x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ქმრის ინიციატივით, ათობით კაცისგან გაუპატიურებულმა ქალმა სასამართლოზე საკუთარი გრძნობები აღწერა
image

საფრანგეთში ჯგუფური გაუპატიურების მსხვერპლმა მეუღლის დანაშაულებებზე ისაუბრა.



ქალი საფრანგეთიდან, რომელიც ქმრის გამო უცნობი პირებისგან ათობით გაუპატიურების მსხვერპლი გახდა, სასამართლო პროცესზე თავისი გრძნობების შესახებ ისაუბრა. ამის შესახებ The Guardian წერს.


მორიგ სასამართლო სხდომაზე 72 წლის ჟიზელ პელიკომ ისაუბრა იმაზე, რაც მას შეემთხვა. "ჩემი სამყარო დაინგრა. ყველაფერი დაინგრა ჩემთვის. ყველაფერი, რასაც 50 წლის განმავლობაში ვაშენებდი, ”- თქვა მან და გაიხსენა ის მომენტი, როდესაც პოლიციამ პირველად აჩვენა მას დანაშაულის ამსახველი ვიდეოები. ჟიზელმა აღნიშნა, რომ კადრებში ძლივს იცნო საკუთარი თავი . „მე შემწირეს ბიწიერების სამსხვერპლოზე. მექცეოდნენ, როგორც ნაჭრის თოჯინას, როგორც ნაგვის ტომარას“, - განაცხადა სასამართლოში გაუპატიურებულმა ქალმა.


image

71 წლის დომინიკ პელიკო და 50 სხვა მამაკაცი გაასამართლეს მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ ისინი მონაწილეობდნენ ჯგუფურ გაუპატიურებებში. ათი წლის განმავლობაში პელიკო ცოლის საჭმელში და სასმელში ურევდა ძლიერ საძილე აბებს, შემდეგ კი იწვევდა მამაკაცებს, რომლებიც მისი ნებართვით და ვიდეოჩანაწერის თანხლებით აუპატიურებდნენ ჟიზელს.

image

რაც ხდებოდა გადაიცემოდა ონლაინ ჩატში, რომლის მონაწილეები „ფანტაზიორობდნენ სექსზე იმ ქალზე, რომელიც თანახმა არ იყვნენ მასთან სექსზე“.


ქალს წარმოდგენა არ ჰქონდა რა ხდებოდა მის თავს. მას საძილე აბების გამო მეხსიერების მძიმე პრობლემები შეექმნა.


დომინიკ პელიკო შემთხვევით დააკავეს 2020 წლის 2 ნოემბერს, როცა სუპერმარკეტის კლიენტების ქვედაბოლოების ქვეშიდან ფოტოების გადაღებას ცდილობდა. მის სახლში ნაპოვნი USB დისკზე გამომძიებლებმა აღმოაჩინეს 20 ათასზე მეტი ფოტო და ვიდეო, სადაც მის ცოლს უცნობი პირები აუპატიურებდნენ - სულ დაახლოებით 80 ადამიანი. პელიკომ მაშინვე აღიარა დანაშაული.

image

იგი კიდევ სხვა დანაშაულშია ეჭვმიტანილი.დნმ პირდაპირ აკავშირებს 71 წლის დომინიკ პელიკოს შემთხვევას, როდესაც ახალგაზრდა უძრავი ქონების აგენტი გაუპატიურებას ძლივს გადაურჩა. მისი სახელს უკავშირებენ ქალის მკვლელობასაც, მაგრამ კონკრეტული მტკიცებულება არ არსებობს.

0
640
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
640
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0