x
მეტი
  • 12.09.2024
  • სტატია:136996
  • ვიდეო:351964
  • სურათი:511183
ძილის ხანგრძლივობის რეკომენდებული დრო, ასაკის გათვალისწინებით

image


ადამიანს, და საერთოდ, ყველა ცოცხალ არსებას, იმისთვის რომ იცოცხლოს, ჟანგბადთან, წყალთან და საკვებთან ერთად, ძილიც ესაჭიროება. ძილი, ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობის და კეთილდღეობის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მაჩვენებელია. ჩვენ ცხოვრების მესამედს ძილზე ვხარჯავთ და «ჯანმრთელი ძილის» საერთო მდგომარეობა, მნიშვნელოვანი საკითხია მთელი ჩვენი ცხოვრების მანძილზე.


image


ის, რომ კარგად გამოძინება ძალიან მნიშვნელოვანია, ყველასთვის კარგად ცნობილია. მაგრამ, ყველასთვის არ არის, 8 საათიანი ძილი პრიორიტეტული –ძილის რეკომენდებული დრო, ზრდასრული ადამიანისთვის არის. ბავშვებს, 18 წლამდე, უფრო მეტი უნდა ეძინოთ, ხოლო მოხუცებს – უფრო ნაკლები.


ძილის ხანგრძლივობის რეკომენდებული დრო, კონკრეტული ასაკის გათვალისწინებით


ქვემოთ მოცემული დიაგრამა, ძილის ეროვნული ფონდის მიერ არის შემუშავებული და მისი გრაფიკი გვიჩვენებს, თუ რა რაოდენობის ძილი არის საჭირო თითოეული ჩვენგანისთვის, ასაკის გათვალისწინებით.


imageგრაფიკზე მუქი ლურჯი ფერით, მოცემულია ძილის რეკომენდებული დრო, ხოლო მის ზემოთ და ქვემოთ, შედარებით ღია ფერით – ძილის დასაშვები ხანგრძლივობა.


აღნიშნული დიაგრამის შექმნაში, მონაწილეობა სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელმა, მეცნიერებმა მიიღეს. მათ შორის, იყვნენ გერონტოლოგები, ფიზიოლოგები, პედიატრები, გინეკოლოგები და ნევროლოგები.

რეკომენდებული და დასაშვები ძილის ნორმების დარღვევის შემთხვევაში, ადამიანს, ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, პრობლემები ექმნება. ძილის რეჟიმის დარღვევის სიმპტომი შეიძლება იყოს:


წელის მუდმივად ტკივილი


ხანგრძლივი ძილი, შეიძლე, წელის ტკივილის მიზეზი გახდეს. ეს იმიტომ ხდება, რომ ხანგრძლივი წოლის დროს, წელის კუნთები სუსტდება.

პრობლემის მოგვარება, დაბალი ინტენსივობის ფიზიკური ვარჯიშით და დასვენების დღეებში სუფთა ჰაერზე სეირნობით, ან ძუნძულით (სირბილი არა) შეიძლება.

თუ სპორტთან აქტიური შეხება გაქვთ, მსგავსი პრობლემა არ შეგაწუხებთ.


პრობლემები წონასთან დაკავშირებით


ხანგრძლივი ძილის დროს, ორგანიზმში მიმდინარე ნივთიერებათა ცვლის პროცესი ნელდება. მასში დაუხარჯავი ენერგიის აკუმულირება ხდება და ის ცხიმებად გარდაიქმნება. საბოლოო ჯამში, საქმე შეიძლება იქამდე მივიდეს, რომ ჭარბი წონა პრობლემად გექცეთ.


