x
მეტი
  • 22.12.2024
  • სტატია:138963
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512523
დიეტა და ორგანიზმის გაწმენდა – ორი–ერთში (– 4 კგ – 5 დღეში)

დიეტა, რომლის საფუძველსაც მწვანე ჩაი წარმოადგენს, არ შეიძლება არაეფექტური იყოს, რადგან მწვანე ჩაი მადას აქვეითებს. მაგრამ ის, ამავდროულად, ორგანიზმს ტონუსს მატებს. მწვანე ჩაი ბევრ ვიტამინს და მიკროელემენტს შეიცავს, ამცირებს ქოლესტერინის დონეს, აძლიერებს იმუნიტეტს. ბევრი დიეტა არსებობს, რომლის შემადგენლობაში მწვანე ჩაი შედის, მაგრამ მათ შორის, ყველაზე ეფექტური "გეიშას" სახელით ცნობილი დიეტა არის.


image


გეიშას დიეტის რაციონში მწვანე ჩაის გარდა, ბრინჯი და რძეც შედის. ამის გამო, მისი მოქმედება საჭმლის მომნელებელ ორგანოებზე ძალიან მსუბუქია და ვინც მას იცავს, გამუდმებით შიმშილის გრძნობას არ განიცდის. დიეტა 5 დღეზე არის გათვლილი, მაგრამ მათ, ვინც ამ დიეტით კარგი შედეგები მიიღეს, ამბობენ, რომ საუკეთესო ეფექტი მაშინ მიიღწევა, თუ დიეტის დაცვა ზედიზედ 2-ჯერ ხდება, მათ შორის 1 ან 2 კვირიანი შუალედით. ამასთან, პირველი 5 დღის მანძილზე, ორგანიზმი ზედმეტი სითხისგან და მავნე ნივთიერებებისგან თავისუფლდება და მისი მომზადება ხდება დიეტის II ეტაპისთვის. ხშირ შემთხვევაში, დიეტის მეორე ეტაპზე (ამ დროს უკვე ცხიმი იწყებს "დნობას"), ადამიანი 2-ჯერ მეტ წონას კარგავს, ვიდრე I ეტაპზე და აქვე უნდა აღინიშნოს, რომ დიეტის უფრო მეტი დროით გახანგრძლივება არ შეიძლება!


დიეტის მენიუ კი ასეთია:


საუზმე: მწვანე ჩაი რძით (50/50) — 2 ჭიქა.
სადილი: 1 თეფში უმარილო ბრინჯი და 1 ჭიქა თბილი რძე.
ვახშამი: 1 თეფში უმარილო ბრინჯი და 1 ჭიქა მწვანე ჩაი რძით (50/50).

გარდა ამისა, დღის მანძილზე, დამატებით კიდევ 2 ჭიქა მწვანე ჩაის (რძის გარეშე) და მინერალური (გაზგასული) წყლის დალევა შეიძლება.

დიეტა სრულად გამორიცხავს მარილს, შაქარს და სანელებლებს. არ შეიძლება კარაქიც. მაგრამ, უმრავლესობა, ვინც დიეტას იცავს, სადილზე, ბრინჯის ფაფას რძეს ამატებს, დიეტის დადგენილი ულუფიდან — ამბობენ, რომ ასე უფრო ადვილია ფაფის ჭამა.


დიეტასთან დაკავშირებით, ყველაზე ხშირად დასმული კითხვები:


რომელი ბრინჯია უკეთესი?

ვისაც ეს დიეტა დაუცავს, ამბობს, რომ ბრინჯის სახეობას მნიშვნელობა არა აქვს და ნებისმიერი ბრინჯის გამოყენება შეიძლება და რომ ბრინჯის სახეობა შედეგზე არ მოქმედებს. მაგრამ, დიეტის ორიგინალში წერია, რომ ბრინჯი რუხი უნდა იყოს.


რამდენი კილოგრამის დაკლება შეიძლება?
5 დღეში – 4-დან – 7 კილოგრამამდე. დიეტის 7-14 დღის შემდეგ გამეორების შემთხვევაში – საერთო ჯამში, 14-16 კგ-ს დაკლება არის შესაძლებელი.


უკუჩვენება თუ აქვს ამ დიეტას?
აქვს. ისევე, როგორც ნებისმიერ სხვა დიეტას — გასტრიტის, კუჭის წყლულის, თირკმელების უკმარისობის და გულ-სისხლძარღვთა ქრონიკული დაავადებების და თორმეტგოჯა ნაწლავის ტკივილის შემთხვევაში, დიეტის დაცვა არ შეიძლება. დიეტა არ შეიძლება ფეხმძიმე და ლაქტაციის პერიოდში მყოფი ქალებისთვისაც. ნებისმიერ შემთხვევაში, დიეტის დაწყების წინ, ექიმთან კონსულტაციის გავლა არის საჭირო. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე ქრონიკული დაავადება გაწუხებთ.


რძის ცხიმიანობა როგორი უნდა იყოს?
საუკეთესო ვარიანტი – 1, 5% ან 2, 5%-ია.


imageარხის სხვა სიახლეები:


* ძილის ხანგრძლივობის რეკომენდებული დრო, ასაკის გათვალისწინებით

* თუ გინდათ, რომ თქვენი ცხოვრება შეიცვალოს, დღე ამ ჯადოსნური სიტყვებით დაიწყეთ

* XX საუკუნის დასაწყისში, ეგვიპტეში მიწისქვეშა ქალაქი აღმოაჩინეს, მაგრამ...

* სახლში სოკო გაჩნდა და არ იცით როგორ მოაცილოთ? ეს ბუნებრივი საშუალებები დაგეხმარებათ


0
97
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
97
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0