სხვა სპერმის დონორი, რომელმაც 180 ქალი დააორსულა ბუნებრივად, ამბობს რომ უჭირს მეორე ნახევრის პოვნა 6 სექტემბერი, 14:47
ბრიტანელი სპერმის დონორი, რომელმაც ისარგებლა თითქმის 200-მდე ქალის მომსახურებით მთელ მსოფლიოში, აღიარებს, რომ მას უჭირს პარტნიორის პოვნა. „180-ზე მეტი ქალი დავაორსულე, მაგრამ რატომღაც ჯერ კიდევ უცოლო ვარ“, - ამბობს ის.
"დონორ ჯოს" სახელით ცნობილი 51 წლის მამაკაცი ნიუკასლიდან ამბობს, რომ მისი საქმიანობა ( სპერმის დონაცია) ქალებში შურს და ეჭვიანობას იწვევს. „ძალიან ძნელია იპოვოთ ვინმე, ვინც შეეგუება ამ ცხოვრების წესს“, - წუხს ჯო. ის განმარტავს, რომ ქალებს სურთ, რომ მამაკაცმა თავი დაუთმოს შვილს, არა და მას ძალიან ბევრი შვილი ჰყავს. მიუხედავად იმისა, რომ ჯო არ იღებს რაიმე ანაზღაურებას მომსახურებისთვის, ის მოგზაურობს მთელ მსოფლიოში და ეხმარება ქალებს დაორსულებაში. როგორ არის ეს შესაძლებელი? დიახ, რადგან სულ უფრო მეტი ქალი მიმართავს სპერმის კერძო დონორებს, რათა თავიდან აიცილონ ხელოვნური განაყოფიერების ძვირადღირებული პროცედურები. ჯოს, რომელსაც ბავშვის ჩასახვის მისიისთვის მას მეტსახელი "ჩრდილოეთის ანგელოზი უწოდეს " მტკიცებს, რომ 13 წლის განმავლობაში მისი წყალობით 180-ზე მეტი ბავშვი დაიბადა. საინტერესოა, რომ ჯოს თქმით, ქალების უმეტესობა, რომლებსაც ის ხვდებოდა, თავდაპირველად მისი კლიენტები იყვნენ. ის ამ ფენომენს ადარებს ახლა მოდურ "გაცნობას უკუთანმიმდევრობით"(reverse dating)- ანუ როდესაც წყვილი დაუყოვნებლივ ხტება ლოგინში ინტიმური კავშირისთვის და მხოლოდ ამის შემდეგ იცნობენ ერთმანეთს, მიდიან კინოში ან ლანჩზე და მესიჯობენ ჩატში. თუმცა, ჯო არ კარგავს იმედს, რომ იპოვის თავის სულიერ მეგობარს. "იმედი მაქვს, რომ ერთ დღეს შევხვდები იმ განსაკუთრებულ ადამიანს, რომელიც მიმიღებს ისეთი, როგორიც ვარ - ვისაც სურს შვილების გაჩენა და ვისაც შეუძლია მიიღოს იმ შვილების რაოდენობა, რომელიც უკვე მყავს", - ოცნებობს ის. ამჟამად ჯო ამბობს, რომ მისი საბოლოო მიზანია დაეხმაროს ქალებს, რომლებსაც არ შეუძლიათ დაორსულება ბუნებრივად, რაც დასავლეთში გავრცელებული პრობლემაა. "მე ვეხმარები ხალხს მთელ ბრიტანეთში", - ამბობს ჯო. ის ამტკიცებს, რომ ბავშვების კეთილდღეობა მის ინტერესებშიც შედის. 194 2-ს მოსწონს
|