ფსიქოლოგია სიზმარი მინიშნებაა - ამ 10-დან რომელი დაგესიზმრათ? 10 სექტემბერი, 10:55 სიზმარი არის ძილის მდგომარეობაში სრულიად უნებლიე აღმოცენება და მიმდინარეობა ფსიქიკური შინაარსებისა. ზოგჯერ სიზმარს პირველ ბიძგს აძლევს ან მის შინაარსში ჩაერთვის რეალური გამღიზიანებლით გამოწვეული შეგრძნებები. სიზმარში ფანტაზია იმას წარმოგვიდგენს, რის მიმართაც განწყობილი ვართ, შეიძლება პირიქით მოხდეს, დაგვესიზმროს ის, რაც გვაწუხებს, გვაღელვებს, რისი რიდი და შიშიც გვაქვს. სიზმრის ფიზიოლოგიური საფუძველია ძილის გამო შეკავებულ მდგომარეობაში მყოფი ტვინის ქერქის ცალკეული არეების გამოსვლა შეკავებული მდგომარეობიდან („განმუხრუჭება“), რაც ზოგჯერ წარმოდგენათა ფრაგმენტულ ქაოსურ მსვლელობასაც იწვევს.
მისტიკა ამტკიცებს, რომ ჩვენი ქვეცნობიერი მჭიდროდაა დაკავშირებული სხვა სამყაროსთან, რომელში გამოღვიძებაც შეუძლებელია. ფსიქოლოგები კი მუდმივად განგვიმარტავენ, თუ რა მიზეზსა და პროცესებზეა დამოკიდებული ჩვენი სიზმრები და, რომ სიზმრების მეშვეობით შეგვიძლია საკუთარ ქვეცნობიერსა და შინაგან სამყაროში ჩავიხედოთ. სიზმარს ყველაზე კარგად შეუძლია მიგვანიშნოს, რა გვაწუხებს და რა მიმართულებით უნდა განვაგრძოთ მოძრაობა. სიზმარი მინიშნებაა - ამ 10-დან რომელი დაგესიზმრათ?1. სიზმარში ფრენა. ფრენა თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის სიმბოლოა. სწორედ ამას ისახავთ მიზნად. თუ სიზმარში ფრენის დროს დაეცემით, მაშინ სინამდვილეში მოგიწევთ დაბრკოლებების გადალახვა და პრობლემების მოგვარება. 2. ჩანჩქერები. თუ საკუთარი თავი სიზმარში ულამაზეს ჩანჩქერთან ნახე, ეს კარგის ნიშანია. ჩანჩქერი განასახიერებს განწმენდას, პრობლემებისა და მავნე ჩვევებისგან თავის დაღწევას. შესაძლოა, უახლოეს მომავალში თქვენ შეძლოთ დაძლიოთ სურვილები და ჩვევები, რომლებიც ანადგურებს თქვენს ცხოვრებას და იღბალი თქვენს მხარეს აღმოჩნდება. 3. კბილები. თუ სიზმარში კბილები ამოგიღეს, ეს ნიშნავს, რომ გეშინიათ ახლობელი ადამიანის დაკარგვის. თუ სიზმარში კბილები ამოგივარდათ, დაბნეული ხართ და ეს ხელს გიშლით მიზნის მიღწევაში. თუ სიზმარში ნახეთ დამპალი კბილები, გელოდებათ ავადმყოფობა, ჯანმრთელობის პრობლემები. კბილის ნაცვლად ცარიელი ადგილი ნიშნავს სიცოცხლისუნარიანობის დაკარგვასა და ნაადრევ სიბერეს. 4. სიკვდილი. სიზმარში საკუთარი სიკვდილი ნახე? ასე დიდხანს იცოცხლებ. თუ საყვარელი ადამიანის სიკვდილი ნახეთ, არ ინერვიულოთ – ამ ადამიანს ხანგრძლივი და ბედნიერი ცხოვრება ექნება. 