x
მეტი
  • 21.12.2024
  • სტატია:138962
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512512
ამერიკის ორ შტატში კარანტინი გამოცხადდა,იშვიათი სასიკვდილო ვირუსის გავრცელების გამო
image

აშშ-ს ორ შტატში მოსახლეობას მოუწოდეს სახლში დარჩენა იშვიათი მომაკვდინებელი დაავადების გავრცელების გამო.



აშშ-ში ორმა შტატმა დააწესა კომენდანტის საათი მომაკვდინებელი

ცხენის აღმოსავლური ენცეფალიტის ვირუსის გამო(EEEV)




შეერთებულ შტატებში ორი შტატის მაცხოვრებლებს მოუწოდეს საღამოობით სახლში დარჩნენ კოღოების მიერ გადატანილი იშვიათი ვირუსის გავრცელების გამო. ამის შესახებ Daily Mail -ი წერს.


ვერმონტი გახდა მეორე შტატი, მასაჩუსეტსის შემდეგ, რომელმაც დაგეგმილი საჯარო ღონისძიებები გააუქმა ან გადადო, სასიკვდილო ცხენის აღმოსავლური ენცეფალიტის ვირუსით დაინფიცირების რისკის გამო. ამ ვირუსულ დაავადებას ცხენები ატარებენ, ხოლო გამავრცელებლები არიან კოღოები. ადამიანის სხეულში მოხვედრისას, შემთხვევათა დაახლოებით 30 პროცენტში შეიძლება გამოიწვიოს ტვინის შეშუპება და სიკვდილიც კი.


ვერმონტის ჯანდაცვის დეპარტამენტი „კატეგორიულად ურჩევს“ ვერმონტის მაცხოვრებლებს გარეთ არ გავიდნენ საღამოს 6 საათიდან დილის 6 საათამდე, ანუ ეს ის პერიოდია, როდესაც ყველაზე აქტიური არიან სისხლის მწოველი მწერები. მანამდე დაავადების გამო მასაჩუსეტსის ზოგიერთ ოლქში კომენდანტის საათი დაწესდა.


მიუხედავად იმისა, რომ EEEV ძალზე იშვიათია შეერთებულ შტატებში, 2023 წელს ნიუ ჰემფშირში ერთი კაცის გადარჩენა ვერ მოხერხდა. საშუალოდ, შეერთებულ შტატებში ამ ვირუსით წელიწადში დაახლოებით 11 დაინფიცრება ხდება.


აი ვერმოტში კი 2012 წლის შემდეგ პირველი შემთხვევა დაფიქსირდა აგვისტოში.


ექიმებმა უკვე 11 დაბასა და 3 ქალაქში EEEV მატარებელი კოღოების 47 ჯგუფი აღმოაჩინეს. ამის გამო, კერძოდ, ქალაქ ბერლინგტონში ყოველწლიური ფესტივალი " ოქტობერფესტი" გაუქმდა. ეს ღონისძიება ითვლება ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ და ცნობილად ვერმონტში. ასევე გაუქმდა რამდენიმე მუსიკალური და კულინარიული ფესტივალი. ორგანიზატორები მსგავს ზომებს გაგებით მოეკიდნენ, თუმცა ჩივიან დაბანდებული სახსრების დაკარგვაზე.


ცხენის აღმოსავლური ენცეფალიტის ვირუსი ენცეფალიტის გამომწვევი ყველაზე ლეტალური ვირუსია ჩრდილოეთ ამერიკაში.


EEEV ვირუსით ინფიცირებულ ადამიანებში ინკუბაციური პერიოდი მერყეობს 4-დან 10 დღემდე და დაავადების მწვავე მიმდინარეობა გრძელდება რამდენიმე დღიდან რამდენიმე კვირამდე, სიმძიმისდა მიხედვით.

EEEV -ით დაინფიცირებული ადამიანები შეიძლება იყვნენ უსიმპტომო, ან განუვითარდეთ გრიპის ან დენგეს ცხელების მსგავსი სიმპტომები (ცხელება, შეუძლოდ ყოფნა, თავის ტკივილი, გულისრევა), ნეიროინვაზიური სიმპტომებით ან მათ გარეშე (მენტალური სტატუსის ცვლილება, გულყრა) სიკვდილობის კოეფიციენტი ნეიროინვაზიური დაავადების შემთხვევაში შეადგენს დაახლოებით 30% -50%

0
203
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
203
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0