საქართველო რატომ დახვრიტა სტალინმა თავისი სომეხი მდივანი? 9 სექტემბერი, 15:42 ნაკლებად ცნობილი ფაქტი - სტალინმა სხვათა შორის თავის ყოფილი მდივანიც დაახვრეტინა. ბრძანებას პირადად მოაწერა ხელი.
მდივანი სომეხი იყო. მისი სახელი იყო ვარსენიკა (ვარვარა) ჯავადის ასული კასპაროვა (კასპარიანცი). ვარსენიკა წარმოშობით არცახის (მთიანი ყარაბაღი) უძველესი სომხური ქალაქ შუშადან იყო, სადაც 1888 წელს დაიბადა. ჩვენი გმირი მიეკუთვნებოდა ბოლშევიკების ეგრეთ წოდებულ ძველი გვარდიას. თექვსმეტი წლიდან მონაწილეობდა რევოლუციურ მოძრაობაში. 1910-იან წლებში ვარსენიკა ვეროპაში, ემიგრაციაში ცხოვრობდა, სადაც თავად ლენინს ხვდებოდა და მასთან ერთად ბევრს მუშაობდა. მისი ქმარი იყო თავად ვლადისლავ კასპაროვი (კასპარიანცი) - ცნობილი ძველი ბოლშევიკი, რსდმპ-ს ცენტრალური კომიტეტის საზღვარგარეთის ბიუროს წევრი. რევოლუციის შემდეგ ვარსენიკა საბჭოთა რუსეთს დაუბრუნდა. მან დაიწყო მუშაობა მაშინ ნაკლებად ცნობილ სტალინთან მდივნად. იგი ასევე მსახურობდა საერთო სახალხო ინტენაციონალის ქალთა ფილიალის აღმასრულებელ კომიტეტში. ამის გარდა წითელ არმიაში პოლიტიკურ ამღზრდელობით სამუშაობს ასრულებდა. ერთი ხანობა მისი უშუალო ხელმძღვანელი იყო ცნობილი სომეხი რევოლუციონერი, კომისარი სტეფანე შაუმიანი. 1920-იან წლებში ჩვენი გმირი უკიდურესად მშვიდად ცხოვრობდა და შიდაპარტიულ ინტრიგებში არ მონაწილეობდა . მიუხედავად ამისა უკვე 1928 წელს იოსებ სტალინმა იგი ტროცკიზმში დაადანაშაულა. ვარსენიკა მაშინ დააკავეს. ციხეში და გადასახლებაში თითქმის 8 წელი გაატარა, რის შემდეგაც გაათავისუფლეს. თუმცა, დიდხანს არა. უკვე 1937 წელს იგი კვლავ დააკავეს და გაასამართლეს ტერორიზმის ბრალდებით. მან ათი წელი გაატარა ბანაკებში. თუმცა ვარსენიკას ამბავი ამით არ დასრულებულა. 1941 წლის სექტემბერში იგი კვლავ გაასამართლეს. ამჯერად მას სიკვდილი მიუსაჯეს. სააღსრულებო დოკუმენტზე სტალინმა პირადად მოაწერა ხელი. განაჩენი აღსრულდა 1941 წლის 11 სექტემბერს დილით, ქალაქ ორიოლის მახლობლად ტყეში, არსებობს ვერსია, რომ სტალინი თავის ყოფილ მდივანს უმიზეზოდ არ დევნიდა . არა იმიტომ, რომ მას ყველა ძველი ბოლშევიკის კედელთან მიყენება უყვარდა. უფრო იმიტომ, რომ ვარსენიკ კასპარიანცმა ძალიან ბევრი იცოდა მის შესახებ. მათ შორის ახალგაზრდა სტალინის საქმეებზეც. მაგალითად, რომ ახალგაზრდობაში ის იყო ცარისტული საიდუმლო პოლიციის აგენტი და სხვა რევოლუციონერებს აბეზღებდა. პატიოსნებისა და გულახდილობის გამო ვარვარა ვერაფრით გაჩუმდა სახელმწიფოს მეთაურის წარსულ საქმეებზე . არავითარმა შეგონებამ და დარწმუნებამ არ უშველა ;მცდელობა თავად უახლოესი მეგობრების მხრიდანაც კი უშედეგო გამოდგა. აქ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ გერმანელები უკვე 1941 წლის სექტემბერში მიიწევდნენ ორიოლისკენ, სადაც ვარვარა ციხეში იჯდა. რა თქმა უნდა, სტალინი არ დაუშვებდა ეპოქის ასეთი ღირებული მოწმე მტერს ხელში ჩაეგდო... არსებობს თანამედროვეთა მოგონებები, სადაც სტალინმა ბრძანა გადაეცათ კასპარიანცისთვის, რომ თუ ქალი უარს იტყოდა მის მიმართ თქმულ ბრალდებებზე, მაშინ შეიწყალებდა და სიცოცხლეს შეუნარჩუნებდა... თუმცა ამის საპასუხოდ, კასპარიანცი უბრალოდ გადმოხტა საკნის საწოლიდან და დაიწყო ყვირილი: "დიახ, უშიშროების აგენტი იყო, ზუსტად ვიცი, ჩემს ნათქვამს უკან არასოდეს წავიღებ" ასეთი მამაცი ქალი იყო... მხოლოდ 1961 წელს მოხდა მისი რეაბილიტაცია. ვარსენიკას ერთადერთი ვაჟის, ჟორჟიკის ბედი, რომელიც დედის გამო იტანჯებოდა, სამუდამოდ უცნობი დარჩა. შენიშვნა: მთავარი ფოტოზე აღბეჭდილი მდივანი პირობითია, ვარსენიკას ფოტო სავარაუდოდ არაა შემორჩენილი. 869 5-ს მოსწონს
|