5. ორსულობა. საკუთარი თავი ორსული ნახე სიზმარში? გელით სიმდიდრე, იღბალი, სურვილების ასრულება. ეს სიზმარი ასევე ვარაუდობს, რომ შეიძლება მალე მართლაც დაორსულდეთ. დაგესიზმრათ, რომ თქვენი ქალიშვილი თანამდებობაზე ყოფილიყო? წინ ბევრი სასიამოვნო და ბედნიერი დღე გელით. თუ სიზმარში აპირებდით ბავშვის მოშორებას, ეს მიანიშნებს ცხოვრების მნიშვნელობის დაკარგვას, საყვარელ ადამიანში იმედგაცრუებას. 6. სახლი - შენობა. თუ ბევრი მოვლილი და კომფორტული სახლი ნახეთ, ეს უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის სიმბოლოა. თუ ხედავთ დანგრეულ ან გაფუჭებულ შენობებს, მაშინ გექნებათ პრობლემები ოჯახში და სამსახურში, ასევე ავადმყოფობა და უბედური შემთხვევები. ასევე რამდენიმე შემთხვევა: საავადმყოფოები - დასვენების დროა; სავაჭრო ცენტრები - შეწყვიტეთ ფულის გადაყრა მარცხნივ და მარჯვნივ; საგანმანათლებლო დაწესებულებები - გელით მოულოდნელი აღმოჩენა; ჰოსტელი - მოსალოდნელია გადაადგილება; ციხეები - თქვენ შეგიძლიათ დაარღვიოთ კანონი დაუდევრობით. 7. ფული. სიზმარში იპოვეთ ფული? მცირე წუხილის წინაშე აღმოჩნდებით, მაგრამ საბოლოოდ დიდი ბედნიერება გელით. ფულის გადახდა მოგიწიათ? ეს გპირდებათ წარუმატებლობას. სიზმარში იღებთ ოქროს? დიდი პერსპექტივები გაქვთ, საქმეები კარგად წავა. დაკარგული ფული - ეს ნიშნავს, რომ საუკეთესო პერიოდს არ გადიხართ, სამსახურში პრობლემები გელით. ფულის დაზოგვა სიმდიდრის და ცხოვრების კომფორტის ნიშანია. სიზმარში დიდი თანხა დათვალეთ? თითქმის მიზნის ბოლოში ხართ. 8. ღალატი. ღალატზე სიზმრები ყოველთვის ცვლილებებს გვპირდება. დროა გააანალიზოთ თქვენი ცხოვრება. მართლა ბედნიერი ხართ ქორწინებით? იფიქრეთ იმაზე, თუ როგორ შეგიძლიათ გახადოთ ის უფრო წარმატებული და ბედნიერი. 9. ცეცხლი. სიზმარში ხანძარი კარგი ნიშანია. ის სიმბოლოა სითბოსა და სინათლის. ცეცხლს ანთებ? სასიამოვნო სიურპრიზი გელით. ცეცხლის ჩაქრობას ცდილობთ? ძალიან ნერვიული სამუშაო გაქვთ, მიაღწევთ იმას, რაც გსურთ, მაგრამ ძალიან დიდი შრომის ფასად. თუ ნახეთ ცეცხლი ღუმელში, შეგიძლიათ დაეყრდნოთ სიმდიდრეს. თქვენს სახლს ცეცხლი ეკიდა? ფანტასტიკური იღბალი გელით, თქვენი ბიზნესი ზღაპრულ მოგებას მოგიტანთ. 10. სიშიშვლე. სიშიშვლე დაუცველობის სიმბოლოა. როცა ტანსაცმლის გარეშე ხართ, თავს უმწეოდ გრძნობთ, ვერ მოდუნდებით. შესაძლოა, ურთიერთობაში ხართ, სადაც უარყოფის გეშინიათ. ასევე, შესაძლოა გქონდეთ განცხადების შიში. რაღაცას მალავთ და გეშინიათ, რომ თქვენს საიდუმლოს სხვა ადამიანები გაიგებენ. ტანსაცმლით შეგიძლიათ შენიღბვა, მაგრამ მათ გარეშე ყველაფერი აშკარა ხდება და დაცვის გარეშე რჩებით. ამ სიზმრებიდან რომელს ხედავ ყველაზე ხშირად? 273 3-ს მოსწონს
|