x
მეტი
  • 11.10.2024
  • სტატია:137562
  • ვიდეო:351967
  • სურათი:511446
"მაშინვე ვთქვი, რომ ქოცები ამის გამოყენებას დაიწყებდნენ” - რა სქრინშოტს აქვეყნებს მერაბ მეტრეველი

image


ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი საქართველო-ჩეხეთის ანგარიშს – 4:1 "ფეისბუქის" პირად გვერდზე ეხმაურება და შემდეგი შინაარსის სქრინშოტს აქვეყნებს:


image


"როგორც კი ჩეხებმა ერთი გოლი გაიტანეს და ეკრანზე 4:1 დაეწერა, მაშინვე ვთქვი, რომ ქოცები ამის გამოყენებას დაიწყებდნენ."- ვკითხულობთ მერაბ მეტრეველის პოსტში.


შეგახსენებთ, რომ გუშინ, 7 სექტემბერს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საქართველოს ეროვნული ნაკრები ჩეხეთის გუნდს დაუპირისპირდა. საკმაოდ დაძაბული მატჩში საბოლოოდ საქართველოს გამარჯვებით დასრულდა. ეროვნული ნაკრები ჩეხეთის წინააღმდეგ ხვიჩა კვარაცხელიას პენალტით დაწინაურდა. დანარჩენი სამი გოლი კი გიორგი ჩაკვეტაძემ, გიორგი მიქაუტაძემ და გიორგი ქოჩორაშვილმა გაიტანეს.


ცნობისთვის, ერთა ლიგის B1 ჯგუფში უკრაინის ნაკრებმა ალბანეთს უმასპინძლა და 1:2 დამარცხდა. პირველი ტურის შემდეგ ჯგუფში 3-3 ქულით საქართველოსა და ალბანეთის ნაკრებები ლიდერობენ. შესაბამისად, შემდეგ შეხვედრას საქართველოს ნაკრები 10 სექტემბერს ტირანაში, ალბანეთთან გამართავს.










0
405
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
405