პოეზია "ალბათ, შევიცვალე, წლებიც მომემატა.." - დიკა სალაყაიას ახალი ლექსი, რომელიც სოცქსელში ვირუსულად გავრცელდა 6 სექტემბერი, 16:12 ალბათ შევიცვალე,
წლებიც მომემატა,
თმისაც შევიცვალე ფერი,
ალბათ გემოვნებაც ცოტა გამიმკაცრდა -
- ახლა სისადავე მშვენის... ახლა ძველებურად აღარ ვიბუტები, არც მსურს ამიტაცონ ხელში, როცა სულში წვიმს და როცა ავდარია, ვხვდები - - მეც ბევრ რამეს ვხვდები... ახლა ხასიათიც ალბათ შემეცვალა, ახლა ვერ ვტყუვდები ბევრ გზის, უკვე გავიზუთხე ყველა ნიღბის კითხვა, ყველას მივუტევე თმენით... ზოგი დამეკარგა, ზოგსაც დავეკარგე, გულით ახლობლებთან ვრჩები, ყალბი მეგობრებიც გზა-გზა დაიფანტნენ, ამას დრო გადის და ვხვდები. ვხვდები, რომ ყოველდღე უნდა გაიზარდო, უნდა გაიშალო მხრებში, თუ კი ასჯერ გზაში სადღაც ჩაიმუხლე, მაშინ ასმეერთედ დგები... ............................... ალბათ შევიცვალე, წლებიც მომემატა, ხშირად საკუთარ თავს ვებრძვი, არ ღირს ნერვების შლად თურმე წვრილმანები, როცა უფალი გყავს გვერდით.... პოეტი და ბლოგერი დიკა სალაყაია პოეტი, ბლოგერი და პედაგოგი დიკა სალაყაია, წარმოშოშობით სამეგრელოდანაა, თუმცა ამჟამად თბილისში ცხოვრობს, პროფესიით ჟურნალისტია და საზოგადოებასთან ურთიერთობის (PR)სპეციალისტი. ჰყავს მეუღლე და ორი შვილი 14 წლის ემილია და 9 წლის ანრი. პოეტური დიკა თბილისში მდებარე ორ სკოლაში ქართულ ენასა და ლიტერატურას ასწავლის. პირველი პოპულარობა დიკა სალაყაიას მოუტანა ლექსმა "არ დამეღალო დედი", რომელიც ვირუსივით გავრცლედა სოციალურ ქსელებში.2012 წელს სწორედ ეს ლექსი იყო რომელიც სატელევიზიო პროექტ "ნიჭიერში" წაიკითხა ერთ-ერთმა პატარა მონაწილემ და საკმაო წარმატება მოუტანა მას. 99 2-ს მოსწონს
|