x
მეტი
  • 12.10.2024
  • სტატია:137574
  • ვიდეო:351967
  • სურათი:511457
არჩევნები ამერიკის შეერთებულ შტატებში

ცარიელი აუდიტორია, გათიშული მიკროფონები და 2-2 წუთი კითხვებზე პასუხის გასაცემად - ეს დონალდ ტრამპისა და კამალა ჰარისის პირველი საპრეზიდენტო დებატების წესების მცირე ჩამონათვალია.

შეერთებული შტატების 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე 2 თვეზე ნაკლები რჩება. ცხელი სარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ახლადნომინირებულ დემოკრატ კანდიდატ კამალა ჰარისსა და რესპუბლიკელ დონალდ ტრამპს შორის პირისპირ დებატები 10 სექტემბერს, ეი ბი სი ნიუსის ეთერში, საღამოს 9 საათზე (თბილისის დროის 11 სექტემბრის დილის 5 საათი) გაიმართება.

27 ივნისს, დემოკრატიული პარტიის პრეზიდენტობის აწ უკვე ყოფილ კანდიდატ - პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის გამართული ისტორიული დებატები, ბაიდენისთვის კატასტროფულად შეფასდა და მისი პოლიტიკური კარიერის დასასრულის დასაწყისიც აღმოჩნდა.

დემოკრატებისთვის ამ რთული გამოცდილების შემდეგ, ამერიკელი ამომრჩეველი და მთელი მსოფლიო, 10 სექტემბრის დებატებს გამადიდებელი შუშით დააკვირდება. პრეზიდენტობის ორივე კანდიდატისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე დებატების წარმართვის წესები ეი ბი სი ნიუსმა რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა.

