x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ჩინელმა 104 დღის განმავლობაში სამუშაოდან მხოლოდ ერთხელ დაისვენა და გარდაიცვალა
image

ჩინეთში კაცმა 104 დღე იმუშავა და ამ ხნის განმავლობაში მხოლოდ ერთი დღე დაისვენა და საბოლოოდ ყველაფერი იმით დასრულდა, რომ იგი გარდაიცვალა.





ჩინეთში 30 წლის მამაკაცი გარდაიცვალა მას შემდეგ, რაც 104 დღე ზედიზედ მუშაობდა დ მხოლოდ ერთი დღე დაისვენა . ამის შესახებ South China Morning Post (SCMP) იტყობინება.



ჩენძიანგის პროვინციულმა სასამართლომ დაადგინა, რომ ა'ბაო გარდაიცვალა პნევმოკოკური ინფექციით, რომელმაც ორგანოების მრავლობითი უკმარისობა გამოიწვია. დასკვნაში მითითებული იყო, რომ ასეთი მდგომარეობა შეიძლება გამოწვეული იყო სუსტი იმუნური სისტემით. სასამართლოს გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ თანამშრომლის გარდაცვალებაზე კომპანია 20 პროცენტით არის პასუხისმგებელი. მოსამართლემ გარდაცვლილი თანამშრომლის ოჯახისთვის კომპენსაციის გადახდაც დააწესა.



თავის მხრივ, დამსაქმებელი აცხადებს, რომ ა'ბაო სამსახურეობრივი დატვირთვა მისაღები იყო.


გასული წლის თებერვალში ა'ბაომ ხელი მოაწერა კონტრაქტს მღებავად მუშაობაზე კომპანიასთან, რომლის დასახელებაც სასამართლომ არ გაახმაურა. კონტრაქტი მიმდინარე წლის იანვრამდე უნდა გაგრძელებულიყო. მოგვიანებით იგი სხვა პროექტზე გადაიყვანეს, აღმოსავლეთ ჩინეთში ჩეძიანგის პროვინციაში.


კონტრაქტის ხელმოწერის შემდეგ ა'ბაო 104 დღის განმავლობაში მუშაობდა ყოველ დღე და მხოლოდ 6 აპრილს დაისვენა . 25 მაისს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო აიღო ბიულეტენი და ის დღე თავის საერთო საცხოვრებელში გაატარა.



რამდენიმე დღის წინ ვწერდით, 60 წლის დენის პრიუდომის შესახებ.რომელიც ოთხი დღის განმავლობაში მკვდარი იჯდა Wells Fargo-ს საბანკო კორპორაციის ოფისში აშშ-ის არიზონას შტატში. პათოლოგმა დაადგინა, რომ ქალი ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა.

0
60
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
60
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0