x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"გაუკვირდა ხალხს და ა ბატონო...."- რას წერს თაკო ჩარკვიანი

image


პარტია "კანონი და სამართლის" ლიდერი თაკო ჩარკვიანი სახელმწიფო ბიუჯეტიდან არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრ, ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებულ განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს:


"მთავრობა გამოყოფს თანხას არასამთავრობოებისთვისო, კაცოოოოოოუუუ!!!!! მთავრობა არასამთავრობოებისთვისო, მთავრობაო არასამთარობოებისთვისო! ტიკ-ტოკზე ხატია სიჭინავამ თქვაო გაუკვირდა ხალხს და ა ბატონო პირდაპირ პრემიერმა ი.კობახიძემ თქვა : მთავრობა დააფინანსებს ა რ ა ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო ე ბ ს ო????????????????????‍♂️, წინადადებას მაინც დაუფიქრდნენ ეს დუპლეტები, თავად წინადადებაშია განმარტება, მთავრობამ არასამთავრობო როგორ უნდა დააფინანსოს??!! არასამთავრობო იმიტომ ჰქვია დუპლეტებო, რომ მთავრობის არ იყოს, არამედ მიუკერძოებელი იყოს და არ იყოს დამოკიდებული მთავრობის ფინანსზე, რომ სანდოობა იყოს მეტი -ხალხისთვის!


აგერ პუტინმა იგივე გააკეთაო ოცნების "გამპრავებელნი" წერენ, მასე პუტინის ხატებიც არის შარავანდედით შემკული ეკლესიებში და პუტინი თავად არის რუსეთში "მეფე" "კანონი" და კორუფციის ბუდე !


...


ვახ, ჩემო "დაბრენდილო" და "დაბრედილო" საქართველოვ!!!!!! – წერს თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში.


შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობა ქართული არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის საგრანტო ფონდს ქმნის. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.


მისი თქმით, ფონდი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება, დაფინანსებას კი ის ორგანიზაციები მიიღებენ, რომლებიც "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის შესაბამისად, იუსტიციის სამინისტროს რეესტრში დარეგისტრირდნენ.






0
260
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
260