6
4
შეფასება არ არის
ავტორი:ნონა ქაჩლიშვილი
ნონა ქაჩლიშვილი
4
  
10 სექტემბერი, 21:41
1991 წელს,როცა სსრკ დაიშალა,ამით დაირღვა ბალანსი და ამერიკა გახდა ჰეგემონი,მერე ეიფორიაში გადაეშვა დასავლეთი და ახლა პირიქით ხდება,ძალებს იკრებს რუსეთი და ჩინეთი. ანუ ამერიკა ვერ შეხვდა მზად ამ ყველაფერს და არც მოელოდნენ,ხოდა ბალანსი ისევ დაირღვევა რუსეთის სასარგებლოდ,თუ დასავლეთში ძლიერი ლიდერი არ იქნა არჩეული. ჩვენ გვჭირდება ბალანსი,არცერთმა მხარემ არ უნდა გადაწონოს და ერთმანეთი უნდა აკონტროლონ. ეს ახლანდელი პრობლემა კი არ არის,ეს არის მსოფლიო გეოპოლიტიკის არსი,საზღვაო და სახმელეთო იმპერიებს შორის დაპირისპირება. აქ მარტო ვიღაცის სურვილებზე კი არ არის,არიქა პირველი ქალი პრეზიდენტი ავირჩიოთო,აქ მსოფლიოს ბალანსის რღვევის ბედი წყდება და გენდერული წარმოდგენები საერთოდ მეორე რიგშია გადასული. ამერიკას ამის ფუფუნება ქონდა 20 წლის წინ,მაშინ გაეკეთებინათ ეგ,რატომ ახლა? არ ვიცი,რა გგონიათ ე.წ. კამალას ფლანგს,თუმცა თუ ის გახდა პრეზიდენტი,ხოლო ეს ამერიკამ გაატარა,ახალ წელს კიევში რუსლი დროშა იფრიალებს,ხოლო მალევე ჩვენთანაც. როგორც ამბობენ,რუსეთი ძლიერი დარტყმისთვის არის მზად და ელოდებიან დებატებს,მისი შედეგები განაპირობებს ბევრ რამეს. დონეცკის მთიან ტერიტორიას გაივლიან და უცებ კიევში იქნებიან. რომელ გიჟს მოუვიდა თავში ის აზრი რო კურსკში შეჭრილიყვნენ,თუმცა რაღაც ხომ უნდა ქონოდა კამბალას დებატებისთვის. მხოლოდ ამისთვის გაიწირა ის უკრაინელი მებრძოლები,ვინც ამჟამად კურსკში იმყოფებიან. აიღეს კურსკი,თუ გნებავთ მივიდნენ მოსკოვამდე და ისიც აიღეს,მერე? ნაპოლეონმა მოსკოვი დაიკავა,მარა მაინც დამარცდა,დაიკავა რა,გადამწვარი დახვდა. ცოტა გამიგრძელდა და ბოლოს ვიტყვი,რომ შინაარსში შესვლა არის საჭირო ყველაფერში,მით უფრო გეოპოლიტიკას ზედაპირულად ვერ განიხილავ.
10 სექტემბერი, 21:28
რა გგონიათ,პუტინს ან სინძიპინს სიცოცხლე მობეზრდათ ან ატომური ომი უნდათ? გასდით და აკეთებენ,ხოდა ჩუჩელა ბაიდენის ვიცე-პრეზიდენტი კამალა არ იყო? ამიტომაც სჭირდებათ ტრამპი,რათა სასწორი გათანაბრდეს და მეორე მხარემ იცოდეს,რომ სროლაზე სროლითვე უპასუხებენ. ეს არის დღევანდელი პრობლემა,რის გამოც უკრაინა ისჯება და არა იმიტო რო პუტინი თავზე ხელაღებული ტიპია. აგერ,ჩვენ ხომ ვიმარიაჟეთ პირველი ქალი პრეზდენტით,ხოდა რა მოხდა ბაქოში? ჩავიდა და ალიევს დაუჯდა პირისპირ,ხოდა რა მივიღეთ? საზღვრის გადმოწევა დაიწყეს და სასულიერო პირებს ეკლესიებში აღარ უშვებდნენ. ჩემი თქმა არ გინდათ,მარა სალომე ძალიან სუსტი ტიპაჟია და ისეთ მონსტრთან არ უნდა გაუშვა,როგორიც ალიევია. ადამიანმა მოახრეხა და ქვეყანა გააერთიანა სამხედრო ძალით და საერთაშორისო წნეხიც არ გამოუწვევია. ჩავიდა და პუტინთან დაალაგა,ირანთან დაალაგა და მწვანე აუნთეს. იმას რო თავი დავანებოთ,რომ ისრაელთან თანამშრომლობს და თან ირანთან და თურქეთთან საქმე არ უფუჭდება. დასავლეთის მთავარი მინუსი ის არის,რომ ლიდერი არ ყავთ და ვერ დაუჯდება მეორე მხარის ვერცერთ ლიდერს. ჩერჩილი და რუზველტი რო არა,ჰიტლერი და სტალინი გადაყლაპავდა ევროპას,მარა თანაბარი ლიდერები ყავდათ და იყო დაცული ბალანსი. ახლა,შოლცები და მაკრონები,იქეთ ბაიდენი და კლოუნი ზელინსკი,მეღადავებით? ახლა გინდათ რო კამალამ მართოს პროცესები,ეს ხო ჩვენს განადგურებასაც ნიშნავს უკრაინას რო თავი დავანებოთ. ახალი არ იქნება,თუ იგებს კამალა ე.ი. იქნება სამოქალაქო ომი ამერიკაში და მგონია რო ქვეყნის ელიტები ხვდებიან ამას,ამიტომაც დაუჭერენ მხარს ტრამპს. ადამიანს მთელი მჭიდი დააცალეს,ყოფილ პრეზიდენტს და კანდიდატს,ხოდა ჩვეულებრივი ამერიკელი დაცულად იგრძნობს თავს? თუ ქვეყანას არ შეუძლია ტრამპის დაცვა,ვისი დაცვა შეუძლია? და თუ შეუძლია და არ იცავს,ეს უფრო დიდი პრობლემა არის და სწორედ ამიტომ ტრამპის გამარჯვება გარანტირებულია. წინა არჩევნებზე ხომ ნახეთ რა მოხდა,რა გგონიათ რო იგივე და უარესი არ მოხდება,თუ ტრამპი აგებს?
