x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
ბრუკლინის ხიდის მშენებლობის სისხლიანი ისტორია

image


მანჰეტენსა და ბრუკლინს შორის, მდინარე ისტზე 1, 834 -მეტრზე გადაჭიმული ამ ლეგენდარული ხიდის აგებისას უამრავი ადამიანი სრულიად მოულოდნელი მიზეზით გარდაიცვალა.


image


მე-19 საუკუნის ბოლოს, როდესაც ხიდის მშენებლობაზე მუშაობა ახალი დაწყებული იყო, ის უკვე არქიტექტურის ნამდვილ ბრილიანტად ითვლებოდა. ხიდს მთელი 13 წელი აშენებდნენ და მას თავდაპირველად "ნიუ-იორკ - ბრუკლინის ხიდი" ეწოდებოდა. ის მსოფლიოში ყველაზე დიდ დაკიდულ ხიდად, და ასევე პირველ კონსტრუქციად იქცა, რომლის მშენებლობაზეც ლითონის ბაგირები იქნა გამოყენებული.


image


პირველი ვინც მშენებლობა დაიწყო გახლდათ ინჟინერი ჯონ რობლინგი, რომელმაც 80 მეტრის სიმაღლის ორ საყრდენს შორის დაკიდული ლითონის ბადის კონსტრუქციის იდეა მოიფიქრა, თუმცა მშენებლობის დასაწყისშივე ტრაგედია მოხდა: ჯონი ნავში იჯდა, საიდანაც ხიმინჯის მოწყობას მეთვალყურეობდა, როდესაც მოულოდნელად მისი ნავი ბორანს შეეჯახა, შედეგადაც ინჟინერს ფეხი დაუზიანდა და მალევე ტეტანუსით გარდაცვალა. 61 წლის რობლინგმა მშენებლობის შვილისთვის, ვაშინგტონისთვის გადაბარება მოასწრო, თუმცა შესაშური ბედი არც მას ელოდა.


image


ბრუკლინის ხიდთან დაკავშირებული ტრაგედიები მისი მშენებლობისას მომხდარი უბედური შემთხვევებით არ შემოიფარგლებოდა. საყრდენის ქვეშ საძირკვლის გასამაგრებლად გამოიყენებოდა კესონები - სპეციალური კამერები სიღრმეში ჩასაძირად. მდინარის ფსკერიდან ქვების, ჭუჭყისა და შლამის ამოსაღებად იაფ მუშახელს ქირაობდნენ, ყველაზე ხშირად კი ემიგრანტებს. მალევე მუშები დეკომპრესიული დაავადებით (კესონური დაავადება, ასევე ცნობილია როგორც მყვინთავების სენი) დაავადდნენ. იმის გამო, რომ მდინარის ფსკერსა და ზედაპირზე წნევა მკვეთრად ცვალებადი იყო, მუშებს კიდურების დაბუჟება, აუტანელი თავის ტკივილი, კანის ქავილი და სხვა უსიამოვნო სიმპტომები აღენიშნებოდათ.


image



ნიუ-იორკის შტატში, კესონებთან მუშაობის უსაფრთხოების შესახებ კანონის მიღება აღწერილი მოვლენებიდან მხოლოდ 40 წლის შემდეგ დაიწყო, ასე რომ ხიდის მშენებლობა ადამიანების დაღუპვის მუხედავად მაინც გრძელდებოდა. ხიდი მუშების სიცოცხლის ფასად აშენდა, რომელთა უმეტესობაც სწორედ დეკომპრესიული ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა. დაღუპულთა რაოდენობის შესახებ მონაცემები განსხვავებულია, რადგან არსებობს ოფიციალური მონაცემები და ინფორმაციაც იმ გარდაცვლილთა შესახებ (30-დან 150- ადამიანამდე) რომელთა სიკვდილიც დოკუმენტირებული არ იყო.



