთმა არ ისწავლა ლაპარაკი
14. ყოფილი პატიმარი მიუთითებს ყველაზე სასტიკ მცველზე. გერმანია. 1945 წელი.
15. ხუთი წლის ალბერტ აინშტაინი, 1884 წ.
16. ქალბატონი დადის ლონდონში და აქირავებს წიგნებს, როგორც "მოსიარულე ბიბლიოთეკა". ლონდონი, ინგლისი. 1934 წ.
17. "ბარძაყის მასაჟის მანქანა" აშშ-დან, დაახლოებით 1928 წ.
18. კონკურსი საუკეთესო ფეხებისთვის კლიფტონვილში, ინგლისი. 1936 წ.
19. 1950-იანი წლების ბიუსტჰალტერი. მოდური იყო 1940-იან, 1950-იან და 1960-იანი წლების დასაწყისში, სანამ მოდაში დაბრუნდებოდა რბილი, უფრო ბუნებრივი გარეგნობის ბიუსტჰალტერები.
20. ტომი და ჯერი რეალურ ცხოვრებაში, 1964 წელი