10 სექტემბერი, 21:14
საქართველოს ისტორიაში გვყავდა თამარ დედოფალი მაგალითად,რომლის დროსაც საქართველო იყო ყველაზე ძლიერი სახელმწიფო,თუმცა ჩამოყალიბებულ სტრუქტურაში მოუწია მეფობა და სამხედრო საქმეებს მისი ქმარი დავით სოსლანი წარმართავდა. როგორც ცნობილია,სოსლანი იყო ძალიან კარგი სამხედრო სტრატეგი და სარდალი. იმას რო თავი დავანებოთ რო დავით აღმაშენებლის აწყობილ სტრუქტურაში მივიდა. არ იფიქროთ რო თამარის ღვაწლს ვაკნინებ რაიმეთი,სხვა რამის თქმა მინდა ანუ თამარი აბსოლიტურად გამოუსადეგარი იქნებოდა დიდი თურქობა გამოვლილი საქართველოსთვის. ასევეა,როცა ამერიკა განიცდის კრიზისს და მის ჰეგემონიას საფრთხე ემუქრება,არ მგონია რო ახლა ქალი პრეზიდენტი სჭირდებათ,მით უფრო ჰარისი. რაც დრო გადის,სულ უფრო და უფრო იკრეფს ძალებს მეორე ფლანგი დუალისტური სამყაროში ანუ რუსეთის და ჩინეთის ბლოკი. ამერიკას არც ტრამპი გამოადგება,თუმცა კამალას ნამდვილად აჯობებს. ტრამპი არის ხისტი ტიპაჟი,მაგიდასთან პუტინი ვერ იქნება ისე გაბღენძილი,როგორც ჰარისთან. ყველას გვახსოვს,ამერიკელი ჯარისკაცების მკვლელ ირანელ გენერალის ლიკვიდაციის ბრძანება ტრამპმა გასცა და არა ობამამ. იქვე თქვა,რომ ამერიკელების მკვლელობა არავის არ შერჩებაო,ხოდა მსგავსი ტიპაჟი სჭირდება ამერიკას.
10 სექტემბერი, 21:04
მესმის რატომაც არ მეთანხმებით,პირველი ქალი პრეზიდენტი ამერიკის ისტორიაში,ხომ ასეა?ნამდვილად კარგად ჟღერს,მაგრამ კამალა არ არის ის ქალი,რომელიც უნდა იყოს პირველი ქალი პრეზიდენტი. ძალიან არაადეკვატური ტიპია და მგონია რო არც კვალიფიკაცია აქვს შესაბამისი. ნასაში შეხვედრის დროს ისეთი იკითხა,რომ სირცხვილით დაიწვა ნახევარი ამერიკა. ადამიანი გაგნებაში არ არის,რას ნიშნავს იყო ყველაზე ძლიერი ქვეყნის პრეზიდენტი და ფლობდე დიდ ძალაუფლებას. დამერწმუნეთ,კამალას წასვლა და პუტინთან პირისპირ დაჯდომა იქნება კატასტროფა ამერიკისთვის,როგორც სინძიპინთან. ამას რატომღაც არ ითვალისწინებთ და მხოლოდ ქალი პირველი პრეზიდენტი იწვევს სიმპატიას. ეს ძველი დრო არ არის,როცა დედოფლები მართავდნენ ქვეყნებს,აქ სხვა მოთხოვნებია.
10 სექტემბერი, 14:10
მართალია კარგად გამოხატეთ თქვენი რეაქცია ამ თემაზე მაგრამ არ გეთანხმებით იმ აზრით რომ როგორც თავად აღნიშნეთ არჩევანი თითქმის არ არის, ამიტომ მიმაჩნია რომ თუკი დროს ფეხს ავუწყობთ და ძველს ჩამოვიტოვებთ, უფრო მოგებული დავრჩებით, მიმაჩნია კამალა ჰარისი უფრო თანამედროვე და ძლიერი კანდიდატია
10 სექტემბერი, 7:01
ტრამპის უპირატესობით დამთავრდება ეს დებატები,რადგან ჰარისი ძალიან არაადეკვატური ტიპაჟია. ჩვენთვის "ადინხუია" ვინ გახდება პრეზიდენტი,მარა ტრამპი მოიგებს. მე კამბალას ვქომაგობ,მინდა ის გამოაცხადონ პრეზიდენტად,რაც სამოქალაქო ომის დასაწყისი იქნება. მეცოდებიან ამერკელები,ვინ თუ არა ჩვენ,ქართველმა კარგად ვიცით,რა ხდება როცა არჩევანი არ გაქვს,ან ირჩევ ცუდ ან უფრო ცუდს. თუმცა პროცესების ასე გაგრძელება აღარ შეიძლება,თევზი თავიდან იწყებს აყროლებას და ეს თავი უნდა მოეჭრას,რათა ხრწნა არ გავრცელდეს.
0 1 6