image


მშენებლობის მსხვერპლი მამის მსგავსად ასევე ვაშინგტონ რობლინგიც გახდა: როდესაც კესონში ხანძარი გაჩნდა, მის ჩასაქრობად მან სიღრმეში ოთხი საათის ნაცვლად თითქმის ერთი დღე გაატარა. ექიმმა როგორც კი ამის შესახებ შეიტყო, რობლინგ უმცროსი, მაშინვე სახლში გაგზავნა, თუმცა ინჟინერმა თავს უფლება არ მისცა სახლში მშვიდად დასვენების, მაშინ როდესაც მისი კოლეგები ცეცხლს აქრობდნენ. ის სიღრმეში კვლავ ჩავიდა, თუმცა მისმა სხეულმა მეორეჯერ მდინარის ფსკერზე ჩასვლას ვეღარ გაუძლო. როგორც კი რობლინგი ზედაპირზე ამოვიდა, მისი სხეული უკვე პარალიზებული იყო.


image


მშენებლობის პროცესი საკუთარ თავზე ვაშინგტონის მეუღლემ ემილი რობლინგმა აიღო. დილით ქმარი მას დეტალურ მითითებებს აძლევდა, საღამოს კი ემილი მეუღლეს ანგარიშს დეტალურად აბარებდა, გამომდინარე იქიდან რომ მათი ბინა ხიდის პირდაპირ მდებარეობდა, ვაშინგტონს დილით პირდაპირ ფანჯრის წინ აჯენდნენ, რომელიც ბინოკლით "შეიარაღებული" მთელი დღის განმავლობაში თვალს მშენებლობის მიმდინარეობას ადევნებდა. აი, მართლაც საკუთარი საქმის ნამდვილი ფანატი...


image


ხოლო ემილის საგანგებო რეჟიმში ისეთი მეცნიერებების შესწავლა მოუწია, როგორიცაა უმაღლესი მათემატიკა, მასალათა გამძლეობა და მეტრო მშენებლობა. ქალს ასევე მოეთხოვებოდა ორატორისა და დიპლომატის უნარების გამომუშავებაც, ვინაიდან მას ხშირად უწევდა ქალაქის შეხვედრებზე სიტყვით გამოსვლა, რათა ქალაქის ჩინოვნიკები და სხვა ინჟინრები დაერწმუნებინა მისთვის და მისი მეუღლისთვის სამუშაო არ წაერთმიათ, ემილიმ ფაქტიურად ყველა სამუშაო ზედმიწეევნით შეასრულა, რადგან მშენებლობას თითქმის მთელი 13 წლის განმავლობაში სწორედ ის ზედამხედველობდა.


image


ხიდის საზეიმო გახსნა 1883 წლის 24 მაისს მასშატბური ღონისძიებით აღინიშნა. პირველი ადამიანი, ვინც ბრუკლინის ხიდზე ღია ეტლით გაიარა ემილი რობლინგი იყო: მას ხელში მამალი ეჭირა, როგორც გამარჯვებისა და შთაგონების სიმბოლო. მთლიანობაში იმ დღეს ხიდზე 1800 ეკიპაჟმა და 150000 ადამიანმა გაიარა. ბრუკლინის ხიდის გახსნიდან ერთ კვირაზე ნაკლებ დროში, საბორნე ეკიპაჟებმა განაცხადეს მგზავრთა მკვეთრი კლების შესახებ, თუმცა მუშაობას 1942 წლამდე მაინც განაგრძობდნენ.


image


ლეგენდარული ხიდის გახსნის ცერემონიაზე ცნობილმა ამერიკელმა პოლიტიკოსმა და ნიუ-იორკის მომავალმა მერმა აბრამ სტივენს ჰიუიტმა ემილი რობლინგს და მის ოჯახს გაწეული შრომისთვისა და თავდადებისთვის პატივი შემდეგი სიტყვებით მიაგო: "ეს ხიდი - ქალისა და მისი ოჯახის თავდაუზოგავი ერთგულების მარადიული ძეგლია"- განაცხადა პოლიტიკოსმა ხიდის საზეიმო გახსნაზე.








0
156
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
156