შფოთვა და დეპრესია


ძილის ნაკლებობა, დიდი გავლენას ახდენს ორგანიზმის ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაზე. იწვევს გაღიზიანებას, ადამიანი ნერვიული ხდება, უქვეითდება შრომისა და სტრესთან ბრძოლის უნარი. გარდა ამისა, ქვეითდება სიამოვნების განცდის უნარი, ყველა ასპექტში. ადამიანი აგრესიული და თავშეუკავებელი ხდება. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ყველაზე მეტად ჩხუბის და აყალ-მაყალის მოთავეები, საცობებში და საზოგადოების თავშეყრის სხვა ადგილებში, ქრონიკულად გამოუძინებელი ადამიანები არიან.


მუდმივად თავის ტკივილი


თავის ტკივილის მიზეზი შეიძლება სხვადასხვა იყოს: მაღალი წნევა, შაკიკი, ზოგიერთი მედიკამენტის უკუჩვენება, გადაღლა, სტრესი. თუ ჩამოთვლილი მიზეზებიდან არცერთი არ გახასიათებთ და თავი მაინც გტკივათ, განსაკუთრებით, დილის საათებში, მაშინ მიზეზი ძილის ნაკლებობა იქნება.


II ტიპის დიაბეტი


როდესაც ადამიანს საჭიროზე ნაკლები, ან პირიქით – მეტი სძინავს, ორგანიზმი სირთულეებს განიცდის გლუკოზის გადამუშავებასთან დაკავშირებით, რამაც შეიძლება ინსულინ რეზისტენტულობა და II ტიპის დიაბეტი გამოიწვიოს.


გულ-სისხლძარღვთა დაავადებები


გულს, ისევე როგორც ადამიანს, დასვენება ესაჭიროება და ძილის ნაკლებობა, ან საჭიროზე მეტი ძილი, ზიანს აყენებს მის ფუნქციონირების პროცესს.


ძილთან დაკავშირებული ცუდი ჩვევების აღმოფხვრის ხერხები


* უპირველეს ყოვლისა, უნდა შეადგინოთ დღის რეჟიმი და მკაცრად დაიცვათ ის.
* დაძინებამდე 1 საათით ადრე, გამორთეთ ყველა სახის ელ. მოწყობილობა, მათ შორის მობილური ტელეფონიც.
* შეგიძლიათ დაკავდეთ მედიტაციით, ან იოგის ვარჯიშებით. ეს ძილის წინ მოდუნებაში დაგეხმარებათ.
* დილა გამამხნევებელი, ან სუნთქვითი ვარჯიშებით და ცივი შხაპით დაიწყეთ, რომ ორგანიზმი, როგორც გონებრივი, ისე ფიზიკური აქტივობებისთვის მოემზადოს.
* დღის მანძილზე, დიდი რაოდენობით წყალი (30 მლ – სხეულის მასის ყოველ 1 კგ-ზე. მაგ., 60 კგ-ზე – 1800 მლ. დღის მანძილზე) მიიღეთ, რომ ტვინმა აქტიურობა შეინარჩუნოს და ძილი არ მოგერიოთ.


P. S. არასრულფასოვანი ძილის შემთხვევაში, ადამიანი თავს ცუდად გრძნობს, განსაკუთრებით მაშინ, თუ ეს ყოველ ღამე ხდება. საბედნიეროდ, არსებობს 3 ყველასთვის ხელმისაწვდომი პროდუქტი და მათი შერევის შემთხვევაში, მიიღება «სასწაული ნაზავი», რომელიც ადამიანს გამოძინებაში ეხმარება. გაგრძელება >>>


image

არხის სხვა სიახლეები:


* XX საუკუნის დასაწყისში, ეგვიპტეში მიწისქვეშა ქალაქი აღმოაჩინეს, მაგრამ...

* 10 საინტერესო ფაქტი ძვირფასი ქვების "მეფის", ანუ ლალის შესახებ

* არქეოლოგებმა, ოქროსგან დამზადებული, უზარმაზარი არტეფაქტი აღმოაჩინეს

* სახლში სოკო გაჩნდა და არ იცით როგორ მოაცილოთ? ეს ბუნებრივი საშუალებები დაგეხმარებათ



0
96
შეფასება არ არის
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
96
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0