x
მეტი
  • 21.11.2024
  • სტატია:138401
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512064
ერთ დროს ფუფუნებაში მცხოვრებმა Playboy-ის მოდელმა ტაქსის მძღოლად დაიწყო მუშაობა
image

Playboy-ის ყოფილი მოდელი მდიდარ ქმართან განქორწინების შემდეგ უფულოდ დარჩა და იძულებული გახდა ტაქსის მძღოლად დაეწყო მუშაობა. ამის შესახებ Daily Star წერს.


50 წლის ნანეტ ჰემონდ ლოსჩიავო(Nannette Hammond Loschiavo)
აშშ-დან მრავალი წლის განმავლობაში იყო დაქორწინებული მდიდარ კაცზე და ექვსი შვილის დედა გახდა. როდესაც ქორწინება გაუქმდა, იგი დარჩა უფულოდ და ამასთანავე დაკარგა მეურვეობა ერთ-ერთ ვაჟზე.


„17 წელი დიასახლისი ვიყავი და ფინანსურად მთლიანად ყოფილ ქმარზე ვიყავი დამოკიდებული. ცხოვრება ნამდვილი ზღაპარი იყო. სასახლეში ვცხოვრობდი. მე მქონდა კიდევ ორი ​​სახლი - მაიამიში და ნიუ ორლეანში“, - აღნიშნა ლოსჩიავომ.


image

მან ასევე განაცხადა, რომ წარსულში ფლობდა რამდენიმე ძვირადღირებულ მანქანას, ასევე კერძო თვითმფინავებს, რომლებსაც სადაც სურდა იქ გადაიყვანდნენ.არასოდეს ითვლიდა ფულს შოპინგის დროს და უზარმაზარ თანხებს ხარჯავდა პლასტიკურ ქირურგიაში.

image


ქმართან განშორების შემდეგ ლოსჩიავო ნულზე დარჩა. „თოვლსა და წვიმაში სამუშაოდ მივდიოდი, ახლა კი Uber-ში ნაქირავებ მანქანით ვმუშაობ, რომ როგორმე თავი ვირჩინო. ჩემს ქმარს აქვს ფული და ძალაუფლება, ძალიან გავლენიანი ადამიანია, მაგრამ მე არაფერი მაქვს“, - დაიჩივლა ყოფილმა მოდელმა.

image

image

ფულის პრობლემების გარდა, ნანეტი ამბობს, რომ თითქმის სამი წელია იბრძვის შვილის მეურვეობის დასაბრუნებლად. : „სასამართლო სისტემამ სრულიად გამანადგურა და ჩემი კონსტიტუციური უფლებები დაარღვია. ჩემს შვილს ვჭირდები და მასზე უარს არ ვიტყვი. ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის, რომ დაფინანსება მივიღო ამის წინააღმდეგ საბრძოლველად."


ლოსჩიავო სოციალურ ქსელებში საუბრობს თავის ცხოვრებაზე, სადაც პოპულარობა მოიპოვა და თაყვანისმცემლებმაც მეტსახელი "მსოფლიოში ყველაზე სექსუალური ტაქსის მძღოლი" შეარქვეს.

image

ამჟამად ნანეტი ცხოვრობს კომფორტულ ოროთახიან ბინაში. ის ამბობს, რომ უფსკრული ოდესღაც მის მდიდრულ ცხოვრების წესსა და მის ამჟამინდელ ბრძოლას შორის აბსოლუტურად გულდასაწყვეტია.

image

„მინდა რომ დავიბრუნო ჩემი ცხოვრებაზე კონტროლი. ახლა ცუდ მდგომარეობაში ვარ, მაგრამ ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება”, - ამბობს ის.




imageსტატიები - მოდა - არაჩანდა (intermedia.ge)

0
333
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
333
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0