x
მეტი
  • 10.09.2024
  • სტატია:136961
  • ვიდეო:351964
  • სურათი:511131
ჯოის ლი - მხატვარი, რომელსაც 21-ე საუკუნის დალის უწოდებენ
image



ჯოის ლის ნახატები არის კაშკაშა, ეროტიკული და ერთი შეხედვით სრულიად გაუგებარი. ეს კორეელი მხატვარი მუშაობს სიურრეალიზმის ჟანრში, მაგრამ ამავდროულად აქცენტს აკეთებს სექსუალობაზე. ზოგჯერ ლის 21-ე საუკუნის სალვადორ დალის უწოდებენ, მისი ნახატების ღრმა სიმბოლიზმის და სანახაობის გამო. თავად მხატვარი თავს დიდ ხელოვანად არ თვლის და უბრალოდ აკეთებს იმას, რაც მოსწონს მას და მისი ნიჭის დამფასებლებს. (ფრთხილად! შიშველი ნატურა!)



image



მხატვარი ჯოის ლი დაიბადა და გაიზარდა სეულში, სამხრეთ კორეაში. ჯერ კიდევ სკოლაში ხატავდა, მაგრამ მომავალს ხელოვნებაში ვერ ხედავდა. ლი ოცნებობდა, გამხდარიყო ფილოლოგი, ამიტომაც დაამთავრა უნივერსიტეტი ინგლისური ენის და ლიტერატურის განხრით.




image



დიპლომის მიღების შემდეგ გოგონა გარკვეული პერიოდის განმავლობაში მუშაობდა ავიაკომპანიებში. დროთა განმავლობაში, გააცნობიერა, რომ მისი გატაცება მაინც ხატვა და ფერწერაა. ლიმ ყველაფერი თავიდან დაიწყო. სამსახურიდან წამოვიდა და სეულის ეროვნულ უნივერსიტეტში ჩააბარა.



image



ჯოის ლიმ ხელოვნებაში ბაკალავრის ხარისხით მხატვრად მუშაობა დაიწყო. ყველაფერი მაშინვე არ გამოუვიდა, მაგრამ მალე ორიგინალური ოსტატი შეამჩნიეს და სერიოზული შეკვეთებიც მისცეს. ლი ილუსტრატორად მუშაობდა ისეთ ცნობილ გამოცემებთან, როგორიცაა Playboy და Numero Berlin. რეკლამა დაუკვეთეს ისეთმა კომპანიებმა, როგორებიც არიან The Learning Company, LG Corporation, FIAT Motors და ბევრი სხვა.



image



მხატვარს ფანქრებითა და აკვარელით მუშაობა ურჩევნია. მისი ნახატების მთავარი თემაა სიყვარულის და სექსუალურობის ასპექტები, ადამიანის სხეულის სიმბოლოების გამოხატვა, ასევე ბუნებრივი საგნები. ხშირად ლი ეხება რელიგიის თემას და ამტკიცებს, რომ სექსუალურობას მონაზვნური ცხოვრების წესიც ვერ გაანადგურებს.



image



image



image



image



image



image



image



image



image



image



image



image



image



image



image



image



ასევე დაგაინტერესებთ:

აღმოსავლეთის სული, ვნება და პაპანაქება ადამ სტიკას, „მზის სხივების ოსტატის“ ნახატებში

ჯონი დეპი, ჯიმ კერი, ჩარლზ III და სხვა ვარსკვლავები, რომლებიც შესანიშნავად ხატავენ

ფლორენციის ანგელოზი - ვინ იყო სანდრო ბოტიჩელის იდუმალი ვენერა

„ახალი ჰოლანდიელის“ ერიკ ტიეროლფის შემაშფოთებელი ფანტაზია

სინაზე და სიმშვიდე მხატვრის აიდემირ საიდოვის ნახატებში

მხატვარმა დახატა, როგორ ხედავს ვან გოგის ცხოვრებას

შემთხვევით აღმოჩენილი დემონი – რესტავრატორებმა აღადგინეს 1789 წლის ნახატი

სად არის მანე, სად მონე? ელემენტარული შპარგალკა მათთვის, ვისაც ხელოვნებაში გარკვევა სურს

უძველესი ისტორია ქართველი მხატვრის ბრუნო ვეფხვაძის წარმოუდგენელ ნახატებში

ბერძენი მხატვრის სურათები, რომლებიც ჭეშმარიტი სიყვარულის სილამაზეს გვიჩვენებს




0
51
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
Mediator image
51