x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
ტირანი ქმარი ცოლს 5 საათის განმავლობაში კლავდა
ოჯახში ძალადობა ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული და გავრცელებული ძალადობის ფორმაა. იგი მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში არსებობს და საზოგადოების ყველა ფენას მოიცავს. ოჯახში ძალადობას ახასითებს ფარული, გაგნგრძობადი და სპეციფიური ხასიათი, რადგან ხორციელდება ოჯახის წევრის ან წევრების მიერ სხვა ოჯახის წევრის/ების მიმართ ძალადობა. მცდარია მოსაზრება, თითქოს ძალადობა მხოლოდ ცოლ–ქმარს შორის არსებული კონფლიქტის ნიადაგზე წარმოიშობა. ოჯახში ძალადობად ითვლება ოჯახის წევრის მიმართ განხორცილებული: ფიზიკური ძალადობა, ფსიქოლოგიური ძალადობა, ეკონომიკური ძალადობა, სექსუალური ძალადობა, იძულება.


ოჯახში ძალადობა ხშირ შემთხვეევაში იწვევს ჯანმრთელობის სერიოზულ გაუარესებას, ფიზიკურ და ემოციურ აშლილობას, რომელიც შეიძლება ფატალური შედეგით დასრულდეს.




image




ტირანი ქმარი ცოლს 5 საათის განმავლობაში კლავდა. ის ცდილობდა მისი სიკვდილი უბედური შემთხვევის ინსცენირებით დაეფარა.




გთავაზობთ, იანვრის დასაწყისში ნოვომოსკოვსკში მომხდარი ტრაგედიის დეტალებს.


4 იანვარს, დაახლოებით საღამოს შვიდ საათზე, მთვრალმა ოლეგმა აიძულა ნასტია ტელეფონით ეთხოვა მეგობრებისთვის ფული სასმელისთვის. კაცს არ მოეწონა ცოლის ტონი თხოვნაზე უარი და დაიწყო მისი ცემა. ჯერ მხოლოდ ხელებით და ფეხებით, შემდეგ კი გამოიყენა ის, რაც ხელთ შემოხვდა - ხის საკიდი, უთო, სკამი.


მამაკაცი მსხვერპლზე დაახლოებით 5 საათის განმავლობაში ძალადობდა. ეს დეტალები ნასტიას 9 წლის შვილმა გამომძიებლებს უამბო, რადგან აღნიშნულ საშინელ ფაქტს არასრულწლოვანი შეესწრო.


„უკვე ღამით მამაკაცმა მსხვერპლის ცხედარი აბაზანაში შეათრია და შვილს უბრძანა, დახმარებოდა დანაშაულის კვალის დაფარვაში. ამის შემდეგ კი მან გამოიძახა სასწრაფო და პოლიცია და დაიწყო ლეგენდის თხრობა მეუღლის მაღაზიაში მოგზაურობის შესახებ, რომელიც სიკვდილით დასრულდა".


რა თქმა უნდა, ოლეგ გ. ამჟამად დაკავებულია.




1
392
3-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
392
  
11 სექტემბერი, 16:48
ყველაზე მეტი აბორტი მსოფლიოში რუსეთში კეთდება, ყველაზე მეტი პედოფილი რუსეთში ცხოვრობს და მათ შორის უმეტესობა ნათესაურ კავშირშია მსხვერპლთან,
0 1 1